25-ე ტურის პარასკევის მატჩის Previewბუნდესლიგის 25–ე ტური დღეს, თბილისის დროით 23:30 წუთზე, შტუტგარტში, ადგილობრივი კლუბისა და კაიზერსლაუტერნის მატჩით გაიხსნება

09.03.2012, 23:30
შტუტგარტი
მერსედეს-ბენც-არენა
მსაჯი: ფელიქს ბრიხი
დღის პირველი მატჩი საკმაოდ საინტერესოა; მართალია ეს არ არის ტურის ცენტრალური მატჩი, არც ერთ გუნდს გააჩნია უმაღლესი მიზნები, თუმცა ამ დროისთვის მათი მდგომარეობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია; განსაკუთრებით ეს ითქმის სტუმრებზე, რომლებიც 24-ე ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ და გავარდნის მთავარ კანდიდატად განიხილებიან
ამ მატჩს მასპინძლები ძალიან კარგ ხასიათზე ხვდებიან; შტუტგარტი ბრწყინვალე ფორმაშია და ბოლო ტურებში მეტოქეების დიდი ანგარიშით დამარცხებას მიგვაჩვია. ბოლო 4 ტუიდან სამში გუნდმა მინიმუმ 4 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში ამ ოთხ ტურში 15 გატანილი გოლით იწონებს თავს.. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ გუნდი ევროპა ლიგის ზონასაც მიუახლოვდა და საკმაოდ კარგი შანსიც გაუჩნდა, მომავალ სეზონში ევროასპარეზზე ითამაშოს
კაიზესლაუტერნის მდგომარეობა კი კატასტროფულია; გუნდს ბუნდესლიგაში 22 ოქტომბრის შემდეგ არ უმარჯვია, საოცრად უჭირს გოლის გატანა, ამ ხმრივ ყველა გუნდზე უარესი მაჩვენებელი აქვს ჩემპიონატში და ლოგიკურად ბოლო ადგილზეც გადაინაცვლა; მართალია წინა ტურში კაიზერსლაუტერნმა წაგებათა ოთხმატჩიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ ნულოვანი ფრე ვოლფსბურგთან ვერ აღმოჩნდა ამ გუნდისთვის შვება
ეს მატჩი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს კაიზერსლაუტერნის მთავარი მწვრთნელისთვის –
მარკო კურცისთვის, რადგან მას სავარაუდოდ კიდევ ერთ წარუმატებლობას აღარ აპატიებენ; გუნდისთვის თითოეული მოპოვებული ქულა უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ასე რომ კურცი გაგდების ზღვარზეა
გუნდების დანაკლისი არცთუ დიდ ყურადღებას იქცევს; კაიზერსლაუტერნ
კუემაჰა და
ბუგერა დააკლდება, ხოლო შტუტგარტის დანაკლისიდან მხოლოდ
ჩელოცის და
ტრაორეს ტრავმებს თუ გამოვყოფთ
სხვათა შორის აღსანიშნავია ის, რომ კაიზერსლაუტერნის კარს, უკვე ზედიზედ მეორედ
ტობიას ზიპელი დაიცავს, რადგან მწვრთნელმა მანამდე გუნდის პირველ მეკარეს
კევინ ტრაპს, რომელმაც თავის დროზე სწორედ ზიპელი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან, არადამაჯერებელი თამაში არ აპატია და თადარიგში გადაისროლა
გუნდებს საკმაოდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც ამ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, შემდგომი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ; ესენია, შტუტგარტის მხრიდან –
ბულარუზი,
ტასკი,
ბულარუზი,
კვისტი,
კაკაუ,
იბიშევიჩი და
გენტნერი; კაიზერსლაუტერნის მხრიდან –
დიკი,
შაჰანი,
სუკუტა–პასუ და
ვაგნერიბუნდესლიგის მასშტაბით ამ გუნდებს შორის გაიმართა
83 მატჩი, რომელთაგან
37 მოიგო შტუტგარტმა,
29 კაიზერსლაუტერნმა, ხოლო
17 ფრედ დამთავრდა; ბურთების შეფარდება
158:126 შტუტგარტის სასარგებლოდ
პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა
0:2 დასრულდა შტუტგარტის სასარგებლოდ
შტუტგარტმა ყველაზე დიდი სხვაობით კაიზერს 1970 წელს მოუგო 5:0; კაიზერსლაუტერნისთვის ასეთი ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 6:0-ია (1974)
ბუნდესლიგაში შტუტგარტს ბოლო 5 შეხვედრაში 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს
კაიზერსლაუტერნს კი 4 წაგება და 1 ფრე
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები კიკერის მიხედვით:
შტუტგარტი: Ulreich - Boulahrouz, Tasci, Niedermeier, Sakai - Kvist, Kuzmanovic - Harnik, Hajnal, Okazaki - Ibisevic
კაიზერსლაუტერნი: Sippel - Dick, Simunek, Abel, Jessen - Borysiuk, De Wit - Sukuta-Pasu, Tiffert, Derstroff - Wagner