ლიბერტადორესზე “ლიბერტადიც” ყოჩაღობს
გვიან ღამით კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაზე სასწაულები მოხდა.გათამაშებას 1/8 ფინალისტი ხუთი ბრაზილიური კლუბიდან მხოლოდ ერთი შემორჩა – “სანტოსი”,რომლის წარმატების შესახებაც ვწერდით ჩვენ უკვე.
წუხელ კი მოხდა ის,რასაც ალბათ ვერავინ იფიქრებდა.ოთხი მოასპარეზე ბრაზილიური კლუბიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერცერთმა ვერ შესძლო.
მიუხედავად იმისა,რომ აწ–უკვე მოქმედ ჩემპიონ “ინტერნასიონალს” სტურმად ფრედ ჰქონდა ურუგვაიში ნათამაშები (1–1) და საკუთარ კედლებში მშვიდად თამაში მართებდა,მაინც მოუწია გათამაშების დატოვება.
ბრაზილიელებმა შეხვედრის პირველსავე წუთზე გახსნეს ანგარიში,გოლი
ოსკარმა გაიტანა და თითქმის გადაწყვეტით შეიძლებოდა იმის თქმა,რომ შემდეგ ეტაპზე იყვნენ.
პირველი ტაიმი მოიგეს და აუღელვებლად გავიდნენ გასახდელში.მსაჯის სასტვენის ხმა,რომელმაც ფეხბურთელებს მეორე ტაიმის დაწყება ამცნო მასპინძლებისთვის უბედურების ზარის ჩამოკვირს ხმას წააგვდა.სტუმრები არაფერში არ ჩამორჩნენ მოქმედ ჩემპიონებს და მათაც გაიტანეს გოლი მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე 1:1 – გოლი საკუთარ აქტივში
მარტინუჩიომ მიითვალა.ზუსტად ოთხ წუთში კი “პენიაროლის” ფეხბურთელებმა მორიგი შეტევა დააგვირგვინეს გოლით.მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლისას გამარჯვებული
ოლივერა გამოდგა,რომელმაც მაღალ ნახტომში აჯობა მეორე სართულზე მცველს და ბურთი უპრობლემოდ გადაგზავნა მეტოქის კარში – 1:2.
ინტერნასიონალი (ბრაზილია) –
პენიაროლი (ურუგვაი) 1:2 (პირველი მატჩი – 1:1)
გოლები: ოსკარი, 1 – მარტინუჩიო, 46, ოლივერა, 50
ინტერნასიონალი: რენანი, ბოლივარი, როდრიგო, ნეი (რაფაელ სობისი, 73),კლებერი კორეა, დ’ალესანდრო, გინიაუსი, ბოლატი, ანდერზინიო (რიკარდო გულარტი, 59), ოსკარი (ტინგა, 59), ლეანდრო დამიაო
პენიაროლი: სოსა, დარიო როდრიგესი, კარლოს ვალდესი (ალბინი, 72), გილერმო როდრიგესი, კორუხო, ალექსანდრ გონსალესი, აგიარი,ფრეიტასი , ოლივერა, მიერი (დომინგო, 80), მარტინუჩიო (ტორესი, 90)
გაფრთხილება: ნეი, დ’ალესანდრო – აგიარი, ფრეიტასი, დომინგო
მიმოხილვა -
ვიდეოკიდევ ერთმა ბრაზილიურმა კლუბმა დაკარგა 1/4 ფინალის საგზური.”კრუზეირომ” პირველი მოგებული (2:1) თამაშის შემდეგ,საკუთარ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა.კოლუმბიურ “ონსე კალდასთან” ორ რაუნდიან დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
შეხვედრაში ანგარიში მატჩის 67–ე წუთზე გაიხსნა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ამ დროისათვის უკვე გუნდები 10–10 კაციანი შემადგენლობით ეპაექრებოდნენ ერთმანეთს.31–ე წუთზე მასპინძელი
როჯერი,56–ზე კი
კარბონერო გააძევა მსაჯმა მოედნიდან.მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ.მაღალი ბურთისთვის ბრძოლა საჯარიმოში
ამაიამ მოიგო და მეკარისგან დაუცველ კუთხეში გადაგზავნა თავით – 0:1.
