აი ვფიქრობ და ვინ უნდა ვიყიდოთ რომ ბარსა, რეალს დავუდგეთ ლიგის მოსაგებად. ვერ ვხვდები...
ამ გუნდში ერთადერთ მინუსად რასაც ვხედავ არის მომენტების რეალიზაცია.
დაცვა საკაიფოა, (ნუ იმ ვარიანტით რომ კასერესი მარცხენა ფლანგს ამოავსებს და ლიხტის ნახევარი მაინც იქნება) ნახევარდაცვაც საკაიფო. ნუ ვთქვათ აზარი დავითრიოთ, ან ეგეთი სტილის ვინმე პირლოს შეცვლა ოღონდ უფრო წინ აწეული. 1-2 წელიწადში უკვე ლუკაც წამოგვეზრდება.
თავდასხმა ნორმა, მაგრამ აი ტრეზესნაირი გვინდა ვინმე ნახევარმომენტი-გოლის კაცი, ეს გვაკლია პრინციპში მხოლოდ. და ვინ გვეგულება ეგეთი მარკეტზე?
იქ გაიჟღერა ვითომ იგუაინიო. ბაზარი არაა კარგი ბიჭია, მაგრამ რეალიზაციაში მოიკოჭლებს ეგაც სერიოზულად. მატრი 2 იქნება ჩემი აზრით უბრალოდ. მომენტებს შექმნის, პასზეც ითამაშებს, ზონებსაც გახსნის, მაგრამ რეალიზაცია ისევ ისეთი იქნება. ფაქტიურად არაა არჩევანი რა...
თუ ეს არ გამოვიდა მაშინ შუსტრი და ტექნიკური თავდამსხმელი გვინდა მეორე. წიპა აგერო, მესი

არც ეგეთია არავინ, ერთი ნეიმარიო, და ვეჭვობ ბარსა-რეალს ვინმე შეეცილოს ზაფხულში.
მოკლედ აზრზე არ ვარ, თქვენ რას ფიქრობთ? ოღონდ სრული სერიოზულობით, ტოპ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ. წელს რომ ყველას ვდღნამთ სერია A-ში ყველამ ვიცით