turabelidze
მე მაინც დავწერ ჩემს შეფასებებს გუშინდელ ბუნდესსაფეხბურთო დღეზე

პირველ რიგში ბაიერნის თამაშზე...
ჰოფე და განსაკუთრებით ბაბელი ძალიან შემეცოდნენ.. მაგრამ ბაიერნისთვის ფსიქოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანი იყო ასეთი გამარჯვება
თუმცა ამ მატჩით გუნდის ზოგად მდგომარეობაზე დასკვნებს ვერ გავაკეთებთ.. თავიდანვე გავიტანეთ გოლი და შეიძლება ამიტომ გამოვიდა ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება... ვნახოთ ბაზელთან რას იზამენ
კარგი ისაა, რომ გომესმა და რობენმა გაიტანეს გოლები. ორივეს ძალიან ჭირდებოდა. დაცვის ასეთი ხაზიც მომწონს.
ერთი მიულერი მეცოდება, საშინელ ფორმაშია.... ნეტა მაგასაც გაეტანა, ძალიან წაადგებოდა
იმედია დაზიანებები სერიოზული არც ერთ ფებურთელს ექნება... მოკლედ ბაზელთან ბევრი რამ (მაგრამ არა ყველაფერი) გამოჩნდება
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი
იმ კრახის მერე მოსალოდნელი იყო ლევერის წაგება, თან ვოლფები სახლში კარგად თამაშობენ... ძალიან სიანტერესო მატჩი გამოსულა.. ბაიერმა კარგად ითამაშა, მარა მხოლოდ წინ.. დაცვა საერთოდ არ ჰყავდათ და შესაბამისად დაისაჯნენ კიდეც
არადა რა შანსი გაუშვეს გლადბახთან სხვაობის 5 ქულამდე შემცირების, პირიქით 8-მდე გაიზარდა
ცუდი კიდევ ისაა, რომ როლფესი და ბენდერი დაშავდნენ..... როლფესმა თავი გაიტეხა, ბენდერი კი კუნთს იტკიებდა.... მოკლედ ამ ტყუპებს ბედი არ აქვთ რა : ( .... არადა განსაკუთრებით მაგ ამპლუის ფეხბურთელი რომ ტრავმატულია.. ძალიან ცუდია
ბელარაბი სხვათაშორის მომწონს, კაი ბიჭია, მარა დღეს ორი ძალიან კარგი მომენტი გააფუჭა
ვოლფსბურგს რაც შეეხება... დეჟაგას გოლი ძალიან მომეწონა და ჰელმესის გამიხარდა....
ისე, ჰელმესს კიოლნი განიხილავს პოლდის შემცვლელად
კიოლნი-ჰერტას მატჩიც ძალიან კარგი გამოვიდა, ყველას ვურჩევდი სრული მატჩის ნახვას.. ძალიან დაძაბული, ტემპიანი და უხვმომენტებიანი
მეკარეებმა თავი გაიგიჟეს..რენზინგმა და განსაკუთრებით კრაფტმა ურთულესი ბურთები მოიგერიეს
კლემენსის გოლიც მომეწონა.... ისე კი მსაჯმა გააფუჭა თამაში. იაიალოს გაძევებაც არ იყო აუცილებელი და პოლდი-კობის ეპიზოდშიც გადაამლაშა. არამგონია ამ ორს 1 მატჩზე მეტი დისკვალიფიკაცია მისცენ
ჰერტა როგორც ჩანს სახლში შეეცდება გადასარჩენად სამყოფი ქულების დაგროვებას.... კიოლნს კი წესით გავარდნა სერიოზულად არ უნდა დაემუქროს
მაინცი-ნიურნბერგი
ყოჩაღ მაინცს. უპირველეს ყოვლისა კი ზიდანს და ტუხელს.... შესანიშნავად ათამაშდა გუნდი...და არც ევროზონასთან არიან ძალაინ შურს, მაგრამ იმედია ვერ გავლენ... ისე კი ძალიან ლაღად თამაშობენ. ნიურნბერგის წაგება კი მოსალოდნელი იყო ზედიზედ 3 მოგების მერე.. ამ გუნდს სანერვიულო ნაკლებადღა ექნება
გლადბახი-ფრაიბურგი
დაკარგა ის სიმსუბუქე და იღბალიც ბორუსიამ, რაც გამოარჩევდა ამ გუნდს.... და სხვა გუნდები რომ ვარგობდნენ, არც ლიგის ზონიდან ამოვარდნაა შორს, მაგრამ....
გუშინ უამრავი მომენტი აფუჭეს როისმა და კომპანიამ. ჰერმანიც მაგრად აკლიათ, თუმცა ფრაიბურგიც მწვავედ იკბინებოდა...
აუგსბურგი დორტმუნდზე რა უნდა ითქვას, ძალიან ცუდად ითამაშა ჩემპიონმა, განსხვავებით აუგსბურგისგან და მოგებას მგონი მასპინძლები უფრო იმსახურებდნენ... შესანიშნავად ათამაშდა აუგსბურგი, არადა ცოტა ხნის წინ განწირული მეგონა ეს გუნდი
დღეს ორივე მატჩი ძალიან საინტერესოა
მე ორივეგან უფრო ფრეს ვვარაუდობ, თუმცა შეიძლება ვერდერმა მოუგოს ჰანოვერს..... სლომკას გუნდს ალბათ ევროპა ლიგის მატჩზე ექნებათ კონცენტრაცია, თან მგონი დიუფიც არ ეყოლებათ
შალკეს კი ძალიან უჭირს ჰამბურგთან შინ... თუმცა ჩავარდნის მერე შეიძლება გამოიღვიძონ.. ვერც ჰამბურგი ბრწყინავს
ორი სიტყვაც მეორე ბუნდესლიგაზეც
გუშინ ორი მატჩი იყო. მიუნხენ 1860-მა სტუმრად წააგო ფრანკფურტთან 3:1 და ალბათ გამოეთიშა გადმოსასვლელად ბრძოლას
სამაგიეროდ გამახარა ფორტუნამ. რომელმაც შინ ასევე 3:1 მოუგო აუეს და მეორე ადგილზე გადავიდა. ისევ ათამაშდნენ დიუსელდორფელები და იმედია ასე გააგრძელებენ. ძალიან კარგად ითამაშეს, მაღალ ტემპში და კომბინაციურად
კვლავ გაიტანა ბიასტერმა. მოკლედ ძალიან მაგარი ტალანტი უბრუნდება მომავალ სეზონში ჰამბურგს