მოკლედ ქართული საიტიდან არაფერი არ უნდა დადო
* * *
როგორც მოგეხსხენებათ ”ევერტონი” იმ ქალაქის გუნდია , რომლის სახელობის კლუბშიც ფერნანდომ 3 არაჩვეულებრივი სეზონი გაატარა. ”ევერტონის” ფანები ყველაზე მეტად სწორედ ტორესს ვერ იტანენ , ამიტომ იგი ემზადება ფსიქოლოგიური წნეხისთვის.
ტორესს სჯერა , რომ დღეს გაუტანს მერსისაიდულ კლუბს და გაიუმჯობესებს სტატისტიკას ”ვერტონთან” . ტორესს ”ევერტონთან” 9 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა და 6 გოლი აქვს გატანილი.
ფერნანდომ განაცხადა:”ძალიან რთულია ლივერპულში ჩასვლა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ”ლივერპულთან” სამჯერ ვითამაშე ”ჩელსის” რიგებში და ”ენფილდზე” არცერთხელ არ ჩავსულვარ, ახლაც არ მომიწევს ”ენფილდის” მონახულება მაგრამ ”გუდისონ პარკი” ძალიან ახლოსაა ”ლივერპულის” საშინაო არენასთან . მომიწევს გავუმკლავდე ქალაქში დახვედრილ ”ლივერპულის” გულშემატკივრებს , ძნელია ,რადგან ამ გუნდს მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე გულშემატკივარი ჰყვას , მაგრამ ჩემს მიმართ ძალიან მკაცრები აღმოჩდნენ , ჩემი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ესაა. დღეს უნდა დავამტკიცო , რომ კიდევ არსებობს რაღაც დარჩენილი ძველი ფერნანდოსგან.
”გუდისონ პარკზე” ძალიან კარგი სათამაშო ატმოსფეროა , ამ ქალაქში ფეხბურთი რელიგიამდე ყავთ აყვანილი , ხშირად ისმის გამონათქვამები ”Football is everything , wife , home and even religion" (ფეხბურთი ყველაფერია: ცოლი , სახლი და რელიგიაც კი). ძალიან გაჭირდება ჩვენთვის თამაში , მაგრამ 3 ქულისთვის მივდივართ და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მოვიპოვებთ.
ექსპერტების აზრით ტორესში არის კიდევ , იმის ნარჩენი რაც ადრე ჰქონდა , გავიხსენოთ მისი ჩაწოდება , რომელიც ხუან მატამ ულამაზესი გოლით დაასრულა. ფერნანდო ბურთს აკონტროლებს , ხშირად ჩადის მცველების დასახმარებლად , მაგრამ ამდენი ფსიქოლოგიური დატვირთვის გამო საკუთარ თავში რწმენა დაკარგა და თავის თავზე თამაშს ვეღარ იღებს , ხშირად აკეთებს საგოლე პასებს გოლი კი პრაქტიკულად არ გააქვს.
დაველოდოთ დღევანდელ შეხვედრას , ამ ქალაქში ხომ მას ყველაზე ბევრი გოლი აქვს გატანილი , იმედი ვიქონიოთ რომ კიდევ მიამატებს.
===========================================================================================================
როგორც ვიცით , როცა რომეუ ”ჩელსიში” გადმოდიოდა ”ბარსენოლელებმა” კონტრაქტში ერთი პატარა დეტალი ჩაამატეს, რომელსაც ”პირველი ღამე” ერქვა. ”ბლაუგრანას” თუ მოუნდებოდა რომეუს კამპ ნოუზე დაბრუნება , მაშინ ამას მოახერხებდნენ სხვადასხვა ფასად : 2012 წლის ზაფხულში - 10 მილიონად , 2013 წელს 15-ად და 2014 წელს 20 ად. თუ ”ბარსელონა” 2014 წლამდე რომეუს არ წაიყვანს მაშინ კონტრაქტის სრულუფლებიანი მფლობელი ლონდონური კლუბი გახდება.
იყო ხმები რომ ”ბარსა” ამ ზაფხულშივე დაიბრუნებდა რომეუს ,მაგრამ გუშინ ” ბლაუგრანას” სპორტულმა დირექტორმა - ანდონ სუბისარეტამ განაცხადა , რომ რომეუს დაბრუნება ჯერ-ჯერობით ”]არსას” გეგმებში არ შედის.
==============================================================
დორტმუნდის ”ბორუსიის” თვდამსხმელმა , რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ აგენტს განუცხადა , რომ მას უნდა ინგლისში თამაში , ამისთვის საუკეთესო ვარიანტები კი : ” ჩელსი” და ”მანჩესტერ იუნაიტედია” .
ლევანდოვსკის აგენტმა განაცხადა :”რობერტი მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ კლუბში გადმოვა , თუ არა და სხვა ვარიანტების განხილვა მოგვიწევს . დღესდღეობით მე განვიხილავ შემოთავაზებებს გერმანიიდან , ინგლისიდან და ესპანეთიდან. ლევანდოვსკი ნებისმიერ კლუბში და ნებისმიერ ჩემპიონატში კარგად ითამაშებს. პრობლემა მხოლოდ ფულია , ”ბორუსია” მას იაფად არ გაყიდის.
ლევანდოვსკი ”ბორუსიაში” 2010 წლიდანაა ჩაატარა 53 მატცი და გაიტანა 22 გოლი , 23წლის ფორვარდი პოლონეთის ნაკრებშიც კარგად თამაშობს - 40 მატჩში 13 გოლი.
ფორვარდის ფასია: 15 მილიონი ევრო