”მადონინა”მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარი არაერთი საფეხბურთო დაპირისპირების მომსწრეა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია იმ მოვლენასთან, რასაც “მადონინა” ჰქვია. “მილანისა” და “ინტერის” შეხვედრა, სადაც და რა დონეზეც არ უნდა გაიმართოს მუდამ ყურადღების ცენტრშია.
მადონინა ამ დაპირისპირებას ეწოდა მილანის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ქალწული მარიამის (Maria Madonina) ოქროსფერი ქანდაკების საპატივცემულოდ,რომელიც მილანის ტაძრის თავზე დგას.
ამ მატჩით ცხოვრობს ქალაქი მილანი და იტალიის დიდი ნაწილი. დაპირისპირებული ტიფოზები შემოდგომასა და გაზაფხულზე ერთმანეთს იმის მიხედვით ხვდებიან, თუ როგორ ითამაშეს ერთმანეთში ლომბარდიულმა გრანდებმა. თუ უპირატესობა “მილანს” აქვს, “ინტერის” ფანები ოდნავ მოკრძალებულად გამოიყურებიან, ხოლო თუ პირიქითაა, უკვე როსონერის ტიფოზები დადიან თავჩაღუნულნი.
ალბათ წარმოდგენილი გაქვთ, თუ როგორ ივსება ერთ დღეს, მზიან, წვიმიან თუ მოღრუბლულ ამინდში “სან სირო”. ამ დღეს მილანის ყველა რაიონიდან ხალხი ქალაქის გარეუბნისკენ სან–სიროსკენ. შედიან სტადიონზე და ამავდროულად სულ სხვა სამყაროში ხვდებიან. სამხრეთ სექტორში ტრადიციულად “Curva Sud”-ია განლაგებული. ეს დაჯგუფება “მილანს” გულშემატკივრობს, ხოლო ჩრდილოეთით “Curva Nord”-ი იწონებს თავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე რადიკალური და დაუნდობელი ტიფოზთა ჯგუფია არამარტო იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში.
თავდან კი ყველაფერი ასე დაიწყო: 1899 წელს ინგლისელმა ალფრედ ედვარდსმა შექმნა კლუბი რომელსაც ”მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის” გუნდი უწოდა. 9 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი კლუბი იყო ქალაქში. მილანური დერბი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, ერთი ქალაქის გუნდის ორად გაყოფის შემდეგ გაჩნდა. ლომბარდიის დედაქალაქში ეს ყველაფერი 1908 წელს მოხდა. 9 მარტს “მილანის” შვეიცარიელმა მეწილეებმა წინადადებაზე გუნდში უფრო მეტი უცხოელი ფეხბურთელის მოეწვიათ, კლუბის მეპატრონეებისგან უარის მიიღეს და ამის გამო ახალი გუნდი შექმნეს, ამ ორი კლუბის დაპირისპირებაც სწორედ იმ დღიდან დაიწყო. გუნდს “ინტერნაციონალე” დაარქვეს. სიმბოლიკა და ფერებიც მალევე შეირჩა. ნერიაძურის მესვეურებმა შავ-ლურჯი ფერები მოიწონეს. ლურჯი ფერი როგორც ცნობილია, მშვიდობისა და მაშასადამე ინტერნაციონალიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.
სათამაშო მოედანზე მილანი და ინტერი პირველად 1908 წლის 18 ოქტომბერს შეხვდნენ. პირველი დერბი შვეიცარიის ქალაქ კიასოში გაიმართა. მილანური კლუბები ერთმანეთს ქალაქის თასსზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შავწითლებმა 2:1 მოუგეს ახლად შექმნილ გუნდს.
ერთი წლის შემდეგ კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრაშიც როსონერიმ იმარჯვა – 3:2.
იტალიის ჩემპიონატი 1929 წელს დაიწყო და სერია ა-ში პირველი ”დერბი დელა მადონინა” იმავე წლის 10 ნოემბერს შედგა. მილანელმა ვისენტინიმ მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, სამ წუთში ტანსინიმ გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი ინტერის ლეგენდამ ჯუზეპე მეაცამ ბოლო გოლი გაიტანა და ნერაძურიმ 2:1 მოიგო.
