როგორც ბალდინიმ თქვა გუნდს ვერაფერზე ვუსაყვედურებთ, 10 კაცით ითამაშეს 90 წუთი ლამის. გავუთანაბრეთ და რომ არა ის დებილური ჯარიმა ვერც გაიტანდნენ. ლაციო არც ისე ცუდი გუნდია წელს, მესამე ადგილზეა, სულ 6 თამაში წააგო.
უბრალოდ მეკარე რო არ გაეგდოთ უეჭველი ვიგებდით, სტეკე მეორე გოლს არ გაუშვებდა ძაან ბანძია ლობონტი, რაც რომაშია ერთხელაც ვერ გადაარჩინა გუნდი რეალურ გოლს, მაგის ერთადერთი სარგებელი ისაა რომ სტეკეს უთარგმნის ხოლმე იტალიურიდან

მომავალ სეზონში გაუშვან ეგეც და კურჩიც, ამოწიონ პიგლიაჩელი და მოიყვანონ ერთი კარგი მეორე მეკარე. თუნდაც ისევ ჯულიო დააბრუნონ და სიამოვნებით იქნება მეორე მეკარე. რაც იმან დერბიში სეივები აკეთა...
და დაცვა ... რათქმაუნდა დაცვა არის გადასახალისებელი. ტადეიმ 3ჯერ გააკეთა საშინელი პასი და ჩააბარა ბურთი ლაციოს. ხოსე ანხელი ჯობია პრიმავერაში გაუშვან. იდიოტია.
3-4 ახალი მცველი გვჭირდება, თითო ყოველ პოზიციაზე და თან კარგები გვინდა. იმედია ბურდისო მაინც ჩადგება ფორმაში მომავალ წელს და ისევ ისეთი კარგი იქნება როგორიც იყო.
შემდეგ მატჩზე გაგო და ოსვალდო დაბრუნდებიან. მარა სტეკე არ გვეყოლება ;(