ბუნდესლიგა, 25 ტური: ორი ლიდერის უგოლო ფრე და "რეკორდმაისტერის" შოუ...
შტუტგარტი 0-0კაიზერსლაუტერნი
მძიმე ბრძოლა „კაიზერსლაუტერნისა“, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შტუტგარტელთა სტუმრად დამარცხებისთვის.
მასპინძლებს ჰქონდათ რამდენიმე რეალური მატჩი პირველივე ტაიმში, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს.
80-ე წუთზე ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრ კაკაუს, მაგრამ მისი ახლო დარტყმული არც ისე ზუსტი აღმოჩნდა და მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.
[color=#CC0000]
ბაიერნი 7-1 ჰოფენჰაიმი[/color]
ძალიან კარგი და სანახაობრივი თამაში მასპინძლებისა, რომლებმაც პირველ 35 წუთშივე დაასამარეს მოწინააღმდეგე, გაუტანეს რა 5 უპასუხო გოლი.
მატჩი გამორჩეული იყო მარიო გომესისთვის, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.
ამ გამარჯვებით მიუნხენელებმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შვიდ ქულიანი ჰანდიკაპი ხუთამდე შეამცირეს და გაჩემპიონების დაკნინებული შანსები უფრო გაზარდეს.
მაინცი 2-1 ნიურნბერგი„მაინცისთვის“ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თომას ტუხელის შეგირდები მე-11 პოზიციაზე აღზევდნენ და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან „ნიურნბერგსა“ და „შტუტგარტს“.
„მაინცი“ მეორე წუთზევე გაიჭრა წინ ნიკოლაი მიულერის გოლით, რომელმაც მოჰამედ ზიდანის დარტყმულს დაამატა და მეკარე უშანსოდ დატოვა. 22-ე წუთზე კი თავად მოჰამედ ზიდანმა დააწინაურა ბრწყინვალე დარტყმით მასპინძლები სოლიდური ანგარიშით.
ანგარიშის მინიმალურ სხვაობამდე შემცირება დანიელ დიდავიმ შეძლო 64-ე წუთზე, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვერაფერი გააწყვეს და ქულის მოპოვებაც ვეღარ მოახერხეს.
„ნიურნბერგი“ ამჟამად მეცხრე პოზიციაზე იმყოფება და ცხრა ქულა აშორებს გავარდნის ზონიდან.
მიონხენგლადბახი 0-0 ფრაიბურგიმიონხენგლადბახის „ბორუსია“ ფორმიდან გამოსვლა მიმდინარეობს. ლუსიენ ფავრეს შეგირდები ზედიზედ მეორე მატჩს ვერ იგებენ.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ, როდესაც ჰანკე-როისის წყვილმა ყველა მცველი დაჯაბნა, მაგრამ ერთი-ერთზე დარჩენილმა ჰანკემ მეკარის ბრწყინვალე თამაშის გამო ანგარიში ვერ გახსნა და ვერც როისმა ივარგა დამატებაზე.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ შანსები ფრაიბურგელებსაც ჰქონდათ. საბოლოოდ მატჩი 0-0 დამთავრდა.
ბოლო ორ მატჩში დაკარგულმა ოთხმა ქულამ საგრძნობლად შეამცირა გლადბახის გაჩემპიონების შანსები. მიუნხენელებს უკვე სამი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო დორტმუნდელებს - 8 ქულით.
ვოლფსბურგი 3-2 ლევერკუზენიმატჩის პირველივე წუთებში გამოჩნდა, თითქოს ლევერკუზენელებმა დაივიწყეს „ბარსელონასთან“ გამანადგურებელი მარცხი (7-1) და მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთვნენ. მატჩის პირველი გოლი შტეფან კისლინგმა გაიტანა მესამე წუთზე. ერთი-ერთზე დარჩენილმა ბელარაბიმ პასი მარცხენა ფლანგზე კისლინგს გადააწოდა და ამ უკანასკნელსაც ცარიელ კარში ბურთის შეგორება აღარ გასჭირვებია.
თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა. პატრიკ ჰელმესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო აშხან დეჟაგამ კი მასპინძლები წინ გაიყვანა. მესამე გოლი კი კადლეცმა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „მგლები“ კიდევ უფრო დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ დერდიოკმა გაიტანა თავური დარტყმით.
ამ გამარჯვებით „ვოლფსბურგი“ მე-10 პოზიციაზე აღზევდა 31 ქულით, ხოლო ლევერკუზენი კი კვლავ იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, რომელშიც გელზენკირხენის „შალკე“ ეცილება. მათ შორის სხვაობა ოთხი ქულაა „შალკეს“ სასარგებლოდ.
კიოლნი 1-0 ჰერტა„კიოლნმა“ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
მატჩის ერთადერთი გოლი 36 წუთზე გავიდა. თავი კრისტიან კემენსმა გამოიჩინა. სამწუხაროდ, მატჩი ძალიან უხეში გამოდგა. ჯერ 66-ე წუთზე ჯაჯალო გააძევეს, ხოლო 77-ე წუთზე ლევან კობიაშვილისა და ლუკაშ პოდოლსკის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მსაჯმა ორივე ფეხბურთელი გააგდო მოედნიდან.
საბოლოო ჯამში, კლემენსის გოლი საკმარისი აღმოჩნდა დედაქალაქელების დასამარცხებლად. „ჰერტას“ კი ნამდვილად არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. ოტო რეჰაგელის შეგირდები ისედაც მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან, 25-ე ტურში კი მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან, სადაც დიდი ალბათობით ქულებს დაკარგავენ.
„თხები“ კი მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან 30 ქულით.
აუგსბურგი 0-0 დორტმუნდიძალიან საინტერესო მატჩი, სადაც თითქოს ინტრიგა არ უნდა ყოფილიყო. ყველა ვარაუდობდა, რომ დორტმუნდი მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა და „ბაიერნთან“ შვიდ ქულიან ჰანდიკაპს შეინარჩუნებდა. მაგრამ, მასპინძლები ძალიან კარგად იცავდნენ თავს და არც შეტევაში გამოიყურებოდნენ ურიგოდ.
საბოლოოდ მატჩი 0-0 დამთავრდა. კლოპის შეგირდებმა ორი ქულა დაკარგეს და „ბაიერნი“ უფრო დაიახლოვეს.
http://bayern.ge/index.php?newsid=4836ნოვარისტ აღარ შეწუხდე ბრატ