მას შემდეგ მილანისა და ინტერის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე შეხვდნებიან და ვინ როგორ ფორმაშია, სატურნირო ცხრილში რომელი ადგილი უკავიათ. თითოეული ფეხბურთელი პრინციპულ შეხვედრას ატარებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ1908 წლის მარტიდან მოყოლებული, “ინტერი” ყოველთვის არისტოკრატიული ფენის უსაყვარლეს გუნდად ითვლებოდა. ნერაძურის ძირითადად პოლიტიკოსები, პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები გულშემატკივრობდნენ. “მილანისთვის” კი მუშათა კლასს უძგერდა გული. როსონერი უბრალო ხალხის გუნდი იყო.
60-იან წლებში ახალი ეტაპი დაიწტო მადონინას ისტორიაში. იმ დროს ინტერის შემადგენლობაში მაცოლა ბრწყინავდა. მილანში კი ოქროს ბიჭუნად წოდებული ჯანი რივერა. ამ ორ ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც კი მოედანზე ერთად არასდროს გამოჩენილან. ერთ თამაშს ერთი ატარებდა, მეორეს – მეორე, ან ერთმანეთს ცვლიდნენ. ამიტომაც მილანურმა დერბიმ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. იმ პერიოდში არაერთი შესანიშნავი მატჩი გაიმართა ამ ორი გუნდის მონაწილეობით.
1962-1963 წლების სეზონში მილანმა ჩემპიონთა თასი მოიგო, 1967 წელს იტალიის თასი, მომდევნო წელს სერია ა, შემდეგ თასების მფლობელათა თასი, 1969 წელს კი კვლავ ჩემპიონთა თასი.
ინტერმა ეს პერიოდი არანაკლებ შთამბეჭდავად ჩაატარა, 1962–63; 1964–65; 1965–66 წლებში გუნდმა სერია ა მოიგო, 1963-64 და 1964-65 წლებში ზედიზედ იზეიმა ჩამპიონთა თასზე გამარჯვება, ამავე წლებში შავლურჯებმა საკონტინენტთაშორისო თასიც აღმართეს.
ასე რომ სამოციან წლებში მილანური გრანდები მსოფლიოს საფეხბურთო მწვერვალებზე იყვნენ.
დერბი დელა მადონინამ განსაკუთრებული ინტერესი 90- იან წლებში შეიძინა. მაშინ მილანში ჰოლანდიური ტრიო , ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი, შესანიშნავ სეზონს ატარებდა, ინტერში კი გერმანელები – ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ინტერი მხოლოდ ერთი სკუდეტოს დაეუფლა 1989 წელს, მილანმა კი 1988 წლიდან 1994 წლმადე ყველა ტიტული მოიგო, თან არაერთხელ.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია და გერმანია სან სიროზე შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ბევრი ამ მატჩს მილანურ დერბადაც მოიხსენიებდა, რადგან ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაპირისპირება საყოველთაო ინტერესს იწვევდა. მაშინ გერმანიამ 2:1 მოიგო ინტერელების გოლების წყალობით.
როსონერი ტიტულების მოგებას განაგრძობდა, ინტერმა კი 1989 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო 2006 წელს მიიღო, მას შედეგ, რაც ცნობილი სკანდალის შემდეგ იუვენტუსი სერია ბ-ში დააქვეითს, ეს ჯილდო ჩამოართვეს და ნერაძურის გადასცეს.
ყველაზე ცნობილი დერბი ევროთასების სტატუსით გაიმართა. 2005 წლის 12 აპრილს მილანი და ინტერი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში სან სიროზე შეხვდნენ. პირველი მატჩი მილანს ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმა ანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც ინტერის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი მილანის მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, ინტერის გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.
საქმე უეფას სადისციპლინო კომისიას გადაეცა. მათ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, უეფას ისტორიაში ინტერი ყველაზე დიდი რაოდენოიბის თანხით – 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალე და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში მილანმა 5:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
დერბი დელა მადნონინა 2010-2011 წლების სეზონის ჩათვლით 274-ჯერ ჩატარდა. აქედან ოფიციალური იყო 203, დანარჩენი კი ამხანაგური. მხოლოდ იტალიის ჩემპიონატს თუ ავიღებთ, ინტერი 14 მატჩიან უპირატესობას ფლობს.
რაც შეეხება იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას, აქ მილანი ლიდერობს. ქვეყნის თასის გათამაშებაში მილანმა 23 შეხვედრიდან 9 მოიგო, 7 კი წააგო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში კი როსონერიმ ორი შეხვედრა დაასრულა სასურველი ანგარიშით, ორი დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა.
