რა უთავმოყვარეო გუნდია ეს ჰერტა
არადა არაფრით უნდა გავარდნილიყო ეს გუნდი, მაგრამ პირადად პრეეცმა და შემდეგ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს ამისთვის
90% გავარდნილები არიან
ასე რომ, დიუსელდროფი ბრუნდება პირველ ბუნდესლიგაში ბრწყინვალე ესპრიტ არენათი
თუმცა სერიოზული გაძლიერება დაჭირდება ამ გუნდს, რომ ღირსეულად გამოვიდეს
აუგსბურგელი ბელინგჰაუზენი კი დაიმატეს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია
ერთი ცენტრალური მცველი აუცილებელია, ნახევარმცველიც, თავდამსხმელიც
გამიხარდება ბუნდელიგის მყარ ბინადრად თუ ჩამოყალიბდება ფორტუნა
თუმცა ჯერ წინ განმეორებითი მატჩია...დღეს გაუმართლათ კიდეც
ჰერტა კი..... რავიცი, სირცხვილია უბრალოდ
ახალი გუნდია ასაწყობი ახალი მენეჯერით, მწვრთნელით, ფეხბურთელებით
რამოსი, რაფაელი, ებერტი ალბათ წავლენ
შეიძლება ბენ-ჰატირაც
ლასოგამ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და რავიცი, თუ იყიდის ვინმე
უდაცვო გუნდით ათეულს დებდა ბაბელი და პრეეცმა რა გააკეთა
თუ გავარდა ჰერტა, იმედია ახალი გუნდით ეგრევე დაბრუნდება