მოკლედ,ამასაც დავწერ და გავედი რა :დ
კასილასი-გოლებში ვერ დავადანაშაულებ,სხვა საქმე არც ჰქონია
არბელოა-ძალიან კარგი იყო,დღეს ნამდვილად არ ველოდი ამისგან ესეთ კარგ თამაშს იქიდან გამომდინარე,რომ ფორმიდან ამოვარდნილი იყო,მაგრამ სასიამოვნოდ გამაკვირვა,ყოჩაღ
რამოსი-ერთ-ერთი საუკეთესო იყო,ძალიან მაგრად ითამაშა,დაგლიჯა
პეპე-ნუ,პეპე პეპეა რა
კოენტრაო-ერთადერთხელ გაცდა მესი,ძალიან,ძალიან კარგი იყო და ძალიან ბევრი იმუშავა,ბრავო,ამასაც
ლასი-ვერ ითამაშა,აჭრილი იყო და კიდევ კარგი,რომ დროულად შეცვალა ჟოზემ,თორემ ვერც ჩაამთავრებდა თამაშს
ალონსო-ბოლო პერიოდში,ძალიან მოუკლო და დღესაც ვერ იყო მთლად დამაჯერებელი,ვერ აკონტროლებდა ცენტრს
კაკა-ნორმალური იყო,თავისი სათამაშო დროიდან გამომდინარე,კიდევ პროდუქტიული იყო,რამდენიმე მომენტში,გამოავლინა თავისი კლასი და მიმაჩნია,რომ ბარსასთან მაინც საჭირო ფიგურაა და ყოველთვის იმსახურებს შანსს
მესუთა-ვერ ვიფიქრებ სიტყვებს,რომლითაც შემიძლია,რომ ამაზე კომენტარი გავაკეთო :დ 1 სიტყვით ვიტყვი,რაც არაერთხელ მითქვამს,გენიოსი
რონალდო-ბრავო,ძალიან,ძალიან კარგი იყო,ძალიან ბევრი იმუშავა,დაცვაშიც,შეტევაშიც,ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა გოლიც და კიდევ უფრო მეტი მუხტი შეგვმატა. ოგორც ჩანს,საბოლოოდ დაამარცხა ის,რაღაცა,არც ვიცი,რა დავარქვა :დ რაც,ბარსასთან ჰქონდა და გაიხსან,თავისუფლად,უკომპლექსოდ და შედეგიანად თამაშობს
იგუაინი-უკომენტაროდ,კარგი რა,მერამდენედ უკვე,ესეთ გადამწყვეტ მომენტში,ესე თამაში

ბენზემა-ბრავო,შესანიშნავად ჩაერთო და ულამაზესი გოლი გაიტანა
გრანერო-კარგად შემოვიდა,აქტიურობდა ერთ უმისამართო პასს თუ არ ჩავთვლით,კარგადაც თამაშობდა და ანაწილებდა
კალეხონი-ტრადიციულად,ბევრი იბრძოლა და ბევრს მოძრობდა.სამწუხაროდ,შანსი არ მიეცა,კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა თავისი ფინიშერობა :დ
ჟოზე-ბრავო,ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად და ვიტყვი კიდეც,რომ გამოუვიდა
ჰოდა,ეს იყო რა,ბევრად უკეთ ვითამაშეთ და ვიმსახურებდით გამარჯვებას და გასვლას,მაგრამ იღბალმა და მსაჯმა,აშკარად გაგვწირეს რა

ასეა თუ ისე,დღეს გამოჩნდა უდიდესი პროგრესი და კიდევ უფრო გაღვივდა იმედი
ამ გუნდს,უდიდესი პოტენციალი აქვს და მჯერა და დიდი იმედი მაქვს,რომ წელს დარჩენილ ორივე ტიტულს მოვიპოვებთ,ჩვენი გენიალური მწვრთნელის თავკაცობით
ძალიან ამაყი ვარ
აი,ეს არის ჩემი გუნდი,რომელიც მე ესე ძალიან მიყვარს,რომელსაც შეუძლია მსგავსი "შემობრუნებები" და სასწაულების მოხდენა და გუნდი,რომელმაც მთელ მსოფლიოს,დღეს კიდევ ერთხელ,შეახსენა თავი და ვიმედოვნებ,რომ კიდევ დიდხანს განმეორდება მსგავსი რამ
Hala Madrid,Madridista Till I Die,I'm Very Proud Of My Team,I believe In You,I Love You
This post has been edited by M_A_D_R_I_D_I_S_T_A on 26 Jan 2012, 04:50
Knowledge Is Power...
You Must Be The Change,You Want To See In The World