მილანური დერბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2000-2001 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ მილანმა 6:0 გაანადგურა თანაქალაქური კლუბი. იმ ისტორიულ მატჩში ანდრეი შევჩენკომ და სერჟინიომ ორ-ორი გოლი გაიტანეს, თითო ბურთის გატანა ფედერიკო ჯიუნტიმ და ჯანი კომანდინიმ შეძლეს. ყველაზე შედეგიანი დერბი კი 1949-1950 წლების სეზონში გაიმართა. 1949 წლის 6 ნოემბერს ინტერმა 6:5 მოიგო.
დერბის რეკორდსმენია მილანის ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელმაც ინტერის წინააღმდეგ 50 შეხვედრა ჩაატარა! ბოლო დაპირისპირების დროს ნერაძურის გულშემატკივრებმა საოცარი გაცილება მოუწყვეს მეტოქე გუნდის უძლიერეს მცველს. თამაშის დასრულების შემდეგ ამოაბრუნეს ბაენერები რომელზეც ეწერა ”25 სეზონი შენ ჩვენი მოწინააღმდეგე იყავი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანი დარჩი, მადლობა პაოლო” ტრიბუნეზე მყოფმა ტიფოზებმა ტაშით გააცილეს მალდინი. შავ-ლურჯების ამ ჟესტმა მაშინ ყველა აღაფრთოვანა.
მადონინას შედეგები:
კლუბი გოლი მოგება ფრე წაგება F A +/-
სერია ა
ინტერი 174 66 52 59 260:241 +20
მილანი 174 61 52 66 241:260 -20
კოპა იტალია
მილანი 23 9 7 7 32 22 +10
ინტერი 23 7 7 9 22 32 -10
ჩემპიონთა ლიგა
მილანი 4 2 2 0 4 1 +3
ინტერი 4 0 2 2 1 4 -3
სულ
ინტერი 274 96 72 107 443:433 +10
მილანი 274 107 72 96 433:443 -10
ვიდეომასალა მილანურ დერბიზეაქვე გთავაზობთ ჩვენი მეგობრის აჩიკოს, იგივე
amadeo-ს მილანური ვოიაჟის ამსახველ ტექსტურ, ფოტო და ვიდეომასალას. ალბათ გახსოვთ, იგი დაესწრო მადონინას, რომელშიც "ინტერმა" 2:0 გაიმარჯვა
ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”ქართველი ინტერისტები - Inter Club Georgia ყველას მოეხსენება საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტის სახეობაა,ჩვენ ამ სპორტში დიდი ტრადიციები გვაქვს. ქართული ფეხბურთის პარალელურად უცხოურ ფეხბურთთანაც გვაქვს განსაკუთრებული კავშირები,ვგულშემატკივრობთ უცხოურ ნაკრებებსა თუ საფეხბურთო კლუბებს.
ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ქომაგობს,ყველას ძალიან უყვარს ოთხ–გზის მსოფლიო ჩემპიონი “Squadra Azzurra”. საკლუბო დონეზე კი შესაბამისად ამ ქვეყნის კლუბებს ქომაგობენ.
მათი ძირითადი ნაწილი სამ იტალიურ გრანდზე: “იუვენტუსზე”,”მილანზე” და “ინტერნაციონალეზე” იყოფა, შედარებით მცირე რაოდენობა “რომას”,”ლაციოს”, ფიორენტინას თუ “ნაპოლის” მიმდევარია.
ინტერნაციონალეს “შავ–ლურჯთა” ქართული ლეგიონი რაოდენობრივად მართალია ჩამორჩება ”შავ–თეთრებსა” და ”შავ–წითლებს”,მაგრამ ლომბარდიული გრანდის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა არაერთ ჩვენებურს აამღერა – “Pazza Inter Amala”
ნამდვილი ქომაგისთვის,ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყოს,მისი რჩეული გუნდი აუცილებლად ცხოვრების რაღაც ნაწილად უნდა იქცეს, გუნდის წარმატება და სიხარული მისი წარმატება და სიხარული უნდა იყოს.
სწორედ ასეთი ფილოსოფიით თავის რჩეულ კლუბზე შეყვარებული ხალხითაა დაკომპლექტებული მილანის ინტერის მოყვარულთა კლუბი, სახელწოდებით “Inter Club Georgia”. მისი წევრები აქტიურად ქომაგობენ საყვარელ გუნდს, ერთად იკრიბებიან მნიშვნელოვანი მატჩების საყურებლად, ზოგიერთი მათგანი გუნდის თამაშებზე სიარულსაც ახერხებს.
