27-ე ტურის პარასკევის მატჩის Previewბუნდესლიგის 27-ე ტური დღეს, თბილისის დროით 23:30 წუთზე, ვოლფსბურგში, ადგილობრივი კლუბისა და ჰამბურგის მატჩით გაიხსნება

23.03.2012, 23:30
ვოლფსბურგი
ფოლკსვაგენ–არენა
მსაჯი: ფელიქს ბრიხი
27-ე ტურის პირველივე შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მის მონაწილე ორივე გუნდს კონკრეტული ამოცანები აქვს გადასაჭრელი, რომლის შესრულების გზაზეც ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია
ვოლფსბურგს და ჰამბურგს ამ სეზონის დარჩენილ ნაწილში სხვადასხვა მისიები აქვთ შესასრულებელი. ვოლფსბურგი ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და გერმანიის თასის ნახევარფინალების შემდეგ ეს მისია კიდევ უფრო ახლოა, რადგან საბოლოოდ გაირკა, რომ ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი ევროპის საგზურის გარანტიას იძლევა, ვოლფსბურგს კი ამ ადგილამდე 2 საფეხური და 4 ქულა აშორებს
ჰამბურგის მისია კი სხვაგვარია.. გუნდი, რომელიც ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა, გადასარჩენად იბრძვის და ეს მატჩი მისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდს გასავარდნი ზონისგან მხოლოდ 2 ქულა აშორებს
გუნდები მატჩს სხვადასხვა მდგომარეობაში და ხასიათზე ხვდებიან. ვოლფსბურგმა ბოლო 2 მატჩის მოგება მოახერხა და სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა ევროპა ლიგაზე გასვლის რეალური ამბიცია; უფრო კონკრეტულად კი ვოლფსბურგს სამ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
ჰამბურგს კკი პირიქით 3 მატჩიანი წაგებათა სერია აქვს; სულ ბოლო ხუთი მატჩია არ უმარჯვია და ამ 5 მატჩიდან მხოლოდ ერთ ფრეს მიაღწია
ჰამბურგს ვეღარც დიდი იმედებით მოყვანილი მწვრთნელი,
ტორსტენ ფინკი შველის, მისი მოსვლის შემდეგ გუნდი თითქოს გამოსწორდა, ქულების დაგროვებაც დაიწყო და ევროტურნირებზე მოხვედრის ამბიციაც გაუჩნდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია ისევ აირია და წინა ტურშ ფრაიბურგთან მარცხმა გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო
ჰამბურგს განსაკუთრებით დაცვაში უჭირს; ბოლო 5 მატჩში ამ გუნდმა 14 გოლი გაუშვა, მაშინ როცა მხოლოდ 4-ის გატანა მოახერხა
ამ მხრივ ჰამბურგელებისთვის გასახარი მხოლოდ ისაა, რომ გუნდს ამ მატჩისთვის 2 წამყვანი მცველი დაუბრუნდა –
ვესტერმანი და აოგოდაცვაში არც ვოლფსბურგს ულხინს, თუმცა შეტევაში გუნდი აშკარად გამოსწორდა, რაც უპირველეს ყოვლისა
პატრიკ ჰელმესის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა; კარგ ფორმაშია
მარიო მანჯუკიჩიც, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში სამი საგოლე პასი შეასრულა
გუნდების დანაკლისს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი აკლია (ვოლფსბურგს – 10; ჰამბურგს – 13), აღსანიშნავი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დანაკლისია, კერძოდ ჰამბურგელი
გერეროსი, რომელიც ბინძური თამაშის გამო ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას იხდის
ჰამბურგს 3 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ამ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, შემდგომი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ; ესენია,–
კაჩარი,
აოგო,
მანსიენიამ გუნდების შეხვედრა პირველ წრეში, ჰამბურგში 1:1 დასრულდა
ბუნდესლიგის მასშტაბით ამ გუნდებს შორის გაიმართა
29 მატჩი, რომელთაგან
10 მოიგო ვოლფსბურგმა,
9 ჰამბურგმა, ხოლო
10 ფრედ დამთავრდა; ბურთების შეფარდება
48:42 ვოლფსბურგის სასარგებლოდ
პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა
0:2 დასრულდა შტუტგარტის სასარგებლოდ
შტუტგარტმა ყველაზე დიდი სხვაობით კაიზერს 1970 წელს მოუგო 5:0; კაიზერსლაუტერნისთვის ასეთი ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 6:0-ია (1974)
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები კიკერის მიხედვით:
ვოლფსბურგი: Benaglio - Träsch, Russ, Felipe, Rodriguez - Polak, Jiracek - Dejagah, M. Schäfer - Helmes, Mandzukic
ჰამბურგი: Drobny - Diekmeier, Mancienne, Westermann, Aogo - Jarolim, Rincon - Ilicevic, Jansen - Petric, Berg
This post has been edited by novartis87 on 24 Mar 2012, 00:28
მიმაგრებული სურათი