გუშინ ვერ მოვხვდი კომპთან და დღეს დავწერ....
პირველ რიგში სისულელე მგონია დადგმულ სპექტაკლზე ლაპარაკი, ყველამ ვიცოდით მილანელებმა რომ ასეთი ###ობა შეიძლეოდა ექნათ, თამაშის დაწყებამდე მარტო ჩვენ და არსენალის ორი უგზოუკვლო ოპტიმისტს სჯეროდა რომ რამე შანსი ჰქონდათ და ზოგს სწყინდა კიდეც რა პონტში გვეკაიფებით უშანსოდ ვართო.. პირიქით ამ თამაშმა დამარწმუნა კიდევ ერთხელ რომ ლივერპულთანაც არ იყო არაფერი დადგმული....
უბრალოდ როგორც გალიანის უყვარს ხოლმე თქმა ლიგა ჩვენს DNA(დნმ)-შიაო ასევე სამწუხაროდ ეს მავნე ჩვევაც ჩვენს DNA-შია და ვერც მარტო მწვრთნელის და ვერც ფეხბურთელების ცვლილება მარტივად ვერ უშველის ამ პრობლემას..
ალეგრის შემადგენლობის დაყენების გამო დადანაშაულებაც სისულელა კაცს სხვა არჩევანი არ ჰქონდა უბრალოდ 11 კაცი ვისაც შეეძლო ის დააყენა და პირველად მოუწია გუნდს 4:3:3-ით თამაში, ამანც ხელი შეუწყო ჩვენი ჩვეულების გამეორებას... დაცვაში სერია ბ-ს დონის გუნდიდან კონტრაქტის დამთავრების გამო წამოყვანილი მესბას დებიუტი შედგა, წინ ცოცხლად გადარჩენილი სამი ნახევარმცველი და თავდასხმაში გუნდიდან მოწყვეტილი მეპასის გარეშე სამი თავდამსხმელი..
მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ###ზე მკიდიაობა, ზედმეტი თავდაჯერებულობა, დაბალი კონცენტრაცია და დაბალი ტემპით სირბილი, ბოლომდე არ ბრძოლა თითოეულ ეპიზოდში...
აქ ზოგი ამბობდა დაცვიდან თამაში რომ დაიწყო პირველ ტაიმში იმიტომ გავუშვითო არადა დაცვის გარდა ყველაფერი იყო პირველი ტაიმი
პირველ გოლზე კუთხურიდან ჩაწოდებისას 6 არსენალელი და 7 მილანელია ამ შვიდან იბრა ცალკე დგას და არავის იყვანს ანუ თითო არსენალელზე თითო მილანელი მოდის პირველივე წუთებზე როცა სწრაფი გოლი ერთადერთი იმედი იყო არსენალის,

ის ექვსი კაციც ძალიან უყურადღებოდა და უმოძრაოდ პოზიციურად ბრძოლობს თითქოს, ჯერ ბომელს გაექცა გოლის ავტორი ისე რომ ამან უბრალოდ დაიკიდა არც ხელი შეუშალა ან კორპუსით ან თუნდაც ჯაჯგურით და არც გაჰყვა, იქით ყველა თავისას იყვანდა და ეს ყველას გამორჩა და დატოვეს სრულიად მარტო... ამ გოლზე იყო ყველას ბრალი ყველას შეეძლო უკეთესად თამაში და გოლის აცილება
http://www.youtube.com/watch?feature=playe...92gGMUTERI#t=0sრა ###ურდ მოძრაობენ ამ ლინკზე შეგიძლიათ დააკვირდეთ
მეორე გოლი იყო იმის ბრალი რომ ნახევარმცველები მოვალეობის მოხდის მიზნით ჩავიდნენ ნელა და უაზროდ უკან, ჯერ კიდევ შეტევისას ვთქვი ემანუელსონი რანაირად, რა ნელა მირბისთქო, მერე საერთოდ გაჩერდა და სწორედ იმან გაიტანა ვისაც მისდევდა, იქით ვერ ვხედავ კარგად მემგონი ნოჩერინო უნდა იყოს ისიც უაზროდ ჩავიდა ნელა და გაჩერდა სრულიად უსარგებლო ადგილას
ბომელი მისდევდა როსიცკის მერე ალბათ რო შეხედა ემანუელსონი და ნოჩერინოც ჩამოდიოდნენ მესბას მიეხმარა და დატოვა როსიცკი, ამათ კი დაიკიდეს და აღარ აიყვანეს როც დროც ჰქონდათ და შესაძლებლობაც და ემანუელოსნი ხედავდა კიდეც ნოჩერინომ გვიან შემაჩნია რომ აუყვანელი იყო კაცი....