ერთერთი ჩვენი მეგობარი აჩიკო, 2009-10 წლის სეზონის ინტერისა და მილანის დაპირისპირებას დაესწრო, მან არ დაიზარა და საკმაოდ დეტალურად გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები. (იხ ბმული)
სტატიის ბმული– ქართველი ინტერისტას თვალით ნანახი ”ღვთიური დერბი”
ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საფეხბურთო საიტი თუ ფორუმია,ყველგანაა სხვადასხვა კლუბებზე სტატიები,თემები თუ კომენტარები.ამ მხრივ ”შავ–ლურჯთა” ერთ–ერთი მსხვილი დაჯგუფება და მათი სჯაბაასისა და განსჯის ადგილი”თბილისის ფორუმზეა” თემაში FC. Internazionale.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მათი გვერდ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”
http://www.facebook.com/inter.geმათი ერთ–ერთი შეკრება ლონდონის ჩელსისა და მილანის ინტერის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩის დროს, 2010 წლის 16 მარტს შედგა.
ბედნიერი ინტერისტები მატჩის შემდეგ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. 20 აპრილი 2010
ინტერი 3-1 ბარსელონა
თბილისი, “ივენთ ჰოლი”. “Inter Club Georgia”-ს მომდევნო შეკრება და დიდი სიხარული
ბარსელონას დამარცხების შემდეგ ფინალში გასული ინტერნაციონალეს მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იყო.
2010 წლის 22 მაისს ფინალური მატჩისათვის ქართველმა ინტერისტებმა ისევ ერთად შეკრება გადაწყვიტეს,შეკრების ადგილი ისევ თბილისის “ივენთ-ჰოლია”,ადგილი,რომელიც კარგად აქვთ დაცდილი შავ-ლურჯებს.ამჯერად ინტერისტები უფრო დიდი ძალებით იკრიბებიან და სრულ მობილიზებას აპირებენ,იტალიის მთელი ქართული ფანობა ერთად ირაზმება ბაიერნის წინააღმდეგ და შედეგად მატჩის დაწყებამდე ფილარმონიის წინ შეკრებილ ნერაძურელთა შემადგენლობას მრავლად უერთდებიან სხვადასხვა იტალიური გუნდების გულშემატკივრები.
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები მირზაანში შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ,ასე,რომ ივენთჰოლში ინტერსიტთა სიმრავლე აღინიშნებოდა.მხოლოდ რამოდენიმე მაგიდაზე იყვნენ გერმანული ფეხბურთის მიმდევრები.
თუმცა იყვნენ ბარსელონას ქომაგები,რომლებსაც მაინცდამაინც არ ამოყვაოდათ თვალში ინტერისტთა ტრიუმფი.
ტრიუმფი ვახსენე? დიახაც რომ ტრიუმფი,ინტერმა ხომ სეზონი სრული ტრიუმფით დაასრულა,მოიგო ყველაფერი,რისი მოგებაც შეიძლებოდა და დაიბრუნა თავისი კუთვნილი ადგილი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე. მსოფლიოს ისევ აუფრიალა შავ-ლურჯი ფერები.
ფინალის შედეგი ყველას კარგად მოგეხსენებათ,მილიტოს დუბლის,ინტერის ყველა ფეხბურთელის თავდადებისა და მთავარი მწრთვნელის გენიალური ტაქტიკის წყალობით გერმანელებს მხოლოდ შორიდან მოუხდათ ინტერის ლეგენდარული კაპიტნის, ხავიერ ძანეტის თავზე აღმართული ჩემპიონთა ლიგის თასისთვის თვალის დევნება. თასისათვის,რომელიც ჩვენმა გუნდმა დამსახურებულად აღმართა ნიშნად იმისა,რომ
Inter Campioni D’Europa!!!ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა გვეზეიმა,გაგვეხარა,ერთმანეთს მოვფერებოდით და დამარცხევული მეტოქე გუნდის გულშემატკივრები დაგვემშვიდებინა.
ფოტომასალის ბმული
ახლა კი სიხარულით და ბედნიერებით აღვსილნი ამაყად დავაბიჯებთ,იმიტომ,რომ ჩვენ ინტერნაციონალეს ქომაგები ვართ,ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვენ ვიცით,რომ ჩვენი გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში.
“ნერაძური” კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს მის ერთქგულქომაგს და შავ–ლურჯ პლანეტას.
2011 წლის 22 ნოემბერს, ინტერი ჩვენ მეზობელ სახელმწიფოს ქალაქ ტრაპიზონს ესტუმრა, ადგილობრივ “ტრაბზონსპორთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის გასამართავად. მატჩზე დასწრება რამოდენიმე ქართველმა მოახერხა.
