#29683169 · 12 Feb 2012, 18:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Bavshvi
| QUOTE | | შენ მაინც შენსას ამტკიცებ და სხვა უფრო მეტად სადაოზე საუბარს შენთან აზრი არ ააქვს |
1) ჩემს პოსტს თუ ყურადღებით წაიკითხავდი, და გაიაზრებდი, ნახავდი რომ მე მხოლოდ ვითხოვე მტკიცებულება, მისი საპირისპიროს მტკიცება კი არ დამიწყია. მაგრამ როგორც ჩანს ესე არ გიქნია. მეორეც, ჩემთან საუბრის აზრს თუ ვერ ხედავ, ნუ მესაუბრები, შენი ნებაა.
| QUOTE | | ანუ შენი აზრით რვა მატჩიანი დისკვაიფაკაცია მარტო მაგიტომ მისცეს სუარესს, რომ უბრალოდ ევრას სიტყვაზე ენდნენ ??? ა თუ ფერგიმ მოისყიდა ფა ??? ან ორივე ერთად ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ |
ეგეთი რამე მე არ დამიწერია. შეგიძლია კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ჩემს პოსტებს. სიტყვაზე ხო არ ენდობოდნენ, რაღაცა მტკიციცებულება ექნებოდათო - ეს არ არის მტკიცებულება.
| QUOTE | | თუ სუარესს შეეძლო თავისი უდანაშაულობის დამტკიცება რატომ არ გაასაჩივრა სასჯელი ?? |
არც ეგ არის მტკიცებულება. ისე კი: 1) არ შეეძლო დამტკიცება არ ნიშნავს რომ უდანაშაულო არ იყო. 2) უდანაშაულო რომ ყოფილიყო(არ ვამბობ იყო თუ არ იყო), შეიძLება მაინც ვერ მოეგო სარჩელი, ამასობაში კი სხვადასხვა თამაშებში ითამაშებდა, და თუ მაინც დასჯიდნენ, უფრო გვიან მოიხდიდა სასჯელს - შესაბამისად გამოტოვებდა მანჩესტერთან და ტოტენჰემთან მატჩებს. ის რომ არ გაასაჩივრა სულაც არ ნიშნავს რომ არ თვლიდა რომ იყო მართალი, არც იმას ნიშნავს რომ არ იყო მართალი.
| QUOTE | | რითიც აღიარა კიდეც თავისი დანაშაული |
არანაირად.
| QUOTE | | და რაღაცის დამტკიცებას რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს კაცს ნამდვილად აზრი არ ააქვს |
სუარეზი მართლაც რასისტია, თუ არ არის. იმისთვის რომ დავიჯერო რომ რასისტია, ამის მტკიცებულება მინდა. ანუ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. სასჯელი კი აქვს მოხდილი მაგრამ სამართლიანად თუ უსამართლოდ - აი ამაშია საქმე
| QUOTE | | თუ შენ არ გინდა რამის დანახვა ვერც დაინახავ. |
დანახვა მინდა. ამიტომაც ვცდილობ საქმეში უფრო მეტად გავერკვე. ამიტომ ვითხოვ ზუსტად მტკიცებულებას.
| QUOTE | | ყველამ ნახა რომ სუარესმა არ ჩამოართვა ხელი ევრას (სხვათაშორის ლივერის თემაშიც დევს ამ კადრების ამსახველი ვიდეო) |
მეც ვნახე რამდენიმე ვიდეო, საიდანაც გამოვიტანე დასკვნა რომ ევრას არ უნდოდა ხელის ჩამორთმევა (ყველა ვიდეოდან არა), ასევე ვნახე რამდენიმე სურათი, სადაც ჩანს ევრას ხელის მდგომარეობა როდესაც სხვა ფეხბურთელებს ართმევდა ხელს, და როდესაც სუარესისთვის უნდა ჩამოერთმია. ამ სურათებიდან ჩანდა რომ ევრას არ უნდოდა ხელის ჩამორთმევა. რომ მაინტერესებს ვის არ უნდოდა სინამდვილეში, ამიტომ ვკითხულობ ზუსტად.
LA_NY
| QUOTE | | პატივცემულო, ძიების მასალებს მთხოვთ?დავრეკავ FA-ში და ფაქსის ნომერს თუ მომცემ ვეტყვი დაგიფაქსონშეიძლება გუგლ-ის მეშვეობით კიდევაც იპოვო რამ, მაგრამ მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს დამტკიცებული ფაქტის დეტალებში წიაღსვლების. |
კი ბატონო, ნუ ჩაეძიები. არც არავის ვთხოვ. ვინმეს თუ გაქვთ - მომაწოდეთ თქო ვითხოვე. შენი ნებაა.
| QUOTE | | რა უთხრა სუარესმა და: მე ნეგროტოებთან არ ვლაპარაკობო. |
ამის დამამტკიცებელი საბუთები ვითხოვე. თვითონ სუარეზი რას ამბობს , გარშემო ვინ რა გაიგო, ვიდეოზე რა ჩანს და ა.შ. თუ არ გინდა, ან თუ არ გაქვს, ნუ მომცემ.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი: რას ნიშნავს ურუგვაულად ნეგრიტო?
| QUOTE | | ერთი ცდილობს ინგლისის თემაში ეს წარმოაჩინოს ალერსობით-კნინობით ფორმაში წარმოთქმულ ურუგვაული ტრადიციებიდან და ფოლკლორიდან წარმოებულ ფრაზად, მაგრამ ჩემთვის პირადად სუფთა რასისტული გამოთქმაა რომლის უკან მთლიქნად დამოკიდებულება შავებისადმი მოისაზრება. |
არაა გამორიცხული რომ მისი ინგლისურის არ ცოდნის გამო, იმის გამო რომ მის ქვეყანაში სხვანაირად იხმარება ეს სიტყვა(თუკი ასეა) და ასე შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. მე არ ვიცი ურუგვაული რომ გავარკვიო რას ნიშნავს ეს სიტყვა და რა იგფულისხმა, არ ნატომ თქვა (თუ საერთოდ ასეთი რამე თქვა). ასევე მისი ბევრი მეგობარი, მისი ოჯახის წევრი(ბებია მგონი) ზანგი არიან. თუ არაფერი მტკიცებულება არ გაქვს ისე თქვა, რასისტიაო, არის უბრალო რწმენა. ანუ მტკიცებულებების გარეშე რაღაცის დაჯერება.
ვინმე არის აქ, ვისაც კი არ სწამს, რომ სუარეზი რასისტია, არამედ დაამტკიცებს კიდევას?
| QUOTE | | ასევე ჩათვალა ყველამ და შენ როგორ თვლი? |
მე არც ერთს გამოვრიცხავ, და არც მეორეს. იმიტომ რომ "რწმენა" არაფერში მჭირდება. თუ რამე დამტკიცებულია, და ფაქტია, აი ამას დავიჯერებ. ისე, მთელს მსოფლიოს ეგრე არ ჩაუთვლია.
This post has been edited by entech on 12 Feb 2012, 18:59
--------------------
ბ. ბ. – მე ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს ვპირდები რომ მათ დავუბრუნებ კაცურ კაცობას, ჯიგარს, მამულიშვლობას და ყარაჩოღლურ კაცურ კაცობის გაგებაში არსებული სიყვარულის მეობას. (c) SIDCFC
|