ratomac aRaდამეძინოს კი არა დავიძინე

დამეზარა ყურება

ხვალ ალბათ ვუყურებ

სპს მანოია
* * *
ბრაზილია-2014: სტადიონები და ჩემპიონატის ბადე ცნობილია
4.07.2012 15:56
დასრულდა ევრო-2012 და ახლა რამდენი გულშემატკივარი ფიქრობს, მორიგ დიდ სანაკრებო ტურნირამდე რა მოიცდისო... 2024 წლის მუნდიალი ბრაზილიაში 12 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება, ანუ 31 დღე გასტანს. სტადიონები უკვე ცნობილია: 12 სტადიონია და ფინალი რიო დე ჟანეიროს ლეგენდარულ “მარაკანაზე” გაიმართება, რომელიც 76935 მაყურებელს იტევს. ასევე ცნობილია, რომ ნახევარფინალები სან პაულუს “სან პაულუ არენაზე” და ბელუ ორიზონტის “მინეირაოზე” იქნება, მესამე ადგილისთვის მატჩი კი, დედაქალაქ ბრაზილიის “მანე გარინჩაზე”.
ჯგუფის მატჩები 26 ივნისს დასრულდება.
მერვედფინალები - 28 ივნისს, 29 ივნისს, 30 ივნისსა და 1 ივლისს.
მეოთხედფინალები – 4 და 5 ივლისს.
ნახევარფინალები – 8 და 9 ივლისს.
მესამე ადგილისთვის – 12 ივლისს.
ფინალი – 13 ივლისს.
ცნობილია, რომ მასპინძელი ბრაზილია A ჯგუფში ითამაშებს.
სტადიონები:
რიო დე ჟანეირო, “მარაკანა”, 76935
სალვადორი, “არენა ფონტა ნოვა”, 56500
რესიფი, “არენა პერნამბუკო”, 43921
სან პაულუ, “არენა სან პაულუ”, 65807
ნატალი, “არეან დას დუნასი”, 42007
ფორტალეზა, “კასტელაო”, 64165
მანაუსი, “ნოვო ვივალდაო”, 43710
პორტუ ალეგრი, “ბეირა რიო”, 50287
ბელუ ორიზონტი, “მინეირაო”, 66805
ბრაზილია, “მანე გარინჩა”, 71412
კუიაბა, “ნოვო ვერდაო”, 42968
კურიტიბა, “არენა დე ბაიშადა”, 40210
შეხსენებისთვის, 32 გუნდი კონტინენტებიდან ასეთი სისტემით მოხვდება:
ევროპა – 13 ადგილი.
სამხრეთ ამერიკა – 5 ადგილი (მათ შორის, მასპინძელი ბრაზილია) + 1 (მეექვსე გუნდი პლეი ოფში შეხვდება აზიის მეხუთე გუნდს).
შენიშვნა: ბრაზილია პირდაპირ გასულია და საკვალიფიკაციო ტურნირში არ მონაწილეობს. ასე რომ, სამხრეთ ამერიკის დანარჩენი 9 გუნდიდან 4 პირდაპირ გავა მსოფლიოზე, მეხუთე კი, როგორც უკვე ვთქვით, აზიის წარმომადგენელს ეთამაშება.
აფრიკა – 5 ადგილი.
ჩრდილოეთ ამერიკა – 3 ადგილი + 1. (მეოთხე გუნდი პლეი ოფში შეხვდება ოკეანიის გამარჯვებულ გუნდს).
აზია – 4 ადგილი + 1 (მეხუთე გუნდი პლეი ოფში შეხვდება სამხრეთ ამერიკის მეექვსე გუნდს).
ოკეანია - 0 ადგილი + 1 (ოკეანიის ზონის გამარჯვებული პლეი ოფში შეხვდება ჩრდილოეთ ამერიკის მეოთხე გუნდს).
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=38284&lang=1