მოკლედ, აქ კი ვიკითხე პოსტები მაგრამ ისევ გაუთავებელი პროგნოზირება მიდის - ინგლისის ნაკრების ისტორიულ არსზე და თუ როგორ ჩაიჯვამენ ევროპაზე და როგორ დაღუპავს პრესა ერთსულოვნებას გუნდში და ა.შ
სინამდვილეში მე უფრო მეტ პოზიტიურს ვხედავ ამ ყველაფერში, ვიდრე ნეგატიურს. მგონია, რომ ასოციაცია, მედია და ყველა ის ელემენტი, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე გარკვეულწილად მ,ართლაც ხელის შემშლელია ნაკრების წარმატებაშI (ვგულისხმობ ნახევრფინალს), სულ ერთ ადგილზე უნდა დაიკიდოს იმ 24მა ადამიანმა ვისაც მთავარი როლის შესრულება მოუწევს უკრაინა პოლონეთში.
ნეგატიურია ის, რომ თუ რედნაპი მოვა და ალბათ მოვა, არ წარმომიდგენია იმ სპეციალისტად, რომელსაც შეუძლია გუნდში ფსიქოლოგიური სასწაულის მოხდენა და თვითდაჯერების დაბრუნება ფეხბურთელებში. პირველი ვინც მახსენდება და რაც მახსენდება, არის ჰიდინკი და თამაში ჰოლანდიასთან. სადაც რუსეთის ნაკრები პირველ ნომრად ათამაშა ტიპმა. თუმცა, არ ვფიქრობ რომ ესეთ რთულ ფენომენთან როგორიც ინგლისის ნაკრებია, ასეთ მოკლე დროში მთელი ამ პროცესების გადამუშავება და გუნდის გუნდად ჩამოყალიბება გამოუვიდეს. მით უმეტეს, რომ ასოციაციამ ფაქტიურად გამორიცხა არაბრიტანელი მწვრთნელის დანიშვნა.
თუ ისევ პოზიტიურზე გადავალთ, რა თქმა უნდა, ეს არის და არიან ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემი აზრით აქვთ უნარი დაუბრუნონ ის საბრძოლო დუხი ნაკრებს, რომელიც პირადად მე აღარ მინახავს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მერე. მაგის შემდეგ გუნდი გადაიქცა სტატისტიკურ ელემენტთან, რომელსაც შეუძლია ითამაშოს საშუალო დონეზე, მაგრამ საშუალო დონის, კარგად ორგანიზებულ გუნდთან არის უშანსო და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა კაპელოს გუნდში მოსვლის მერე და სამხრეთ აფრიკაში, მუნდიალზე.
ერთის მხრივ, მაგარი გაურკვევლობაა ნაკრების მომავალში, ყველა ჭკვიანმა ადამიანმა იცის, რომ პრემიერლიგა და საერთაშორისო არენა განსხვავდება ერთმანეთისგან და აბსოლუტურად სხვა და სხვა მუშაობის გადატარებაა საჭირო. მეორეს მხრივ კი მაინც კარგია რედნაპის ფაქტორი, იმ მხრივ რომ ნოლიჯ აქვს კარგი ინგლისელ ფეხბურთელებში... და იმ მხრივაც, რომ ყველა ქალიან-კაციანად ენდობა ამ კაცს და ფეხბურთელებშიც დადებითი მუხტი ექნება ამას, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ მაგათ არაფერი ეშველებათ და ა.შ უნებლიედ ამ ყველაფერმა შეიძლება რედნაპი, როგორც მენეჯერი კიდევ უფრო გააუმჯობესოს და კონფიდენს შემატოს.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება რა პოლიტიკით მოვა გუნდში და რა ფეხბურთელებს გამოიძახებს და რას ითამაშებს. ერთი სიტყვით, დიდი დრო ნამდვილად არ აქვს ახალი გუნდის შექმნის, იმის მიუხედავად, რომ კაპელომ წარმოდგენაც კი არ მაქვს რა დაუტოვა ძირითადი შემადგენლობის გარდა, რომელიც მის გარეშეც კარგად იცის ინგლისელმა.
ისე ამ ასოციაციის ვერაფერი გავიგე, რა პრინციპებზე ათამაშდნენ უცბათ. თუ ტოვებ კაცს და ანდობ ეურო2012-ს დატოვე, თუ არა და მოხსენი მუნდიალის დამთავრებისთანავე. მით უმეტეს, ამ შესარჩევი ციკლის დროს, ნაკრები ბევრად უფრო გავდა გუნდს, ვიდრე მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე. იქ უბრალოდ საოცრად მარტივ ჯგუფში მოვხვდით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ კაპელოს სამუშაომ პროგრესულად მაინც იმოქმედა გუნდზე 2010-ის მერე, თანაც, ბევრად უფრო დიდი არჩევანი ექნებოდა ფეხბურთელებში. რა ვიცი, მოკლედ. მართლა რა შესცეს ამ ტერის, იმენა დედა უტირეს ტიპს არაფრის გამო. დიდი ამბავი კაცმა "შავი ღორი" თუ რაღაც მსგავსი უწოდა მოწინააღმდეგე ფეხბურთელს. არ მინდა რასისტი ვეგონო ვინმეს მარა ის რასაც ასოციაცია აკეთებს სასაცილოა
მოკლედ, დაველოდოთ ვნახოთ რა იქნება
ps ძაან გადაღლილი ვარ 5ჯერ შევასწორე პოსტი და მგონი მაინც გაუგებარია
This post has been edited by myEXwife on 10 Feb 2012, 03:36