აღარ ვაპირებდი დაპოსტვას, 5 000 პოსტამდე დავამრგვალე და 23 მარტის მერე აღარ მქონია დაპოსტილი, მარა გადავავლე ახლა ამ თემას თვალი და სულმა წამძლია
ჯერ ერთი, სანამ რაულის და ვილას შედარებას დავიწყებთ, გავიხსენოთ რომ რაულის საუკეთესო პერიოდი კარიერაში (ოფიციალურად მაინც) იყო 1995-2003 წლებში. ამ პერიოდში, ზედიზედ 8-ჯერ შედიოდა ოქროს ბურთის (Balon d'or) ნომინანტებში. ნუ ხან II ადგილზე გავიდა, ხან V-ზე, ხან VII-ზე, ხან IX-ზე, ხან XVII_ზე, მარა ზედიზედ 8 წელი შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებში (2003-ის მერე არც ერთხელ აღარ შესულა, თუმცა "ფიფას წლის ფეხბურთელის" ნომინატებში შევიდა მაგის შემდეგ 2-ჯერ). ანუ, ვინც რაულზე კამათობთ, თქვენს უმრავლესობას მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი არც გაქვთ ნანახი და ისე ადარებთ სხვა ფეხბურთელებს და კამათობთ მასზე.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ შEდარებას საფეხბურთო კომპონენტების ხმრივ:
1) სიზუსტე - რაულს უკეთესი აქვს (სტატისტიკაც დაიდო ადრე ბარსას თემაში, 2000 წლიდან მოყოლებული ვის ჰქონდა უფრო მაღალი მომენტების გამოყენების პროცენტი და რაულს ვილაზე მაღალი ჰქონდა + მე პირადად ვილას გაფუჭებული ბევრად მეტი ხელსაყრელი საგოლე მომენტი მახსოვს, ვიდრე რაულის)
2) დარტყმის ტექნიკა - ჩემი აზრით რაულს ეს ვილაზე კი არა, მინიმუმ ბოლო 15 წელი ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ნებისმიერზე უკეთესი ჰქონდა, ნისტელროის ჩათვლით. ტიპს ფეხის ნებისმიერი წერტილით (წვერით, ქუსლით, ტერფის ზედა ნაწილით, ქვედა ნაწილით) შეეძლო ერთი შეხებით ბურთის ზუსტად დარტყმა. ხოლო პარაშუტები და მსგავსი დარტყმები, ბევრისთვის ტექნიკის დემონსტრირების საშუალება რომაა, რაულისთვის არაფრით გამორცეული, ჩვეულებრივი დარტყმა იყო. (ერთი მაკრატელა დარტყმებს არ ასრულებდა)
3) გადმოვარდნილი/ასხლეტილი/მეკარის მოგერიებულ ბურთებზე (დასწრებაზე) თამაში, ინძაგის მერე ყველაზე უკეთ რაულს შეეძლო "თელ სოფლიოში" მინიმუმ ბოლო 15 წლის განმავლობაში.
4) თავით თამაში. ძალიან კარგი და ზუსტი დარტყმა აქვს რაულს ტავით + პოზიციის შერჩევაც ეხერხება. ერთი ეგაა, ფიზიკური მონაცემების გამო, თანაბარ პოზიციურ სიტუაციაში ტანმაღალ მცველებთან ხანდახან უჭირს ამ კომპონენტში, მაგრამ პოზიციის კარგი შერჩევის უნარის ხარჯზე ხშირად აბათილებს მცველების ფიზიკურ მონაცემებს. საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი + ლამაზი ბურთი აქვს რაულს ტავით გატანილი, გინდა ბარსასთვის, გინდა ბაიერნისთვის და ნებისმიერი დონის გუნდისთვის. აი, მაგის ბოლო თავური, წინა თამაშში გაიტანა, მშვენიერი დარტყმით-
და სიმაღლით არც ვილა გამოირცევა (დაჟე რაულზე პატარაა, რაული უფრო დიდია
) და საერთო ჯამში ამ კომპონენტშიც ჯობნის გონსალესი.
5) სისწრაფე - ამ მხრივ ვილა ჯობნის, მარა რაულს სისწრაფეში ცნობილი ფორვარდებიდან ვილა კი არა, ფორვარდების 80-90% ჯობნის და ტავის მხრივ არც ვილაა მაინცდა მაინც რეაქტიული. უბრალოდ სწრაფი ფეხბურთელია.
6) დრიბლინგი - ნუ ვინაიდან უფრო სწრაფია, დრიბლინგიც ცოტა უკეტესი აქვს ვილას, მარა არც ვილა გამოირცევა ზოგადად დრიბლინგით და არც რაული.
7) ფინტი - არც ერთის მთავარი კოზირი არაა ფინტი, თუმცა მეტ-ნაკლებდა ორივერს ეხერხება, ხე არც ერთი არაა და არც დიდი მოფინტავე. ჩემი აზრით დაახლოებით თანაბრად არიან ამ კომპონენტში.
8) პასი - ნამდვილად რაულს უკეთესი აქვს, მაგის გამო აყენებენ კიდეც ხშირად პლეიმეიკერად.
