ალბათ ყველამ ვინც თამაშს უყურა, ემოციების გარეშე ვერ ადევნა თვალი ჰოვარდ ვების ქმედებებს. შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს, რომ მარტო მსაჯის ბრალი არაა ეს წაგების ტოლფასი ფრე, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვებზე. პირველ რიგში "მანჩესტერის" გულშემატკივრები აღნიშნავენ აუცილებლად, რომ გარი კეჰილმა პირველ ტაიმში თამაშის წესები დაარღვია უელბეკის წინააღმდეგ, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით კეჰილმა ბურთზე ითამაშა და უელბეკი უბრალოდ წამოედო წაქცეულ "არისტოკრატს". ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შემთხვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა და აქ თერთმეტმეტრიანზე საუბარი სრულიად ზედმეტია!
პირველი პენალტი შესაძლოა ჩავთვალოთ სამართლიანად, რადგან კონტაქტი ნამდვილად იყო, მაგრამ მეორე პენალტი განსხვავებული შემთხვევა იყო, არ ვიცი მე პირადად ეხლაც ვერ ვხვდები რის ხარჯზე დაასაჩუქრა "ეშმაკები" ვებმა თერთმეტმეტრიანით, მითუმეტეს, რომ მას უკვე დადებული ჰ ქონდა 1 პენალტი, რომელიც ასე თუ ისე საკამათო იყო.
აქვე მინდა მიმოვიხილო ჰოვარდ ვების ნამსაჯი შეხვედრები. საკვირველი ფაქტია, რომ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან თამაშების მსაჯობას "ფა" ხშირად ვებს ანდობს, ისმის კითხვა რატომ? - მითუმეტეს, რომ საზოგადოებაში დიდი ხანია ტრიალებს მოსაზრება, რომ ვები გულგრილი არ უნდა იყოს იუნაიტედის მიმართ.
ყოველთვის საგულისხმოა, რომ ვების განსჯილი "იუნაიტედის" თამაშის დროს მსაჯი სკანდალურ გადაწყვეტილებებს იღებს, თუნდაც ავიღოთ "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩი 2009 წელს, რომელშიც ვებმა პროვოკაციული გადაწყვეტილებები მიიღო მათ შორის გააძევა "მერსესაიდელების" კაპიტანი სტივენ ჯერარდი.
და ბოლოს... მინდა შემოგთავაზოთ 2009 წლის სტატისტიკა. ვებმა ამ წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ 9 პენალი დადო მეტოქის საჯარიმოში, საპირისპიროთ კი 0.
http://www.youtube.com/watch?v=s47iFmYhco8...layer_embedded#!