რამოდენიმე ხნის წინ ბრიტანულმა სმიმ ჭორი გაავრცელა, რომ თითქოს და ნემანია ვიდიჩი ამ სეზონში დაუბრუნდებოდა თავის გუნდს. მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
ერთ-ერთ "საიმედო" წყაროზე დაყრდნობით (რომელიც არ სახელდება) სერბი ფეხბურთელი ყველაზე კარგ შემთხვევაში დაბრუნდება მოედანზე ივლიში და შეუერთდება თავის გუნდს აზიის ტურში.
ფაქტიურად ვიდიჩის გამოჯამრთელების გრაფიკი ჩამორჩება 3 კვირით, რადგანაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შტაბი იძულებული იყო მისი ოპერაცია მუხლზე ჩაეტარებინა ახალი წლების პერიოდში. (შეგახსენებთ, რომ ვიდიჩმა ტრამვა 7 დეკემბერს მიიღო) მისი ოპერაციის გადადება კი იმით იყო განპირობებული, რომ ექიმები ელოდებოდნენ, სანამ შეშუპებული ფეხი ჩაუცხრებოდა.
ამ ეტაპზე ნემანია ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ფიზიკური ფორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ბაზაზე, რომელიც მდებარეობს კარიგნტონში. არარეალურია რომ ფერგიუსონმა გარისკოს და შანსი მისცეს ვიდიჩს თამაშის სანამ იგი არ გამოჯამრთელდება ბოლომდე, თანაც როგორც ჩანს ბოსსი კმაყოფილია ცენტრში მცველების თამაშით კერძოთ კი რიო ფერდინანდით და ჯონი ევანსით.
http://manunited.fanebi.com/axali-ambebi/16607--.html===================================================================================================================================================================
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ უეინ რუნი გამოჯამრთელდა და მიიღებს მონაწილეობას "ტოტეჰემის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ უკვე 2 კვირა გამოტოვა ყელის გაციების გამო. მას არ მიუღია მონაწილეობა 1/16 მატჩი "აიაქსის" წინააღმდეგ, ასევე ვერ მიიღო მონაწილეობა ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიასთან.
ტომ კლევერლი და ანტონიო ვალენცია ჯერ-ჯერობით რჩებიან ლაზარეთში და რაც შეეხება "წითელი ეშმაკაცების" მცველს კრის სმოლინგს, რომელმაც მიიღო დაზიანება ჰუნტელაართან შეჯახების დროს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსები დაბრუნდეს კვირამდე მწყობრში.
"კიდევ კარგი სმოლინგს არ აქვს ტვინის შერყევა, მას უბრალოდ დაბეჟილი აქვს თავი შეჯახების გამო, მაგრამ მე ვერ გეტყვით იქნება თუ არა იგი მწყობრში ამ ვიქენდზე. ჩვენ მოვუფრთხილდებით მას და შევხედავთ რა მდგომარეობაში იქნებ შაბათს. რუნი მთელი კვირაა ვარჯიშობს, ხოლო კლევერლი და ვალენსია თამაშგარეში არიან, ისინი ვერ ითამაშებენ ამ უიქენდზე!" - განაცხადა სერ ალექსმა.
http://manunited.fanebi.com/axali-ambebi/16609--.htmlვალენსია არ იქნება

ფუ კიდევ ამ იანგის ტანჯვას უნდა ვუყურო.