ეს ტურიც დასრულდა...
დღეს ორი საინტერესო მატჩი იყო...
ჰანოვერის და გლადბახის მატჩის პირველი ტიამი ძალიან დუნე გამოდგა, აშკარად ჩანდა, რომ ჰანოვერი ისვენებდა, ხოლო გლადბახი ფორმაში არაა..
მასპინძლებმა მეორე ტაიმში მოუმატეს და სრულიად დამსახურებულად გაიტანეს ორი გოლი. მართალია ეგრევე მიიღეს ერთი და ბოლოს ცილერმა ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამარჯვებას უფრო ჰანოვერი იმსახურებდა.. მოიგო და მეხუთე ადგილზეც გადავიდა.. ახლა სეზონის გადამწყვეტი მატჩი ელით ატლეტიკოსთან
მეორე მატჩს რაც შეეხება. შალკეც დაღლილი იყო, თან როგორც ჩანს გატეხილიც ,ატლეტიკთან იმ მარცხის მერე... პირველ ტაიმში ჰოფენჰაიმმა აჯობა... გაცილებით უკეთ თამაშობდნენ მასპინძლები, კარგად უტევდნენ და ლოგიკურადაც მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ფარფანს აუღო სასწაული ბურთი შტარკემ, მერე ვეღარ ვუყურე და პენალტის ეპიზოდიდან დავუბრუნდი ამ მატჩს... ჩემი აზრით არ იყო დარღვევა, კი მოატყუა ობასიმ ბეკი, მაგრამ შემდეგ თვითონვე გამოედო, ფეხი არც გაუწევია ბეკს.... საერთო ჯამში ალბათ უფრო ჰოფენჰაიმი იმსახურებდა გამარჯვებას...
პრინციპში ორივე გუნდს დიდი მიზნები აღარც დარჩა... შალკემ წესით მესამე ადგილი არ უნდა გაუშვას ხელიდან, უფრო ზემოთ კი ვერ ავა, ხოლო ჰოფენჰაიმი არ გავარდება და მაინცდამაინც არც ევროპა ლიგაზე მოხვედრა "ემუქრება"
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ორმა ყოფილმა ბუნდესლიგელმა გამოიჩინა თავი ინგლისის პრემიერლიგაში
ყოვილმა ფრაიბურგელმა სისემ დუბლით მოაგებინა ნიუკასლს,
ხოლო ჰაოფენჰაიმიდან განათხოვრებულმა სიგურდსონმა მორიგი გოლი გაიტანა სუონსის რიგებში
ეს ორივე ფეხბურთელი ბრწყინვალედ მოერგო ახალ გუნდებს
იმედია ისლანდიელს დაიბრუნებს ჰოფენჰაიმი და სისეს რაც შეეხება, როგორ მწყდება გული ბუნდესლიგაში რომ არ დატოვეს..... რამხელა პრობლემას მოუგვარებდა ეს კაცი გინდა დორტმუნდს, გინდა ლევერკუზენს, ანაც ვოლფსბურგს