ზუსტად ოთხ წუთში სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა,კიდევ ერთი გოლი იხილა “ონსე კალდასის” ფეხბურთელების შესრულებით.მორიგი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან,გამოსვლაზე ცუდად თამაშობს მასპინძელთა მეკარე
ლუის მარტინესი,თუმცა ბურთი ძელს ხვდება… დამატებაზე კი ზუსტი და უძლიერესი დარტყმით
მორენომ საკუთარი გუნდისთვის სასურველი ანგარიში ააციმციმა ტაბლოზე – 0:2
კრუზეირო (ბრაზილია) –
ონსე კალდასი (კოლუმბია) 0:2 (პირველი მატჩი – 2:1)
გოლები: ამაია, 67, მორენო, 71
კრუზეირო: ფაბიო, ვიქტორინო, ჟილი, ჟილბერტო, მარკინიოს პარანა, ენრიკე (ანდრე დიასი, 75), მონტილიო, პაბლო, როჯერი, ფარიასი (ევერტონი, 37), ორტიგოსა (დუდუ, 67)
ონსე კალდასი: ლუის მარტინესი, ენრიკესი, ლუის ნუნიესი,კალიე , ამაია, მეხია, მირაბახე (კუერო, 66), ენაო (პახოი, 55), მორენო (მიკოლიტა, 85), რენტერია, კარბონერო
გაფრთხილება: ფარიასი, როჯერი, ჟილი – ენრიკესი, რენტერია, პახოი
გაძევება: როჯერი, 31 – კარბონერო, 56
მიმოხილვა -
ვიდეოპარაგვაიში ადგილობრივმა “ლიბერტადმა” პატარა სასწაული ჩაიდინა.”ფლუმინენსესთან” პირველი წაგებული (1:3) შეხვედრის შემდეგ,მოახერხა და საკუთარ კედლებში სამი უპასუხო გოლი გაუტანა ბრაზილიურ კლუბს,რითაც 1/4 ფინალში გამსვლელი საგზური ხელიდან გამოგლიჯეს ბრაზილიელებს.
მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის 58–ეწუთზე გახსნეს.
როდრიგო როხასის შორეული დარტყმა ზუსტი გამოდგა 1:0.
შეხვედრის 86–ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაისროლეს მეტოქის კარის მიმართულებით ხეირიანად.როხასის მსგავსად,
სამუდიომაც ფაქტობრივად იგივე წერტილიდან დაარტყა
რიკარდო ბერნას კარის მიმართულებით და… 2:0.
მასპინძლებმა საგზური მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაგლიჯეს ხელიდან მეტოქეს.93–ე წუთზე მასპინძელთა მორიგ იერიშს,რომელიც მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა გატანილი გოლი მოჰყვა!!! საჯარიმოში გაკეთებულ გადაცემას
ხოსე ნუნიესი გამოეხმაურა და ბურთი უპრობლემოდ გადაგზავნა ბრაზილიელთა კარში – 3:0.
ლიბერტადი (პარაგვაი) – ფლუმინენსე (ბრაზილია) 3:0 (პირველი მატჩი – 1:3)
გოლები: როდრიგო როხასი, 58, სამუდიო, 86, ხოსე ნუნიესი, 90+3
ლიბერტადი: ვარგასი, ბონეტი, პორტოკარერო, აკინო (ორუე, 83), ვიქტორ კასერესი, სამუდიო, კანუტო, ვიქტორ აიალა (როდრიგო როხასი, 55),პავლოვიჩი , მასიელი, როდოლფო გამარა (ხოსე ნუნიესი, 74)
ფლუმინენსე: რიკარდო ბერნა, ჟულიო სეზარი, მარიანო, ჟუმი, დიგინიო,ედინიო , ერვინი ვალენსია (დიოგო, 17), კონკა, მარკინიო, ფრედი, რაფაელ მოურა (არაუჟო, 73)
გაფრთხილება: პავლოვიჩი, ვიქტორ აიალა, სამუდიო – მარკინიო, რიკარდო ბერნა, დიგინიო, კონკა, ფრედი
გაძევება: მარიანო, 90
მიმოხილვა -
ვიდეო“უნივერსიდად კათოლიკამ” კი სტუმრად დაწყებული საქმე,საკუთარ მოედანზე წარმატებით დაასრულა.პირველი მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ,მასპინძლებმა,საკუთარ კედლებში ფავორიტის სტატუსი კვლავ გაამართლეს და ამჯერად 1:0 სძლიეს მეტოქეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 87-ე წუთზე გავიდა.თავი
მიროსევიჩმა გამოიჩინა.მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჭირო დროს,საჭირო დგილას დაუხვდა და თავით გადაგზავნა მეტოქის კარში… 1:0.
უნივერსიდად კათოლიკა (ჩილე) – გრემიო (ბრაზილია) 1:0 (პირველი მატჩი – 2:1)
გოლები: მიროსევიჩი, 87
კათოლიკა: გარსესი, ანს მარტინესი, ენრიკესი, ელუჩანსი,ორმენიო ,ვალენსუელა, ფრანსისკო სილვა, მენესესი,ტინო კოსტა (მიროსევიჩი, 53), კანიეტე (ფალიპე გუტიერესი, 72), პრატო (რობერტო გუტიერესი, 90)
გრემიო: მარსელო გროე, როდოლფო, რაფაელ მარკეში (ლეანდრო, 63),ვილსონი , მარიო ფერნანდესი (ვინისიუს პაჩეკო, 84), ჟილსონი, ადილსონი, დუგლასი,ფერნანდო , ლინსი (ესკუდერო, 79), ჟუნიორ ვისოსა
გაფრთხილება: ელუჩანესი,ტინო კოშტა, ორმენიო, ფელიპე გუტიერესი – ვილსონი
მიმოხილვა -
ვიდეო
მიმაგრებული სურათი