ერთი რამე გვავიწყდება როცა იმას ვამბობთ რომ მაშინ შეტევა უფრო იოლი იყო.
როგორც წესი თამაშები უწევდათ არც თუ ისე კარგ მოედნებზე.
რამდენი რამეც წამიკითხია ყველაგან იმ დროის თანამდროვენი გაკვირვებული აღნიშნავენ 1966 წელს უემბლის გაზონი ისეთ კარგ მდგომარეობაშია მეკარის მოედანზეც კი მწვანედ ხასხასებსო

ხოდა 70-იანებში არ იყო გაზონის მოვლის ესეთი ტექნიკა დიდათ არაფერი შეცვლილა.
ცუდ მოედანზე დაცვა უფრო იოლია ვიდრე შეტევა მე მგონი ამაში საკამათო არაფერია.
+ ზუსტად 90-იანებამდე დასაშვები იყო უხეშობა მოედანზე. დღევანდელი მსაჯობით ჯენტილე მოედანზე 10 წუთითაც ვერ გაძლებდა არგენტინასთან თამაშში.
რა უნდა მომხდარიყო რომ ფეხბურთელი გაეგდოთ მოედნიდან. ეგ ამბავი თითქმის არასდროს არ ხდებოდა და ფეხებში დარტმებს თავდასხმელები 2-3 ჯერ უფრო ინტენსიურად იღებდნენ.
ცალკე გამოსაყოფია მეკარისთვის უკან ფეხით დაბრუნების წესი.
ნებისმიერი ოდნავი ხიფათის დროს მცველს თავისუფლად შეეძლო დაეგორებინა ბურთი მეკარისთვის და ეს წყნარად იღებდა ხელში.
პასი დიდათ აკურატული რომც არ ყოფილიყო არც ეგ იყო პრობლემა დაწვებოდა ან პატარ ნახტომს გააკეთებდა და აიღებდა.
ეხლა კიდე მარტო 2 ვარიანტი დარჩა.
ან უმისმართოთ მოიგერიო რაც ცუდია ან მეკარეს კარგი პასი დაუგორო. ოდნავ არასწორად დაგორებული ბურთი და თვითონ ქმნი ხიფათს საკუთარ კართან.
მოკლედ შედარების დროს ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.