“ველესი” ცალი ფეხით,”კათოლიკა” თითქმის
გვიან ღამით,კოპა ლიბერტადორესის პლეი-ოფები დაიწყო.პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა ბრაზილიაში გაიმართა.”უნივერსიდად კატოლიკას” წინაარმდეგ დაპირისპირებაში ფავორიტად მონათლულმა “გრემიომ” გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.
მასპინძელმა ფეხბურთელებმა საწყის წუთებშივე სცადეს მეტოქის კარის დალაშქვრა.”გრემიოს” შეტევები საკმაოდ დიდ ხიფათს უქმნიდა “კათოლიკას”.ანგარიშის გახსნა საწყის წუთებში მასპინძლებს შეეძლოთ,
დუგლასმა სტუმართა კარის ძელს მოარტყა ბურთი და სიტუაციაც განიმუხტა.
სტუმრები კი თავიანთ თამაშს კონტრშეტევებზე აგებდნენ.მათ ეს ყველაფერი იმდენად კარგად და გამოსდიოდათ,რომ შეხვედრაში საბოლოო წარმატებასაც მიაღწიეს.სტუმრები საკმაოდ სწრაფად და თვისუფლად გადაადგილდებოდნენ მოედანზე.
სწორედ ერთ-ერთი მსგავსი კონტრშეტევის შემდეგ,შეხვედრის 29-ე წუთზე ჩილეელებმა ანგარისის გახსნა შეძლეს.კანიეტემ თავისუფალ პოზიციაში მყოფი პრატო მოძებნა,რომელსაც მეკარესთან პირის-პირ დარჩენილს გოლის გატანა არ გასჭირვებია.შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
სწორედ ერთ-ერთი მსგავსი კონტრშეტევის შემდეგ,შეხვედრის 29-ე წუთზე ჩილეელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს.
კანიეტემ თავისუფალ პოზიციაში მყოფი
პრატო მოძებნა,რომელსაც მეკარესთან პირის-პირ დარჩენილს გოლის გატანა არ გასჭირვებია.შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე მასპინძლებმა "კათოლიკაზე" ზეწოლა გააძლიერეს."გრემიოს" ფეხბურთელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და შედეგს 59-ე წუთზე მიაღწიეს.თითქმის არაფრის მომცემი შეტევიდან ბრაზილიელებმა ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს.საკმაოდ შორეული და მოულოდნელი დარტყმით "კათოლიკას" კარი
დუგლასმა აიღო - 1:1.
შეხვედრის ტემპი საგრძნობლად დავარდა თამაშის დაწყებიდან ერთ საათში.თუმცა ჩილელი ფეხბურთელები აშკარად არ აპირებდნენ ბრაზილიურ კლუბთან დაზავებას.სტუმრებმა თავიანთი მორიგი გოლი კვლავ კონტრშეტევიდან გაიტანეს.საჯარიმოში მცველების მიერ უმეთვალყურეოდ დარჩენილ პრატოს კვლავ კანიეტემ უპასა და სტუმრები ისევ დაწინაურდნენ 1:2.
გრემიო (ბრაზ.) –
უნივერსიდად კათოლიკა (ჩილე) – 1:2
გოლები: დუგლასი, 59 – პრატო, 29, 75
გრემიო: მარსელო გროე, ნიუტონი, რაფაელ მარკესი, გაბრიელი,ჟილსონი (ესკუდერო, 90), ფაბიო როჩემბაკი, ადილსონი, დუგლასი, ბორხესი, ვილიანი მარგაო(ლინსი, 46), ლეანდრო(კარლუშ ალბერტუ, 78)
კათოლიკა: გარსესი, ანს მარტინესი, დავიდ ენრიკესი, ელუჩანსი,ორმენიო , ვალენსუელა, ფრანსისკო სილვა (ფილიპე გუტიერესი, 64), ტომაშ კოშტა(სეპულივედა, 83), მენესესი, კანიეტე(ვილიანუევა, 76), პრატო, კალანდრია
გაფრთხილება: ადილსონი, ვილიან მარგაო - ანს მარტინესი, ელუჩანსი, ვალენსუელა, ფრანსისკო სილვა, მენესესი
გაძევება: ბორჟესი 35'
გოლები: http://fanebi.com/%E1%83%95%E1%83%94%E1%83...83%9A%E1%83%98/ არგენტინული "ველეს სარსფილდისა" და "ლდუ კიტოს" შორის ფავორიტი ეკვადორული კლუბი იყო.აღსანიშნავია,რომ "ლდუ კიტო" საგარეო თამაშებს უფრო ცუდად თამაშობს,ვიდე საშინაო მატჩებს,თუმცა,ისე,როგორც აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშა ეკვადორულმა კლუბმა,ამას გასვლითი მატჩის კომპლექსი ნამდვილად არ შეიძლება დაერქვას.მათ უბრალოდ ვერ შეაფასეს "ველესი" და დაისაჯნენ კიდეც.
