ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე "ქუინზ პარკთან" მატჩის 78-ე წუთზე "ჩელსის" 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა რამირესმა მუხლის მყესები დაიჭიმა.
BBC-ის ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს მთელი თვით მოუწევს დასვენება. დიაგნოზის დასაზუსტებლად მას სამედიცინო შემოწმების გავლა კიდევ ერთხელ მოუწევს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მუხლი იმდენად სტკიოდა, რომ კიდევ უფრო ცუდის მოლოდინი ჰქონდა.
''თავიდან ვიგრძენი ჯოჯოხეთური ტკივილი და მეგონა, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო. თუმცა საბედნიეროდ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მუხლში მხოლოდ დაზიანება მქონდა და არ იყო მოტეხილობა''.-განაცხადა რამირესმა.
''ხვალ მე ვაპირებ საფუძვლიანი გამოკვლევა ჩავიტარო. იმედი მაქვს და მჯერა, რომ სერიოზული არაფერი იქნება''.-განაცხადა ბრაზილიელმა, რომელსაც უქმად ყოფნა მოუწევს მინიმუმ 4 კვირა.
====================================================================================================================================================
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში აცხადებს რომ მისი გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი არის ერთ ერთი უდიდესი მცველი და ყველაზე წარმატებული კაპიტანი ფეხბურთის ისტორიაში.
"ტერი არის ყევლაზე წარმატებული კაპიტანი, ის ნამდვილი ლიდერია. მან მოიგო 3-ჯერ პრემიერ ლიგა, 4-ჯერ "ფა თასი" და ჩატარებული აქვს 515 ოფიციალური თამაში. მისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველებთან ერთად ჩაიწერება".
31 წლის ჯონ ტერი "ჩელსის" ნამდვილი ლიდერია, იგი გუნდის კაპიტანი გახლავთ, ასევე არის ეროვნული, ინგლისის ნაკრების კაპიტანიც. ბოლო დროს ზოგიერთი ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს იმას, დარჩება თუ არა იგი ნაკრების კაპიტნად.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მას "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველი ანტონ ფერდინანდი ადანაშაულებს რასისტულ შეურაწყოაფში.
ამის მიუხედავად ბაოში აცხადებს, რომ ტერი კვლავ დარჩება ნაკრების კაპიტნად, ის თვლის რომ ინგლისის ნაკრები ტერისნაირ კაპიტანს ვერსად მოძებნის და არგუმენტად გასული მსოფლიო ჩემპიონატი მოყავს, სადაც ტერი არ კაპიტნობდა გუნდს.
"ეს არის ადამიანი რომელიც იმსახურებს დიდი პატივისცემას, მე პირადად მას ყოველთვის მოვიაზრებ როგორც საუკეთესო მცველს და საუკეთესო მეგობარს. ვერ წარმომიდგენია ტერიმ რომელიმე ფეხბურთელს განზრახ შეურაწყოფა მიაყენოს, ის ხომ ყოველი თამაშის ბოლოს გულთბილად ემშვიდობება მოწინააღმდეგეს".
"მას წინა მატჩში "ქპრ"-ს წინააღმდეგ გულშემატკივარი უსტვენდა, მაგრამ მე მათ ვურჩევ თავი შეიკავონ, ნათლად ჩანს რომ ამით ისინი ტერის ვერაფერს დააკლებენ, რადგან იგივე ხდებდოა "ტოტენჰემთან" მატჩშიც, მაგრამ ტერის არცერთგან ყურადღებაც არ მიუქცევია მათთვის".
კიდევ კარგი მიხვდა
მიმაგრებული სურათი