
ბუნდესლიგა 2011-2012
XXVIII ტური, 30 მარტი-1 აპრილი 2012
28-ე ტურის ყველა მატჩის სრული ჩანაწერი უმაღლესი ხარისხით
ბორუსია(დ) – შტუტგარტი ლევერკუზენი – ფრაიბურგი ვერდერი – მაინცი ნიურნბერგი – ბაიერნი კაიზერსლაუტერნი – ჰამბურგი აუგსბურგი – კიოლნი ჰერტა – ვოლფსბურგი ჰანოვერი – ბორუსია(მ) ჰოფენჰაიმი – შალკე 04 28-ე ტურის ყველა მატჩის მიმოხილვა სხვადასხვა ფორმატით * * *
საინტერესო 7 მატჩი იყო
სიტუაცია ბევრგან კიდევ უფრო დაიძაბა
მივყვეთ თანმიმდევრობით
ჯერ ბაიერნი - აუგსბურგი..... აქ ბევრი არც არაფერია სათქმელი.. ბაიერნმა კვლავ ძალების დაზოგვით სცადა მოგება, კვლავ გაუჭირდა, მაგრამ მაინც ისევ მოიგო.... პირველივე წუთზე გატანილმა გოლმა, ალბათ ცოტა ცუდად იმოქმედა მიუნხენელებზე და გაათანაბრებინეს მეტოქეს; საერთოდ აუგსბურგმა პირველ ტაიმში და საერთოდაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ღირსეულად იბრძოლა და კინაღამ სენსაციას გამოკრა ხელი... გოლის გარდა მომენტებიც ჰქონდათ . მეორე ტაიმში კი ძალიან გაუჭირდათ, ფაქტიურად ვერც შეუტიეს ბაიერნს, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად ითამაშეს
ბაიერნმა შეინარჩუნა 3 ქულიანი ჩამორჩენა დორტმუნდთან; აუგსბურგმა კი დაგეგმილად წააგო და გასავარდნ ზონასთან 1 ნაბიჯშია. თუმცა ისე იბრძვიან, სავარაუდოდ არც უნდა გავარდნენ
ვოლფსბურგი - დორტმუნდი ძალიან კარგი მატჩი იყო.. სწრაფი, ორმხრივი შეტევებით; თუმცა დორტმუნდელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და საგოლე შანსებიც მეტი შეექმნათ... როგორც ყოველთვის რამდენიმე 100%-იანი მომენტი გააფუჭეს. 2:0-ზე ისევ მოეშვნენ და ვოლფსბურგმაც დაუძაბა, თუმცა საბოლოოდ მაინც ორ ბურთიანი უპირატესობით, სრულიად დამსახურებულად მოიგო დორტმუნდმა და შეინარჩუნა 3 ქულიანი უპირატესობა სუპერ მატჩის წინ. ამ მატჩში გამოსაყოფი ლევანდოვსკია 2 გოლით და გიუნდოგანი ბრწყინვალე თამაშით და ლამაზი გოლით
ვოლფსბურგისთვის ამ მარცხით არაფერი დაკარგულა, ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსი ისევ ძალიან დიდია
ფრაიბურგი - ნიურნბერგი. 2:2
ორბურთიანი უპირატესობა ამოუღო ფრაიბურგმა, არადა როგორ მინდოდა წაეგოთ.. ესენი ქვევით დაიწევდნენ, ნიურნბერგი კი დაშორდებოდა. ახლა კი ერთნაიერი ქულები აქვთ და საფრთხეც ორივეს ემუქრება
მატჩს რაც შეეხება, ფრე უფრო სამართლიანი შედეგია, რადგან მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ფრაიბურგს ძალიან გაუმართლა
მსაჯმა თითიდან გამოწოვილი პენალტი დაუდო. მაგრამ ეს პენალტი რა სახსენებელია იმასთან, რაც მაინცი-შტუტგარტის მატჩში მოხდა, მაგრამ მაგაზე ქვემოთ...
აქ კი თავიდან ნიურნბერგი მაგრად თამაშობდა,.... დიდავიმ გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი და საერთოდ ეგ ბიჭი მაგრად ათამაშდა, მომავალ სეზონში შტუტგარტს ძალიან გამოადგება. ამ გოლის მერეც ნიურნბერგი ჯობდა და მეორე გოლიც დამსახურებული იყო, აი შემდეგ კი ფრაიბურგმა და მსაჯმა გამოიღეს ხელი.. შედეგად კი ფრე, რომელიც არც ერთს აწყობდა. 12-13 ადგილებს იყოფენ და მე-16 ადგილს 3 ქულით უსწრებენ
კაიზერი - ჰოფენჰაიმი
აქაც ბევრი არაფერია სათქმელი
კაიზერსლაუტერნი უკვე მეორე ლიგის ბინადრად ჩავთვალოთ, ჰოფენჰაიმი კი საბოლოოდ გადარჩენილად . ეგ კი არა, ბაბელის ბიჭები ევროზონას მიუახლოვდნენ
შტუტგარტი - მაინცი
შტუტგარტმა საბოლოო ჯამში მარტივად მოუგო მაინცს, ამ გუნდის თავდასხმა, მართალც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მატჩი ასეთი მარტივი არ ყოფილა.... მაინცსაც ჰქონდა უამრავი მომენტი... მხოლოდ ჩუპო-მოტინგს ორი 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა
არადა თავიდან მაინცი იგებდა პენალტით, რომელიც სამართლიანად დაინიშნა, თუმცა შემდეგ შტუგარტს აჩუქეს პენალტი აფსურდულ სიტუაციაში. ჰანრიკმა ხელი უბიძგა ერთ-ერთ მაინცელს მაინცის საჯარიმოში, ის მაინცელი წაიქცა, ჰანრიკი ბურთს გაეკიდა, წამოედო იმ წაქცეულს და მსაჯმა პენლტი დანიშნა.... ეს 2:1-ზე ხდებოდა.. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მანამდე შტუტგარტს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს....... მოკლედ ძალიან სანახაობრივი მატჩი იყო. მაინციც შეგეცოდებოდა, თუმცა შტუტგარტიც იმსახურებდა მოგებას..... რის შედეგადაც ეს გუნდი მე-5-ზე ავიდა, მაინცი კი მშვიდად ვერ იქნება, მართალია მე-11 ზე არიან, მაგრამ სულ 4 ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონას
კიოლნმა ვერ მოუგო ვერდერს და კვლავ ცუდ სიტუაციაშია, არადა მოსაგები თამაში იყო... უფრო მეტი მომენტი ამათ ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ფრე, რაც არც მათ აწყობდათ და არც ვერდერს. ბრემენელები ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ნელ-ნელა უკან იხევენ
კიდევ უარეს დღეშია ჰერტა, რომელმაც გასვლაზე ვერ მოუგო გლადბახს და გადასარჩენ ზონას 3 ქულა აშორებს.... გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ბერლინელებს
გლადბახი კი უმყარესადააა მეოთხე ადგილზე და ალბათ ესაა ამათი მინიმუმიც და მაქსიმუმიც
მოკლედ..... გასავარდნ ზონასთან საშინელი ქაოსია და ძალიან ბევრი პრეტენდენტიცაა
რაც ცხადია, ეს მხოლოდ კაიზერის გავარდნა და ჰოფენჰაიმის გადარჩენაა
ეს გამოიკვეთა 29-ე ტურის პირველ 7 მატჩში
ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კი ბევრი არაფერი შეცვლილა
* * *

დამავიწყდა ისე გაკეთება, რომ ცალკე დაპოსტილიყო