შეხვედრის ბედი,შეიძლება ითქვას,რომ მატჩის დაბიუტშივე გადაწყდა.
აუგუსტო ფერნანდესის დუბლის წყალობით მასპინძლებმა არამარტო 1/8 ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრა მოიგეს,არამედ უდიდესი ნაბიჯიც გადადგეს 1/4 ფინალში გასასვლელად,რასაც სპეციალისტთა დიდი რაოდენობა ნამდვილად არ მოელოდა.
შეხვედრის 8–ე წუთზე აუგუსტო ფერნანდესმა მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე იბრძოლა,მცველს დასწრებაზე აჯობა და ანგარიშიც გახსნა – 1:0.
ზუსტად სამ წუთში სტუმართა კიპერს კიდევ ერთხელ მოუწია ბურთის საკუთარი კარიდან გამოტანა.უდიდესი ტალანტისა და ტექნიკის მფლობელმა მარტინესმა შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა,უმეთვალყურეოდ დატოვებული ფერნანდესი იპოვა და მასპინძლებმა უპირატესობა განიმტკიცეს – 2:0.
შეხვედრის პირველ 45 წუთში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.შესვენებიდან დაბრუნებულმა "ველესმა" კი მეორე ტაიმის განახლებიდან ათ წუთში კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი.55–ე წუთზე "ლდუ კიტოს" მეკარე,
ალექსანდერ დომინგესი,მასპინძელთა მცველმა,
სებასტიან დომინგესმა დაამწუხრა."ველესის" ფეხბურთელებმა სტანდარტული მდგომარეობიდან ბურთის გათამაშების შემდეგ მესამეჯერ აიღეს "ლდუ კიტოს" კარი და 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგეს.
უნდა აღინიშნოს,რომ მესამე გაშვებული გოლისას "ლდუ კიტო" უკვე 10 კაციანი შემადგენლობით იყო დარჩენილი.შეხვედრის 54–ე წუთზე სტუმართა რიგებიდან
ბოლანიოსი გააძევა მატჩის მთავარმა არბიტრმა.
შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა ემოციების მოთოკვა ვერ შეძლეს და კიდევ ერთხელ გამოსტყუეს მსაჯს წითელი ბარათი.69–ე წუთზე
რეასკო გააძევა არბიტრმა მოედნიდან.რაც იმას ნიშნავს,რომ განმეორებითი შეხვედრის წინ უმძიმეს მდგომარეობაში არის "ლდუ კიტო".
ველეს სარსფილდი (არგენტინა) – ლდუ კიტო (ეკვადორი) 3:0
გოლები: აუგუსტო ფერნანდესი, 8, 11, სებასტიან დომინგესი, 55
ველესი: ბაროვერო, სებასტიან დომინგესი, პაპა, ორტისი, რაცოტი(დავიდ რამირესი, 72), საპატა(რიკარდო ალვარესი, 44), კუბერო, მაქსი მორალესი, აუგუსტო ფერნანდესი, სანტიაგო სილვა, ხუან მარტინესი (ვულეტიჩი, 87)
ლდუ: ალექსანდერ დომინგესი, გუაგუა, დე ლა კრუსი (ურუტია, 82), ვალენსია, რეასკო, არახუო, დიეგო კალიედერონი, ვერა, იდალგო, ბარკოსი (ვალტერ კალიედერონი, 78), ბოლანიოსი
გაფრთხილება: სანტიაგო სილვა, სებასტიან დომინგესი, აუგუსტო ფერნანდესი, პაპა – ბოლანიოსი, გუაგუა
გაძევება: ბოლანიოსი, 54, რეასკო, 69
გოლები: http://fanebi.com/%E1%83%95%E1%83%94%E1%83...83%9A%E1%83%98/
წყარო: http://fanebi.com/%E1%83%95%E1%83%94%E1%83...83%9A%E1%83%98/
მიმაგრებული სურათი