სერბეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის, ნემანია ვიდიჩის აღდგენითი პროცესი, მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს.
“წითელი ეშმაკების” 30 წლის ფეხბურთელმა, დაზიანება გასული წლის დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე შვეიცარიულ “ბაზელთან” დაპირისპირებაში მიიღო. ექიმების პირვანდელი ვერდიქტით, ვიდიჩი ახალ სეზონამდე მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებდა.
თუმცა, მანჩესტერული კლუბიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, ნემანიას აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. მუხლის მყესებზე ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და აღდგენითი პროცესი დასასრულს უახლოვდება. შედეგად, მცველი სულ მალე დაიწყებს ვარჯიშს და სავარაუდოდ, მოედანს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდება.
ნემანია ვიდიჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2005 წლიდან თამაშობს და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც ითვლება, მაგრამ მიმდინარე სეზონში სულ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
The Sunday Times сообщает, что новый владелец «Рединга» россиянин Антон Зингаревич готовит предложение «Юнайтед» о покупке Майкла Оуэна.
http://www.manutd.ru/ This post has been edited by Woodmana on 20 Feb 2012, 20:08