9) მოედნის ხედვა - ამაშიც ცალსახაა რომ რაული სჯობს.
10) მნიშვნელოვან თამაშებში/ძლიერ მეტოქეებთან მომენტების გამოყენება - ამაში რაული ერთ-ერთი საუკეთესოა. ვილაც ძლიერია, მარა მე პირადად რაულს მივანიჭებდი უფრო უპირატესობას. ნუ ვისაც უნდა ჯანდაბას, თანაბარ დონეზე დააყენონ ამ კომპონენტში.
11) სტანდარტების გამოყენება - როცა შანსი ეძლეოდა, რაულიც იყენებდა, პროსტა როცა ზიდანის, კარლოსის, ბექჰემის, ფიგუს გვერდით თამაშობ, ჟუნინიო უნდა იყო რომ სტანდარტები შეგასრულებინონ
. ვილას ბევრად მეტი სტანდარტი აქვს შესრულებული და გამოყენებული (თუმცა ზიდანებთან და კარლოსებთან არ უწევდა ერთ გუნდში თამაში), ამიტომაც ვილას ენიჭერბა ამ მხრივ უპირატესობა.
12) კლასი - ძნელია ზუსტად განსაზღვრო, კლასში რა იგულისხმება კონკრეტულად, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ფაქტია რომ რაული უმაღლესი კლასია, ვილაზე დიდი. ტიპმა იდეალურად იცის, როდის უნდა გაატაროს ბურთი, ანდა მე არ მახსოვს ოდესმე რაულს ეღორა და თავისზე ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფი გუნდელისთვის ბურთი არ გადაეწოდებინა. ასევე არ მახსოვს რომ რაულს არასწორად შეეფასებინოს მოედანზე სიტუაცია და მაგის არასწორი გადაწყვეტილების გამო შეტევა შეეფერხებულიყო.
და ბოლოს, არაორდინალური გადაწყვეტყილებები და ლამაზი მომენტები. ვალენსიასთან, ლიგის ფინალში, მცველს რაც გაუკეთა გოლზე, არა მგონია მაგის გაკეთება ბევრს საერთოდ თავში მოსვლოდა, არა თუ შეესრულებინა.
კიდე, ყველა ერთხმად რომ იძახით, ვილა უფრო შედეგიანიაო... ჯერ ერთი კარიერაში გატანილი გოლები რომ დავაჯამოთ, რაულს 406 აქვს გატანილი (ოლიმპიური თანაშების გამოკლებით), (რეალში + შალკეში + ნაკრებში), ხოლო დავიდ ვილას (სპორტინგ ხიხონი B + სპორტინგ ხიხონი + სარაგოსა + ვალენსია + ბარსელონა + ნაკრები) - 315 თუ 316. ანუ 80-81 გოლით მეტი აქვს რაულს გატანილი და ნაღDად არ ,მგონია კარიერის ბოლოს ვილამ გადაასწროს. ერთი ნაკრებში აქვს ვილას რაოდენობრივად მეტი გოლი გატანილი. ხოლო პროცენტტულ მაჩვენებელს რაც შეხეება ( გოლი/თამაშთან), საერთო ჯამში ვილას ცოტა მაღალი აქვს, მაგრამ ზოგიერთ ტურნირზე, მაგალითად ევროტურნირებზე და კოპა დელ რეიზე რაული ჯობნის და უკეთესი რპოცენტული მაჩVენები აქვს მანდ გოლების.
ჩემი აზრით რაული, თავისი პერიოდის (ბოლო 17 წლის) საუკეთესო 10 ფეხბურთელში (მინიმუმ 15-ეულში) შედის. (ნუ ნეიმარები რომ არ ჩვათვალოთ, რომლებიც კაცმა არ იცის მომავალში რა გამოვლენ და ვან ბასტენები, რომლებმა რაულის კარიერის პირველ წლებში ლურსმანზე დაკიდეს უკვე ბუცები და მის ეპოქას არც მიეკუთვნებიან, თუმცა ბაჯოები და ბატისტუტები ითვლებიან).
რაულს ჯობდნენ (ჯობიან): ზიდანი, მესი, რონალდო, რონალდუ, ალბათ ფიგუც + კაკა და რონალდინიო (მიუხედავად იმისა რომ ბევრად მცირე ხანი ითამაშეს ამათმა დიდი ფეხბურთი, ვიდრე რაულმა) და შეიძლება ბაჯო და რივალდო. ამათ შემდეგ ნამდვილად შეიძლება რაულის დაყენება. ნუ მილანის ფანებს შეიძლება შევჩენკო და მალდინი ურჩევნიათ (და ზოგს სხვასაც), არსენალის ფანებს - ანრი, იუვე/იტალიის ფანებს - დელ პიერო და ბუფონი, ჰოლანდიელებს - ნისტელროი, მარა არც ერთი ამათგანი რაულზე უკეთესი ფეხბურთელი არაა ობიექტურად, რომ აშკარად რაულზე წინ დააყენო. ასე რომ ათეულში თავისუფლად შეიძლება შეიყვანო და მინიმუმ 15-ეულში მაინც რაული.
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)