* * *
ფორუმელების ვოიაჟი ტრაბზონშიფოტომასალაესეც ფარაონჩიკას მიერ მოყოლილი ჩვენი ამბავი
მოკლედ დათოს უნდა დაეწერა მარა მეც ჩემს მოსაყოლს დავწერ
მოკლედ გათენდა დილა 19 რიცხვისა შაბათი და მოუთმენლად ველოდებოდი დღის 2 საათზე რო გავსულვიყავი სააკაძეს მოედანტან სადაც შევხვდებოდი ვანოს(internazionale), დათოს ( aimo), ლევანის (revaza88var) ასევე ჩვენტან ერთად მოდიოდა ჩემი ძმა ეს ის ხალხი ვართ ვინც ვანოს მანქანით მივდიოდით ტრაბზონში იყვნენ კიდე ირაკლი(ika-084) და ზურა ( internazionale91tbilisi შემდგომში ჯუნიორა) ავტობუსით გადიოდნენ 19.00 საათზე.
როგორც გვჩვევია ქართველებს ყველამ ცოტა დავაგვიანეთ, ჯუნიორამ მოიტანა ოჯახის ღვინო სააკაძეზე და გაგვატანა მანქანით. 14.00ზე ვიყავით ადგილზე ყველა დათოს გარდა მაგრამ მანამდე იყო მოსაგვარებელი პატარა პატარა დეტალები და ამ ყველაფერს მოუნდით თითქმის საათ ნახევარი და 15.30 ოფიციალურად დაიწყო ათვლა ჩვენი მოგზაურობის. გზაში მიდიოდა მრავალ თემაზე საუბარი როგორც პოლიტიკაზე ასევე ინტერზე მაგრამ ყველაზე დიდი დრო დაუთმეთ ანეგდოტებს ვანოსა და ჩემი ძმის შესრულებით (სიმართლე ვთქვა არც ერთი არ დამამახსოვრდა რომ აქ დამეწერა ). ჩვეულებრივი გზა იყო კი გამდიოდა აზრები რო სულ მალე ჩემს საყვარელ გუნდს ვიხილავ და შესაძლებლობა თუ მექნება ვინმესთან სურათს გადავიღებდი (რა თქმა უნდა უპირველეს რიგში ჩვენი ხავიერასთან) მაგრამ აჟიოტაჟს ჩემში და პრინციპში არც სხვებში არ შემიმჩნევია სიმართლე ვთქვათ, ალბათ იმიტომ რომ ყველა ვერ ვსაზღვრავდით თუ რამხელა ოცნებას ვისრულებდით (ინტერის თამაში და ლიგის თამაში ერთდროულად). მივდიოდით ნელა გემოზე თანაც ირაკლის და ჯუნიორა ჯერ კიდევ თბილიში იყვნენ, ისე მოხდა რო არც ერთს არ გვქონდა ტურქეთში მოქმედი სიმ ბარათი, ძირითადად ვეკონტაქტებოდით საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს. იქნებოდა 21.30 როცა შევედით ბათუმში თანაც ინტერი ეთამაშებოდაკალიარის და მამიდაშვილის სახლის გასაღები მქონდა ცარიელი ბინის, შევედით ჩავრთეთ ტვ და ჯმჯ-ზე გადიოდა ინტერს თამაშის ტრანსლიაცია, ამ დროს მოხდა ჩვენი მარკეტში გასვლა და პირველი პურ-მარილი მაშინ მივირთვით, იმდენად სციოდა ბინაში რო არაფრის თავი არ გვქონდა. გვინდოდა რო დილით ადრე გავსულ ვიყავით საზღვარს ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა გვქონდა მაგრამ ბინაში ყინავდა და ისევ ვარჩიეთ გავსულვიყავით დაახლოებით 00.30ზე გავედიტ სარფისკენ. გალფის ბენზინ გასამართან ვიყიდეთ ლირა( კარგი კურსით მხოლოდ მე მოვუგე 60 ლირა რო გადამეხურდავებინა საზღვარზე). ერთი სახალისო მომენტი საქართველო დავტოვეთ 20 რიცხვში და თურქეთში შევედით 19 რიცხვში
ანუ 2 საათი ახლიდან ვიცხოვრეთ