რა თქმა უნდა სილვამაც ცუდად მოიგერია მაგრამ ეგ შეცდომას ან ბურთის მოჭრას (თუმცა ალბათ ეგეც უყურადღებობის ბრალია) შეიძლება დააბრალო რაც ყველას შეიძლება მოუვიდეს და მთავარი შეცდომა ის არის რომ კაცს ###ზე მკიდიაობის გამო ტოვებ მარტო საჯარიმოში ...
აი ვიდეოც და დააკვირდით რანაირად ჩადიან და მერე იქ რას აკეთებენ
http://www.youtube.com/watch?feature=playe...2gGMUTERI#t=29sპენალტზე არ ღირს ლაპარაკი
ორივე გოლი გამოვიდა უყურადღებობის ბრალი, ყველა ჩვეულებრივზე ნაკლებს დარბოდა ნაკლებად კონცენტრირებული და ყურადღებიანი, საბოლოოდ ბევრ ეპიზოდებში როცა ერთმანეთის იმედი ჰქონდათ რომ იქ იქნებოდა სადაც უნდა ყოფილიყო და იმას გააკეთებდა რაც უნდა გაეკეთებინა ერთმანეთი დააღალატეს... და აბატე რომ ხელებს უშლიდა პირველი გოლის მერე დაცვას ეგ ასახავს პირველ ტაიმს ყველაზე კარგად
ინდივიდუალურად რომ შევხედოთ:
აბიატიმ ალბათ ჩვენზე ადრევე შეხედა რა ### განწყობით იყვნენ და როგორ გამოდიოდნენ და მიხვდა რომ ბევრი საქმე ექნებოდა და მობილიზებული და კონცენტრირებული იყო გამოსული, არც ერთ გოლზე თითქმის არაფერი შეეძლო თუმცა თვითონ თქვა მეორე გოლზე შემეძლო უფრო მეტის გაკეთებაო..
აბატე ზოგადად კარგი იყო არ ემჩნეოდა დიდი ###ზე მკიდიაობა პირველ გოლზე დიმამ მემგონი ეგ დაადანაშაულა მაგრამ ალბათ ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის ერთადერთი კარებში შეიძლებოდა დარჩენილიყო და ხაზიდან გამოტანა ეცადა გოლის ავტორი კი მაგას არ უნდა აეყვანა არანაირად დანარჩენი კარგი იყო და თავის ფლანგი ეჭირა ზედმეტი პრობლემების გარეშე...
მექსესი ძალიან კარგი იყო ესეც ახალი მოსულია და ალბათ ჯერ არ ჰქონდა ჩვენი DNA გადანერგილი ბოლომდე და არ იცის ჩვენი მავნე ჩვევის შესახებ...
სილვას დადანაშაულება შეიძლება უყურადღებობაში განსაკუთრებით მეორე გოლზე გაუფრთხილებლად მოიგერია ბურთი თუმცა ისევ იმ აზრზე ვრჩები რომ უფრო მეტი ბრალი იმათია ვისაც როსიჩკი უნდა აეყვანა... მეორე გოლის მერე გამოსწორდა და სერიოზული შეცდომები აღარ დაუშვია, თან ისიც აღსანიშნავია რომ მესბას მხარეს უფრო მეტად უწევდა გადასსვლა ვიდრე სხვა თამაშებში, მექსეს კი იმის გათვალისწინებით რომ აბატე თითონაც უმკლავდებოდა თავის საქმეს ცენტრში დარჩენა უწევდა და ფაქტიურად ლიბეროზე თამაში გამოსდიოდა კარის წინ სადაც თითოეული მოგერიება საგოლე ეპიზოდის ჩაშლა გამოდიოდა და ძალიან თვალშისაცემი იყო მაყურებლისთვის...
