შეგახსენებთ რომ ერთი წლის წინ ფერნანდო ტორესი "ჩელსიში" "ლივერპულიდან" გადავიდა. ამ დროს იგი ძალიან ცუდ ფორმაში იყო, მაგრამ საქმე იმან გაართულა რომ სადებიუტო თამაში "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწია, რამაც რა თქმა უდნა უარყოფითად იმოქმედა ესპანელზე.
ყოველი მომდევნო თამაში იმ იმედით იწყებოდა რომ ტორესის კარგი თამაში სულ ახლოს იყო, მაგრამ ისე მოხდა რომ პირველი სეზონი ტორესს საერთოდ ჩაუვარდა.
ამ სეზონში ტორესს ვერ გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ იმასაც ვერავინ იტყვის რომ ცუდად თამაშობს, ყოფილა არაერთი მომენტი როდესაც ტორესს გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდია, მაგრამ უფრო კარგ სიტუაციაში მყოფ "ჩელსის" ფეხბურთელისთვის მიუცია პასი. საერთოდ კი ფერნანდო ტორესი ამ სეზონში მხოლოდ ხუან მატას ჩამორჩება საგოლე გადაცემებში.
საგოლე გადაცემის გარდა შესამჩნევია ის რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტორესი ბურთს აკონტროლებს და შემდეგ კარგ პასს აკეთებს, რაც დადებითად მოქმედებს "ჩელსიზე". ასევე შესამჩნევია ის ფაქტიც რომ პიტერ ჩეხის თითქმის ყოველ დარტყმულ ბურთს ტორესი მკერდით აჩერებს და გააზრებულად იწყებს შეტევას.
ბევრი "ჩელსის" გულშემატკივარი იძახის რომ ტორესს მხოლოდ გოლი ევალება და არა საგოლე გადაცემები, მაგრამ თუ გუნდს დაეხმარება განა საგოლე გადაცემები გოლზე ნაკლებია?!, ის თუ არა სხვა გაიტანს.
ყველაზე სასიხარულო ისაა რომ სწორედ ასე ფიქრობს ვილაშ ბაოში და ტორესს გუნდურ თამაშს უწონებს.
დიდიე დროგბა მართლაც ლეგენდაა, იგი "ჩელსის" და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ტორესზე დიდი ადგილს დაიკავებს, ისევე როგორც ყველა "ჩელსის" გულშემატკივრის გულში. მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ ტორესი დროგბაზე მეტად ცდილობს, ეხმარება გუნდს დაცვაში და იმაზე გაცილებით ბევრს მოძრაობს, ვიდრე ამას დროგბა აკეთებს. შესამჩნევია რომ "ჩელსი" უფრო დალაგებულად მაშინ თამაშობს, როდესაც მოედანზე ტორესია.
შესაძლოა ყველაზე კარგი გამოსავალი ტორესის ვინგერად გადაწევა, დროგბას ფორვარდად დაყენება და ხუან მატას გამთამაშებლის პოზიციაზე დადგომა იყოს, მაგრამ ასეთი რამ ჯერ ბაოშს არ უცდია.
არც ის დროა შორს რომ ტორესი გოლებსაც გაიტანს, რადგან გუნდელებისგან და მწვრთნელისგან უდიდესი მხარდაჭერა აქვს. თუ თვალს ადევნებთ "ჩელსის" ვარჯიშების ვიდეოჩანაწერს, მიხვდებით რომ შარშანდელისგან განსხვავებით ახლა ტორესი ნამდვილი "არისტოკრატია". სწორედ ეს იყო პრობლემა, იგი უცხო გარემოში გრძნობდა თავს, რაც თვითონაც განუცხადა "ჩელსი ტვ"-ის ჟურნალისტს და ახლა მხარდაჭეისთვის ფეხბურთელებს და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
ამით რისი თქმა მიდნა: "ყველაფერს აქვს ორი მხარე, არც ის დროა შორს რომ ამ ამბავს ორივე მხარე კარგი ექნება. გეტყვით რომ იმას უყურეთ რაც მართლაც ხდება და მხოლოდ იმიტომ ნუ უყურებთ მის თამაშს რომ შემდეგ გააკრიტიკოთ."
დროგბაზე არ ვეთანხმები მარტო,
შეიძლება ტორესის ვინგერად გადაწევა,
ჩეხი
ივა=====ტერი===კეჰილი===კოული
==ესიენი===
ლამპარდი========რამირესი
ტორრესი ========დროგბა======მატა
ან მატა შუაში და ტორესი დროგბას დუეტი