მოკლედ ჩვენ უკვე თურქეთში ვართ და ამ დროს ველოდებით თუ როდის ირაკლის ვურეკავთ ად ვგებულობთ რო ისინიც მოვიდნენ ფაქტიურად სარფთან. მოკლედ გზაში პატარა უსიამოვნებაც შეგვემთხვა, ვიყავით სადღაც რიზესთან გვირაბში, ვანო რომელიც მთელი გზა თბილისიდან იყო საჭეზე მოდუნდა ( ამ დროს მე არ მძინავს უკან კიდე ყველას სძინავს, ვანო მეუბნებოდა მელაპარაკეო არ ჩამეძინოსო) და საჭე აიღო მარჯვნივ იმხელაზე რომ წინა ბორბალი ავიდა ბარდიურზე ამის დანხვისას წამის მეასადეში მე ავუღე რული მარცხვნივ ჩემა ერაქციამ ვერ უშველა და წინა საბურავი გასკდა, წინ ვერ მივდიოდით და შუა გვირაბშI გავაჩერეთ მანქანა მოგვინდა საბურავი გამოცვლა მაგრამ კლუჩი ვერ ვნახეთ, გამოვუძახეთ დახმარებას მოვიდნენ პოლიციელები და ვერ დაგვეხმარეს ან არ დაგვეხმარეს ცოტა თუ დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ტვინს ვჭამდით ბოლო ბოლო გაააჩერეს რამოდენიმე მანქანა მაგრამ მერსედესი კლუჩი არავის აღმოაჩნდა და ფაქტიურად იძულებულები ვიყავით მანქანა თითქმის 600 მეტრზე დისკზე გაგვეყვანა( ამ დროისთვის ყველას წაგვართვეს პასპორტები დამოურჩილობისათვის), ამ დროს უცებ ლევანი დათო და ჩემი ძმა აჩერებენ მერსედეს ქართული ნომრებით მოკლედ დალოცვილ ბიჭებს როგორც ვუთხარით ჩვენი პრობლემის შესახებ ეგრევე გადმოვიდნენ და თვითონ შეგვიცვალეს საბურავი(აღმოჩნდნენ ბათუმელები რომლებიც კონტრაბანდა გადაჰქონდათ სალიარკა (თურქეთში რო ნახოთ საწვავის ფასი ასე მწარედ არაც შეაგინებთ ჩვენს საწვავის მომწოდებლებს) ) ყველა იყო გათიშული მთვრალები ერთ-ერთი შეეცადა დაეხნა ჩვენი პასპორტები და ჯარიმას მაგრამ არ გამოუვიდა ვანოს გამოუწერეს 66 ლირა( 1 ლარი ღირს 0.91 ლირა) ჯარიმა იმისთვის რომ არ ჰქონდა კლუჩი(საინტერესოა სხვებს რატო არ დაუწერა ვისაც გააჩერა კაციშვილს არ ჰქონდა!!!) კი გვითხრეს თუ აქვე გადაიხდითო 50 ლირას არ დაგიწერთო მარა ვანომ დაიკიდა. ყველაზე სასაცილო ამაში ის არის რო პოლიციამ გააჩერა ზუსტად ის ავტობუსი სადაც იჯდნენ ჩვენი ირაკლი და ჯუნიორა
და ჩვენზე უფრო ადრე ჩავიდნენ ტრაბზონში, სადაც გველოდებოდნენ ფორუმში(დიდი სავაჭრო ცენტრი). ვალოდინეთ საათნახევარი, სიცივეში. იყო დილის 5 საათი თურქეთის დროით და შევეცადეთ 7 კაცი მანქანაში ჩავჯდომილიყავით მარა ეგეც არ გვაცადეს.
იყო მომენტი სადაც მე ლევანი ირაკლი და ვანო წავედით აეროპორტში და დიდ ხანს არკვევდნენ თუ როდის ჩამოვა ინტერის ტრაბზონში, დანარჩენებს დათოს ჩემს ძმას ჯუნიოს ეგონათ რო დაგვიჭირეს ან რამე უბედურება მოგვივიდა))) დავიწყეთ სასტუმროს ძებნა, რომლებიც მოგვწონდა ისინი ძვირი ღირდა ან კიდე სხვა მიზეზების გამო ვიწუნებდით, ბოლო ბოლო არჩევანი გავაჩერეთ t.s. otel-ზე რომელიც ცენტრში მდებარეობდა:
20დოლარი კაცი ერთ დღეში.
