ჰოფენჰაიმთან შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით ბაიერნის თავდამსხმელი მარიო გომესი ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების 30-ეულში შევიდა და ამჟამად 26-ე ადგილზე იმყოფება 122 გატანილი გოლით
სხვებთან ერთად გომესმა გადაასწრო თავის ყოფილ თანაგუნდელს ბაიერნში, და ამჟამინდელს ნაკრებში, მიროსლავ კლოზეს, რომელსაც ბუნდესლიგაში 121 გოლი აქვს გატანილი
გომესს 122 გოლის გასატანად 206 მატჩი დასჭირდა, ანუ მისი საშუალო შედეგიანობაა 0.592
რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ამით იგი მხოლოდ 3 ლეგენდას ჩამორჩება - გერდ მიულერი (0.854), ჰორსტ ჰრუბეში (0.607), იუპ ჰაინკესი (0.596)
აღსანიშნავია, რომ ამ 30 კაციან სიაში გომესის გარდა მხოლოდ 2 მოქმედი ფეხბურთელია, ერთი მათგანი კლოზეა, რომელიც ბუნდესლიგაში აღარ თამაშობს და რომელსაც უკვე გაასწრო გომესმა და კლაუდიო პიზარო, რომლის ანგარიშზეა 158 გოლი 326 შეხვედრაში (მე-12 ადგილი)
გომესის შედეგიანობის და მისი პროგრესის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია, იგი კარიერის ბოლოს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირთა 5-ეულშიც კი ვიხილოთ
მიმაგრებული სურათი