მესბას მეტს ვერ მოსთხოვდი კაცი იმაზე უკეთესად ითამაშა ვიდრე სერია ბ-ში გასავარდნი გუნდის კონტრაქტამოწურული ნახევარ მილიონიანი ფეხბურთელი სადებიუტო თამაშში უნდა თამაშობდეს არსენალის ფლანგებთან... უბრალოდ დღეს მაგის დონე ეგაა თან დებიუტი იყო...
ბომელსაც რაღაცები შეეძლო უკეთესად ეთამაშა პირველი გოლზეც თავიდან ეგ იყვანდა როგორც მე დავინახე გოლის ავტორს და მაგას გაექცა პირველად, მაგრამ როცა საქმე გაგვიჭირდა ცენტრშI საკმაოდ კარგი იყო მეორე ტაიმში..
ნოჩერინო და ემანუელსონი არ მომეწონა ორივეს შეეძლო მეორე გოლის თავიდან აცილება განსაკუთრებით ემანუელსონს უბრალოდ დაიკიდა როსიჩკი და იფიქრა რომ სილვა მიხედავდა ამ შეტევას და ზედმეტი 10 მეტრის გარბენა აღარ იყო საჭირო ნოჩერინოც ჩავიდა საჯარიმოში მცველების წინ სადაც ჩვეულებრივ უნდა ყოფილიყო თავდაცვისას და არ მიაქცია ყურადღება რომ უკან როსიჩკის არავინ იყვანდა... ნოჩერინოს გამაზულზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება მაგრამ ყველას მოსდის და განსაკუთრებით არათავამსხმელს...
შაარავის მეტი მოეთხოვებოდა ბევრ ეპიზოდშI მაგრამ 19 წლის დებიუტი ამ ###ობა პირველ ტაიმში მეტისმეტი იყო ვითომ პირველ თამაშში მოერიდნენ მაგის ნერვბს და ამ სა###ვეთ თამაშში მოუწია თამაში...
რობინიო თავისებურად ###ზემკიდიაობდა თუ სხვები დაცვაში საჩკაობდნენ ეს ცირკაჩობდა მთელი პირველი ტაიმი, მერე ცოტა გამოცოცხლდა ესეც მაგრამ ბოლომდე ვერ გამოერკვა მაინც..
იბრაც პირველ ტაიმში დაცვაში იყო მარტო გამორჩეული, მეორეში მოუმატა და კარგი იყო თუმცა გოლის გატანა მართებდა ცარიელ კარში....
საბოლოო ჯამში არსენალი რომ უკეთესი გუნდი ყოფილიყო მეორე ტაიმში გაგვაგდებდა ლიგიდან მაგრამ შევძელით დალაგება იმაზე უკეთესად ვიდრე შესვენებაზე მეგონა, გამოცდილი გუნდივით ზედმეტი ნერვებზე აყოლის გარეშე დავალაგეთ თამაში მეტნაკლებად, თან არსენალიც დაიღალა ერთ ტაიმში ჩვენ კი დასვენებულები ვიყავით

იქიდან გამომდინარე რომ პირველი ტაიმი ვისაჩკავეთ

ნერვიულობით კი მე არ მინერვიულია ესენი რომ გავარდნილიყვნენ ღირსები იქნებოდნენ და არ ღირდა ნერვიულობად მით უმეტეს როცა სასწორზე ჩემპიონობა არ იდგა...
Never argue with an idiot, they drag you down to their level and beat you with experience
იყიდეთ ქართული!
FORZA GEORGIA!
ფაქ რაშა!