მოგვინდა ჭამა მარა ისეთი საშინელი საჭმელები აქვთ ამ თურქებს რო 3 დღე მშივრები ვიყავით! არც შაურმა უვარგათ და არც არაფერი! თუმცა რარაც რაღაცეები ვიყიდეთ მარკეტში და პირველი პურ-მარილიც აღინიშნა თურქეთში
ნელ-ნელა დავიწყეთ მომზადება გუნდის დასახვედრათ ( სასტუმროს ადმინისტრატორს ვთვოვეთ გაეგო რომელ საათზე ჩამოდის გუნდი და გაგვიგო ჩამოდიოდნენ 20.00 მათი დროით) მე და ვანომ წავედით ბაზრობებზე გვინდოდა გვეყიდა პულივიზატორები,ნაჭერები და რაც საჭირო იყო დიდი სიარულის მერე ვიყიდეთ (ფაქტიურად ტყუილად დავხარჯეთ ეს ფული ქვემოთ გაიგებთ თუ რატო) ამოვიტანეთ ოთახში და დაიწყო მომზადების პროცესი. აი რაც გამოგვივიდა
გახალისების მიზნიტ ჩემმა ძმამ და დათომ პატარა შეჯიბრიც მოაწყეს, გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვა დათომ
რაც ახლოვდებოდა დრო მით გული მიჩქარდებოდა მაგრამ სრულად მაინც არ მჯეროდა სავით რო რამოდენიმე საათში ვნახავ ჩემს საყავრელს ინტერს, ხავიერ ძანეტის, ესტებან კამბიასოს და სხვებს, აეროპორტში მოსვლისას უკვე ვნახეთ თურქები რომელიც დახვდნენ ინტერს(ვიდეო დადო აიმომ
http://www.youtube.com/watch?v=JZy3j4nL7zU უფრო სრული ვიდეო)
მოკლედ როგორც ვნახე ინტერისგერბი ავტობუსზე
გაზეთში აღმოჩნდა ეს სურათი ( ვიდეო კარგად ჩანს თუ რა მომენტში გადაგვიღეს) უნდა ითქვას რო ამ დროისთვის პოლიცია იყო და ძალიან დადებითად მოგვექცნენ არანაირი ინციდენტი არ ყოფილა პირიქით მოდიოდნენ თურქები და ჩვენთან სურათებს ირებდნენ (თავიდან ვეგონეთ იტალიელები თუმცა მერე რო გაიგეს რო ქართველები ვართ ნაკადმა მოიმატა მეტმა მოისურვა სურათის გადაღება) სურათზე წერია ზევიტ რო ინტერის დახვედრა მოუწყოოო საქართველოდან ჩამოსულმა პატარა ინტერის გულშემატკივრების ჯგუფმაო
აი ამ მომენტში დავიჯერე უკვე რო ვნახავ და ჩემი ბავშობის კი არა უკვე ზრდასრულობის ოცნებას ვისრულებდი, და აი გამოდის როგორც ჩვევია ხოლმე ხავიერი და ერთბაშათ ემოციები ერთბაშად დაბნეულობამ დამძლია არ ვიცი რა ვთქნა ვაჭერ ამ აპარატს და უბრალოდ იღებს სურათებს ასე მგონია უცხო პლანეტზე ან საერთოდ სიზმარში მოვხვდი (თუმცა ჯერ სად ვარ!!!)
მე აქეთ ვუღებდი სურათებს ფეხბურთელებს ვანო ირაკლი და დათო გამოვიდნენ "დადაედევნენ" ძანეტის, ვანოს ღვირილი " პუპი ტი ამო" კარგად ისმის ვიდეოზეც
ძანეტის რეაქცია კიდე ეს იყო
ამის მერე გავწევით ესკორტს სასტუმრომდე გვოქნდა იმედი რო მიგვიშვებდნენ ახლოს მარა არ მიგვიშვეს და სანამ პარკინგი ვიპოვეთ გუნდი შიგნიტ შევიდა, სასტუმროს შესასვლელტან გაიჩიტა პერსონალი ინტერის რომელმაც გვიტხრა თუ რომელ საათზე იქნება გუნდი სტადიონზე. ამის მერე 10-15 წუთი ვიდექით ვიყურებოდით4 სართულისკენ და ვფიქრობდი აი ამ სართულზეა ინტერიო
ამ დროისთვის კუთხეში აღმოვაჩინე მარკო ბრანკა და მივედი სურათი გადაღება ვსთხოვე:
* * *
ცოტა დაშორებით გაიჩიტა ერნესტო პაოლილო:
