გუშინდელი სასწაული მატჩის შემდეგ, ტური საკმაოდ საინტერესოდ გაგრძელდა
მივყვეთ თანმიმდევრობით
ბაიერნმა სიარულით გადაწყვიტა მატჩის მოგება და საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც, თუმცა გარკვეული ნერვიულობის ფასად... ნიურნბერგმა კარგად იბრძოლა, მაგრამ რათქმა უნდა მოგება მხოლოდ ბაიერნს ეკუთვნოდა..
ნიურნბერგმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და კვლავ ჩაერთო გადასარჩენად ბრძოლაში.. არადა ნამდვილად კარგად თამაშობენ წაგებულ მატჩებშიც და ცოდოა ეს გუნდი გასავარდნად... იმედია არც მოხდება ასე
ფრაიბურგი და აუგსბურგი სასწალებს სჩადიან... მგონი ჩემ ჯინაზე

ამ ორი გუნდის გავარდნა მინდოდა და ისეთი თამაში დაიწყეს, ამ პრობლემას ალბათ დადებითად გადაჭრიან.... რას ვერჩი საბოლოო ჯამში, მშვენივრად თამაშობენ და იგებენ თამაშებს
კონკრეტულად ამ ტურში აუგსბურგის მოგება თუ მოსალოდნელი იყო უშუალო კონკურენტთან, ფრაიბურგის სტუმრად გამარჯვება, თუნდაც დემორალიზებულ ლევერკუზენთან, სერიოზული სენსაციაა, არადა ორივემ სრულიად დამსახურებულად და დამაჯერებლად მოიგო
ზოგადადაც რომ ვთქვათ... სასწაულია ამ გუნდების ასე აღზევება... კაიზერის შემდეგ ალბათ ყველაზე სუსტი შემადგენლობები ჰყავთ....
ფრიაბურგს როგორ უშველა ამ შტაიხმა, ეს ვინ ყოფილა, საოცრად აათამაშა გუნდი, არადა გუნდის უპირობო ლიდერი გაუშვეს ზამთარში
აუგსბურგი კიდევ ცალკე სასწაულია.... რა შემადგენლობა, თითქოს "რა" მწვრთნელი და ჩემპიონატის მიწურულს შესანიშნავი თამაში და შედეგები
არადა, უმეტესად ისე ხდება ხოლმე.... დებიუტანტი, პირველ წრეში იქაჩება და ბოლოს სვამენ ხოლმე თავის ადგილას.... აუგსბურგი კი ბოლოს გაგიჟდა
მაინც ვიტოვებ იმედს, ბოლო სამ ადგილს ეს ორი გუნდი შეავსებს კაიზერთან ერთად
მათ დღევანდელ მეტოქეებზე რა ვთქვათ.... კიოლნი საშინელ დღეში ჩავარდა, ამ მატჩის წაგება კატასტროფა იყო თხებისთვის, უკვე გასავარდნ ზონაში არიან
იმედია სოლბაკენს გაუშვებენ, იქნებ ასე მაინც ეშველოთ.... არადა არ ჰყავთ ცუდი შემადგენლობა
ლევერკუზენმა კი საერთოდ დაანება თამაშს თავი, შედეგად კი დიდი შანსია ევროპა ლიგაც გვერდზე დარჩეთ, რაც ძალიან ცუდი იქნება
ერთადერთი კარგი რაც იყო ამ მარცხში, მგონი დუტს უშვებენ და დროზე გააკეთონ ეგ.. სხვათაშორის მის დროებით შემცვლელად U19 გუნდის მწვრთნელთან ერთად სემი ჰიიპიაც განიხილება
ჰამბურგმა უმნიშვნელოვანეს მატჩი მოუგო კაიზერს გასვლაზე და ოდნავ ამოისუნთქა, თუმცა მთავარი ბძოლები კვლავ წინ აქვს..... წითელმა ეშმაკებმა კი ალბათ საბოლოოდ გაიფორმეს ბოლო ადგილი და მეორე ბუნდესლიგის საგზური
ვერდერის სამსარცხვინო მარცხზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა... პირველ რიგში ბრავო მაინცს, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს და გამოისწორეს მდგომარეობა, ამჯერად ჩუპო-მოტინგმა და ჟალაიმ ულიდერეს გუნდს... ვერდერი კი იმედია ევროპა ლიგის გარეშე დარჩება.... ბუნდესლიგისთვისაც ასე ჯობია და მაგათთვისაც; მადლობის მოხდით გაუშვან ის ღვაწლმოსილი დუეტი და დაიწყონ სრულიად ახალი გუნდის შენება, ქინებ 3-4 წელიწადში რეალური შედეგი დაიდოს
დღის ბოლო მატჩი კი.... საოცრება იყო... სიმწრით გაეცინებოდა ჰერტას გულშემატკივარს.... ამდენი 100%-იანი მომენტი და მხოლოდ 1 გატანილი გოლი.... ყველაფერი აკეთეს ვოლფსბურგის მცველებმა, რომ ჰერტას დიდი ანგარიშით მოეგო, სამაგიეროდ რამოსმა და კომპანიამ გამოიჩინა უდიდესი გულისხმიერება.... ასეთი საოცრება, რაც დღეს რამოსმა, ლასოგამ, რაფაელმა და სხვებმა აკეთეს, დიდი ხანია არ მინახავს... სამაგიეროდ ჰერტელი იანკერი იყო მთელი გულით ვოლფსბურგისკენ და დაუდო კიდეც სათავე ვოლფსბურგის გამარჯვებას
ვოლფსბურგიდან ორ კაცს გამოვარჩევდი.... დეჟაგა (თუ როგორცაა) ბრწყინვალე იყო პირველ ტაიმში და ასევე ჰელმესიც.... შესანიშნავი ორი გოლით... ჰელმესის ასეთი თამაში ძალიან მახარებს.. ვოლფსბურგი კი ევროპისკენ მარშით მიიწევს
მოკლედ ევროპა ლიგის სამი საგზურისთვის 5 გუნდია გამოკვეთილი, რომელთაგან 4-ს ერთნაიერი ქულები აქვთ...ჯობია ვერდერი ამოვარდეს და დანარჩენ 4 გუნდში გაირკვეს 3 საგზურსი მფლობელი; ხვალ ჰანოვერმა თუ მოიგო, მე-5ზე ასკუპდება
გასავარდნი ზონის სიახლოვეს კი ნამდვილი ცოდვის ტრიალია.. ბოლო ადგილი კი აქვს დაბევებული კაიზერსლაუტერნს, მაგრამ დანარჩენი 2 ადგილის პრედენდენტი მთელი 8 გუნდია, მათგან 6 განსაკუთრებით..... მათ შორის კი რა გუნდებია.... ჰამბურგი, ჰერტა, კიოლნი, ნიურნბერგი... ამ ოთხი გუნდის გავარდნა არ მინდა საშინლად : (
მათგან ყველაზე ცუდ დღეში ჰერტა აღმოჩნდა და ეს გუნდი თუ ისევ დაბრუნდა ქვედა ლიგაში, ეს პირადად პრეეცის დამსახურება იქნება!