ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თამაშის წინ ვთქვი რომ ამ ოთ კაცს ტოტალური ლუზერი ერქმევა თქო
თუ კიდევ ერთ ფინალს წააგებენ თქო შვაინა ლამი რიბერი რობენი, მეც ვთქვი და ბევრმაც ხოდა ზუსტად
აგვიხდა ყველაფერი, ზუსტად ისე წააგეს როგორც ლუზერები აკეთებენ ხოლმე. უამრავი გაცუდებული მომენტი
გამაზული თერთმეტმეტრიანი, 5 წუთი მშრალად ვერ შენახული კარები და ასე შემდეგ. ძალიან მძიმეა ასეთი
მარცხი ძალიან

ბასტიან შვაინსტაიგერის ბოლო აცდენას რაც შეეხება რა უნდა ვთქვა ჩემთვის როგორც
სპორცმენი ეტალონია ეგ და ლამი 17-18 წლისები იყვნენ და იმ დროიდან სულ მაგათ ბურთაობას ვუყურებ.
ჩემთვის შვაინსტაიგერი და ლამი უპირველესი არიან მაინც დღეს ფეხბურთში

ვიმედოვნებ გერმანიის მაიკის ქვეშ მოახერხებენ ამ ვერცხლის და ბრინჯაოს ტრადიციის დარღვევას
და აწევენ ოქროს, ეს უნდა მოახერხონ როგორმე, ყველაფერი აქვთ ამისთვის ვნახოთ ვიმედოვნებ.
ჩელსი ღირსეული ჩემპიონია და იმ ზღაპრებს მოეშვით რომ წერთ უღირსი ჩემპიონიაო.
მათ არც მსაჯის შეცდომებით მოუგიათ და არც პროვოკაციები მოუწყვიათ. ქონდათ ტაქტიკური
მონახაზი რისთვისაც გამოვიდნენ მიიღეს შედეგი. მორჩა მანდ საქმე

ბასტიანი და შვაინი კი ჩემთვის როგორც სპორცმენები როგორც პიროვნებები
ძალიან მაღალ საფეხურზე დგანან და ვიმედოვნებ რომ მოახერხებენ ამ ევროპის
ჩემპიონატზევე ყველა ჩვენი სკეპტიკოსის გაჩუმებას და დაიძახებენ უკრაინიდან
გამოიღეთ......
არ შემიძლია არ ავღნიშნო უღბლობა რომელიც თან გვდევს
იგივე დღეს გაცუდებულ მომენტებს თავი დავანებოთ
მიულერმა გაიტანა და გავიდა შემოვიდა მცველი და მივიღეთ გოლი
არანაირი რესურსი აღარ იყო შეტევის გაძლიერების და ამას
რიბერის ტრამვაც მოყვა

სხვა რა ვთქვა ეს ბაიერნია ეს ჩემი გული და სულია
და მჯერა ყველაფერი კარგად იქნება, სასწრაფოდ უნდა
მივიღოთ კარგი შევსება ზაფხულში და სამივე ტიტულზე
გავიწიოთ მომავალ წელს, ბუნდესშIც უნდა აღვადგინო
შელახული რეპუტაცია და ევროპაშიც.
მაინც მაქ ამ ბირთვის იმედი და მომკალით