“ლივერპულის” 23 წლის ფორვარდი ენდი კეროლი ამბობს, რომ საკუთარი ფორმით ბედნიერია და გვპირდება, რომ სულ მალე კვლავ ძველი ენდრიუ დაბრუნდება.
“წითლების” ცხრიანი ბოლო მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ კარგად გამოიყურებოდა, ის ჩართული ორივე გოლში იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი იდეალური გადაცემა თავით, რომელიც კიუტმა გოლად აქცია:
- “ვფიქრობ, რომ ძველი ფორმის დაბრუნების გზაზე ვარ. ყველამ იცის, თუ როგორ უნდა მოვერგო თამაშს. თითოეული ადამიანი მეხმარებოდა იმაში, რომ ჩემს გზაზე დავმდგარიყავი. მინდა მიმდინარე ფორმა შევინარჩუნო და კიდევ უფრო დავიხვეწო.
“ლივერპულში” გადასვლას არ ვნანობ, ეს არის კლუბი, რომელთანაც კონტრაქტი მაკავშირებს და ადგილი, რომელიც მიყვარს. ბიჭები მეხმარებოდნენ ყველაფერში, ასე რომ დამოუკიდებელი ნაბიჯი არ გადამიდგავს, კლუბი ჩემდამი დიდებულია.
ვალდებული ვარ, ჩემში გადახდილი თანხა გავამართლო. არ იფიქროთ, რომ კენი დალგლიშის გუნდში მხოლოდ კონტრაქტის გამო ვთამაშობ. “ლივერპული” და მისი გულშემატკივრები გულით მიყვარს. აქედან აბარგების მიზეზს ვერ ვხედავ.
ჩვენ ჩავატარეთ ორი საუკეთესო მატჩი და ამის გამეორებას ვგეგმავთ ხვალ “ვულვზთან” და შემდეგ კვირას “ტოტენჰემთან”. ეს თამაში იმითაა გამორჩეული, რომ რევანში გვაქვს ასაღები და სუარესი გვიბრუნდება” – ციტირებს ენდის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ოფიციალურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ იყო საუკეთესო “მანჩესტერთან”. ხმათა 35%-ით გამარჯვებული ენდი კეროლი გახდა.მიდი ენდი მიაწექი ბრატ
კაროჩე ეს მალე ისეთი ფეხბურთელი დადგება რო მანდ მესის კარგიც #####ან რა
მიმაგრებული სურათი