ეს მოხდა თორმეტიოდე წლის წინ!2000 წელს,როცა ვინსენტე დელ ბოსკეს დამოძღვრილ მადრიდის რეალს ევროპის ჩემპიონთა ლიგა უკვე მოეგო და ივლისის საზაფხულო პაუზით ტკბებოდა მერენგების თითოეული მოთამაშე. მადრიდში,საკუთარ სახლში მყოფ რაულ გონსალეს ბლანკოს სწრაფი ფოსტით ამანათი მოუვიდა შორეული შეერთებული შტატებიდან. რაულს არ გაკვირვებია,რადგან ის მიჩვეული იყო ამანათებს მეგობრებისგან და უბრალოდ ფანებისგან,მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო - მადრიდის "რეალის" შვიდნომრიანი მაისური!!!ამანათს ახლდა წერილი:
''გამარჯობა. მე ცნობილი სპორტსმენების მაისურებს ვაგროვებ მათივე ავტოგრაფებით.ძალიან მინდა მივიღო ავტოგრაფი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენისგან.გთხოვთ, მადრიდის რეალის შვიდნომრიან მაისურზე გააკეთოთ თქვენი ავტოგრაფი.წინასწარ გიხდით მადლობას.პატივისცემით: მაიკლ ჯორდანი.''
როგორ ფიქრობთ,რა მოხდა შემდეგ?მეორე დღეს რაული ვაშინგტონში გაფრინდა და პირადად შეხვდა კალათბურთის ცოცხალ ლეგენდას!მათ ავტოგრაფები გაცვალეს და ასე ჩაეყარა საფუძველი მათ მეგობრობას...
თითქოს არაფერია ამაში განსაკუთრებული,რადგან უამრავი დიდი ადამიანი,დიდი სპორტცმენი მეგობრობს ერთმანეთთან,მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია.ნიშანდობლივია, პარალელები ჯორდანსა და რაულს შორის:თავდადება,ერთგულება,უბრალოება,სპორტული ჟინი და ა.შ.
ერთხელ,როცა ჯორდანს კითხეს ფეხბურთზე,მან უპასუხა:
''სოკერი?მე არ ვარ ამ სახეობის დიდი მოყვარული,მაგრამ როცა რაული თამაშობს, უბრალოდ შეუძლებელია არ უყურო...ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ამას ფულისთვის არ აკეთებს.უბრალოდ მას სულში აქვს სოკერი!რაული მაგალითია თავდადებისა და ერთგულებისა.ის ძალიან უბრალო ადამიანია და ამაშია მისი სიდიადე...იგი მსოფლიო სპორტის ლეგენდა და ჩემი მეგობარია...მე ვამაყობ, რომ ვიცნობ მას!გონსალეს ბლანკო მაგალითი უნდა იყოს ყველა დამწყები სპორტმენისთვის...''
2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ტრიბუნაზე იჯდა კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა თეთრი მაისურით თეთრზე თეთრი ლეგენდის საქომაგოდ!ისინი დღემდე მეგობრობენ!
პ.ს.იცით რაულმა ჯორდანისთვის მიძღვნილ მაისურზე რა წარწერა გააკეთა?
"რაულ გონსალეს ბლანკო...მარად მადრიდისტა - პატივისცემით სპორტის მეფეს მაიკლ ჯორდანს...2000წელი''
This post has been edited by sxm777 on 7 Mar 2012, 20:28
მიმაგრებული სურათი