“ლივერპულის” ხელმძღვანელებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ურუგვაელის ქცევა არ მოეწონათ, უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მისი “ენფილდური” დღეები დათვლილია, და რომ მას სადმე უშვებენ.
“პატრის ევრასეულმა პროვოკაციებმა” დიდი პრობლემები შეუქმნა ლუის სუარესს, მაგრამ ამან მაინც ვერ გატეხა გუნდის მთლიანობა და ის ჭორები, რომლებიც პრესამ სასწრაფოდ გაავრცელა, თითქოს და ლუისს აუცილებლად დაითხოვდნენ “ლივერპულიდან” მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა.
კლუბის დირექტორი, იან ეირი პირველი იყო, რომელიც შიდა სამზარეულოდან აკრიტიკებდა ფეხბურთელს, მისი აზრით სუარესმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ევრას ხელი არ ჩამოართვა და ამით კლუბსაც მიაყენა შეურაცხყოფა.
კენი დალგლიშმაც აღნიშნა სუარესის არასწორი საქციელი, თუმცა ურუგვაელმა შოტლანდიელთან საუბრისას ბოდიშიც მოიხადა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
“ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამ ინციდენტის გამო” – არც სპონსორმა ბანკმა [STandard Chartered] შეიკავა თავი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან. “
“არავინ დგას კლუბზე ზევით, არცერთი ადამიანი. ბოდიშის მოხდა ნამდვილად საჭირო იყო” – აცხადებს ამ ფაქტით გულდაწყვეტილი გუნდის ფლობელი ჯონ ჰენრი.
ჰენრი და უორნერი ჩარეულნი იყვნენ იმ თემის განხილვაში, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ სუარესის მომავლისთვის, თუმცა ექსკლუზიურ სტატიაში liverpool echo სანდო წყაროებით დარწმუნდა, რომ საბოლოო გადაწყვეტიებით, ლუისი მერსისაიდში დარჩება!
ასევე გამოეხმაურა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას [FA], რომლებმაც ყველასდა გასაოცად განაცხადეს, რომ ისინი აღარ აპირებენ ამ ორ გუნდს შორის უთანხმოებაში კიდევ ჩაერიონ. სუარესი არ დაისჯება!
დიმა გამოიღეეეეეე