ლიბერტადორესზე გაურკვევლობამ დაისადგურა
გამთენიისას კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაზე კიდევ ოთხი 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართა.
“სანტოსისა” და “ამერიკას” დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება შეუძლებელი იყო,თუმცა გუშინდელ შეხვედრაში მასპინძლებმა იძალავეს და ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით გამარჯვებას მიაღწიეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე გავიდა.
ნეიმარმა პასი მარცხენა ფლანდიგან,ცენტრისკენ გააკეთა,
განსომ კი უძლიერესად და უზუსტესად გაისროლა დაახლოებით ოცი მეტრიდან და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
ამ წყვილში ყველაფერი განმრებით შეხვედრაში გაირკვევა,უნდა აღინიშნოს,რომ საპასუხო მატჩში “ამერიკას”
ლაიუნი ვერ დაეხმარება.მან შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.
სანტოსი (ბრაზილია) – ამერიკა (მექსიკა) 1:0
გოლი: განსო, 38
სანტოსი: რაფაელი, ედუ დრაჩენა, სისერო, დურვალი, ლეო, დანილო და სილვა, ელანო (ადრიანო, 90), აროუკა, ზე ედუარდუ (ალან პატრიკი, 82), განსო, ნეიმარი
ამერიკა: ოჩოა, მოსკერა, ვალენსუელა, სერვანტესი (ლაიუნი, 44), როხასი, რეიესი, როსინეი, ანდრეს ოლივერა (ვისენტე სანჩესი, 64), ხოსე მარტინესი, ვუოსო (რეინა, 52), დანიელ მარკესი
გაფრთხილება: დანილო და სილვა – როხასი, მოსკერა, ლაიუნი
გაძევება: ლაიუნი, 90
მიმოხილვა შეიძლება ითქვას,რომ მიმდინარე გათამაშების ერთ–ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა “კრუზეირომ”.თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად “ონსე კალდასის” გასვლით შეხვედრაში დამარცხება შესძლეს.
აღსანიშნავია,რომ კოლუმბიაში გამართულ შეხვედრაში,სამივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა.72-ე წუთზე ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა,
ვალისონმა გახსნა.83-ე წუთზე “კრუზეიროს” ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა სოლიდური გახადეს – 0:2,ამჯერად გოლი
ორტიგოსამ მიითვალა საკუთარ აქტივში.შეხვედრის 89-ე წუთზე კი მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს.
ლუის ნუნიესის თავური დარტყმის შემდეგ ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი.მეკარემ მოგერიება სცადა,გამოაგდო კიდევაც ბურთი,მაგრამ მსაჯმა სამართლიანად გასული გოლი ჩათვალა და მასპინძლებს იმედის პატარა ნაპერწკალი დაუტოვა.
ონსე კალდასი (კოლუმბია) –
კრუზეირო (ბრაზილია) 1:2
გოლები: ლუის ნუნიესი, 89 – ვალისონი, 72, ორტიგოსა, 83
კალდასი: ლუის მარტინესი, ენრიკესი, ლუის ნუნიესი, კალიე (პახოი, 78), ამაია, მეხია, მირაბაჰე (მიკოლიტა, 54), ენაო (მარიო გონსალესი, 69), დაიორი მორენო, რენტერია, კაბონერო
კრუზეირო: ფაბიო, ვიქტორინო, ჟილი, ჟილბერტო (ვიტორი, 82),მარკინიოსი პარანა, ლეანდრო გერეირო, ენრიკე, მონტილიო, როჯერი (ევერტონი, 46), ბრანდაო (ორტიგოსა, 67), ვალისონი
გაფრთხილება: მირაბაჰე , კარბონერო, მეხია – ენრიკე, მონტილიო, ჟილბერტო
მიმოხილვა კოპა ლიბერტაორესის 1/8 ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრა,არგენტინულ “ესტუდიანტესსა” და პარაგვაულ “სერო პორტენიოს” შორის უგოლოდ დასრულდა.გუნდებმა ფრედ – 0:0 ითამაშეს.ამ წყვილში ყველაფერი განმეორებით მატჩში გაირკვევა,რომელსაც პარაგვაული კლუბის ფეხბურთელი,
ბურგოსი გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.მან შეხვედრის 86–ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი გამოსტყუა შეხვედრის მთავარ არბიტრს და მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა.
ესტუდიანტესი (არგენტინა) – სერო პორტენიო (პარაგვაი) – 0:0
ესტუდიანტესი: ორიონი, რონკალია, დესაბატო, რე, ფედერიკო ფერნანდესი, ბარიენტოსი (ლეანდრო გონსალესი, 88), ბრანია, ენცო პერესი, ვერონი (ლეანდრო ბენიტესი, 84), გატა ფერნანდესი, როდრიგო ლოპესი
სერო: ბარეტო, კარდოზო, პედრო ბენიტესი, პირისი, სესარ ბენიტესი, ვილიარეალი, ფაბრო (უგლესიჩი, 88), ბურგოსი, ხორხე ნუნიესი, ივან ტორესი (ლუის კასერესი, 77), ნანი
გაფრთხილება: ფედერიკო ფერნანდესი, ვერონი, ბრანია – პედრო ბენიტესი, სესარ ბენიტესი, ბურგოსი, ივან ტორესი, ნანი
გაძევება: ბურგოსი, 86
კოლუმბიური “ჟუნიორსისა” და მექსიკურ “ხაგუარესის” ჭიდილი გამთენიისას ზავით დასრულდა.მატჩის მეშვიდე წუთზე ანგარიში გაიხსნა.სტუმართა შესანიშნავი შეტევის შემდეგ,ცარიელ კართან მიუგორდა ბურთი
პაესს და მანაც არ დააყოვნა – 0:1.
მასპინძლებმა საპასუხო გოლის გატანა ზუსტად 50 წუთის შემდეგ შეძლეს.შეხვედრის 57-ე წუთი მიმდინარეობდა,როდესაც მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს.გათამაშებული სტანდარტიდან,კლასიკური გოლით გაქვითა ანგარიშში სხვაობა
ჯექსონ მარტინესმა.საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს მარტოდ-მარტო,უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯექსონი შეწვდა თავით და ანგარიშიც გაათანაბრა – 1:1.
ხაგუარესი (მექსიკა) – ჟუნიორი (კოლუმბია) 1:1
გოლები: ჯექსონ მარტინესი, 57 – პაესი, 7
ხაგუარესი: ვილიაპანდო, კაბრერა (სამორა, 23), ფაუნტესი, რასო , მიგელი მარტინესი, მანსო (ანდრადე, 53), კრისტიან ვალდესი, ესკედა (ხორხე როდრიგესი, 76), სალასარი, ხორხე ერნანდესი, ჯექსონ მარტინესი
ჟუნიორი: ვიერა, ფავსეტი, ხუან ვალენსია, ვიაფარა,მასიასი , ჯოვანი ერნანდესი (ვანიერ კანიედა, 89), ჟოსიმარ გომესი, პაესი (ბარაონა, 46), ბრაინერ გარსია, ხუან ვალენსია, ბაკა, ლუის რუისი (კორტესი, 64)
გაფრთხილება: მასიასი, ვიაფარა
მიმოხილვა