მეორე დრეს ვანომ და მე მოვინდომეთ მაგარი დროში გაკეთება რისთვის გავედით ისევ ბაზარში და დავიწყეთ ფერადი ნაჭრების მაღაზიის ძებნა , მოვძებნეთ და შევაკერინეთ. მკერავებთან ასვლამდე იყო სტენდივით:
სადაც ვათვალიერებდი და მიხვდნენ რო ინტერის ფანი ვარ, მკითხეს საიდან ვარ და რო ვუპასუხე საქართველოდან შემომთავაზეს ჩაი ამ ხალხმა მიცნეს გაზეთიდან და მაჩუქეს კიდევაც ეგ ნომერი
კერვა მორჩა და ეხლა ვფიქრობთ როგორი დიზაინიტ დავაწეროტ და როგორ დავატიოთ ასოები დროშაზე
მოკლედ ყველაფერი მზად გვაქვს და მივდივართ სტადიონზე სადაც უნდა გაიმართოს ვარჯიში(მანამდე მივედიტ სასტუმროში სადაც დაბანაკდა ინტერი და მანდ გვითხრეს რო წავიდა გუნდიო სტადიონზეო რაც ტყუილი აღმოჩნდა და გუნდს პირიქით იქეთ ველოდეთ სტადიონზე), სტადიონთან(იქვე არი კაფე სადაც ტრაბზონის ფანები ზიან და გაუკვირდათ რო ასე თამამად გავშალეთ დროშა) გავშალეთ ჩვენი დროშა:
ბოლო სურათზე რაც არი ამის ხელში დავხვდიტ ძანეტის და რანიერის (ცალკე მოვიდნენ პრეს-კონფერენციისთვის) მანამდე ვჩალიჩობდით ვარჯიშზე შევლას იტალიურ მხარესაც ველაპარაკეთ რო დაერთო ნება ავუხსენი საქართველოდან ჩამოვედით მაგრამ უარი გვიტხრეს მაინც
ასე მოხდა ჩვენი დროშის პრეზენტაცია თურქეთში. აქაც ანალოგიური მოდიოდნენ და ჩვენთან იღებდნენ სურათებს ვეუბნებოდით ქართველები რო ვართ და ეგრევე შოთა აჩი))) ერთმა გამოსირებUლმა თურქმა შეეცადა დროში წართმევასავით ( ამ დროისთვის ჩემა ძმამ პალაჟენია დააყენა და დაეძმაკაცა თურქებს) და ეგრევე ჩემის ძმის "ძმაკაცებმა შეაჩერეს" ქართველები არისნო შეეშვიო!
ბედი მორატისთან სურათი (მორატის დასთან) შორიდან ვანიშნე სურათი თუ შეიძლებაო და ამ ქალმა 50 მეტრი გამოირბინა ჩემსკენ, პირველი სურათი არ გამოგვივიდა უფრო სწორედ არ მომეწონა და ეს წასული იყო მარა ისევ რო ვთხოვე მაინც მოირბინა და გადაიღო სურათი ჩემთან
ვარჯიშის მერე გამოვიდა რობერტო სკარპინი (ამ დროს გადაიღეს ის სურათები რომელბიც დევს ინტერის ოფიციალურ საიტზე) მოვიდა ახლოს ოპერატორი გამოვესაუბრეთ ცოტა იტალიურად ცოტა ინგლისურად და გვითხრა დაიცადეთ ეხლავე მოვალო და მოიყვანა რობერტო სკარპინი:
ეს ინტერვიუს ვაძლევ იტალიურად (ამ მომენტში იტალიური კი არა ქართულიც კი არა მეგრულიც დამავიწყდა!!!
რობერტოს ვტხოვეთ შეუძLია თუ არა გაგვიჩალიჩოს შეხვედრა პუპისთან და გვიტხრა ვერაო, თუმცა დაიყვირეთო და უეჭველი მოვაო! და ჩვენც დავიყვირეთ როცა პუპი გამოდიოდა აგერ შედეგიც!!!
ვანომ წერილი გადასცა, და რამდენი ვიყავით და ვერავინ ვერ ამოიღო ხმა რო რამე ეთქვა იმდენად გავიტიშეთ ყველანი. ბოლოს უნდა მეთხოვა მეტქი ჩვენც დროშათან სურათის გადაღება მაგრამ ენა ამებნა და კაპიტანიც წავიდა ავტობუსისაკენ!
მერე მოგვივიდა ის რაც მოგვივია! მოკლედ დავედევნეთ ესკორტს დროშა გადმოვყავით გარეთ ლუქი გავხსენით და გამოვყავი თავი (ტიაგო მოტა იმენა გამო###ვდ
) კუჩ
მიმაგრებული სურათი