ყოჩარ ორივე გუნდს... უმაგრესი თამში იყო !!! ერთ-ერთი საუკეთესო ამ სეზონში
შეტევაში ორივე გუნდმა ძალიან მაგრად ითამაშა, დაცვაში კი პირიქით
შტუტგარტისგან რა გასაკვირია და დორტმუნდის დაცვამ ამ სეზონში ყველაზე ცუდად დღეს ითამაშა
ფრე სამართლიანია, რადგან შტუტგარტიც ცოდო იყო უკვე წაგებისთვის
თუმცა თუ ვინმე იმსახურებდა მოგებას, უპირველესად დორტმუნდი
პირველ ტაიმში მაგრად აჯობეს, გოლის გარდა რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდათ
მეორე ტაიმშიც თავიდან ჯობდნენ, მაგრამ შემდეგ მოეშვნენ და შტუტგარტმა სასწაული შეძლო
შიბერის გოლები გამიხარდა ძალიან : )
ბოლოს უკვე მთლიანად ემოციებზე მიდიოდა თამაში
ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე სერიოზულად დაიძაბება
მადლობა ორივე გუნდს ამ მატჩისთვის