მთავარი მატჩი ისეთი გამოდგა, როგორც მის სტატუსს შეეფერებოდა და მთავარ კითხვასაც გასცა პასუხი
ჩემპიონი კვლავ დორტმუნდი იქნება... დამსახურებული ჩემპიონი
ცოტა სხვა მატჩებსაც მივხედოთ.... კიდევ 4 შეხვედრა იყო
ლევერკუზენმა უკვე ლამის ოფიციალურად გავარდნილ კაიზერსლაუტერნს მოუგო 3:1..... ესეც ჰიიპიას პირველი მოგება
ამ მოგებით ბაიერი მე-6-ზეა და აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ევროპა ლიგისთვის
ამ ზონაში ჯერ-ჯერობით ფავორიტად შტუტგარტი მოჩანს, რომელიც მე-5-ზეა
ნიურნბერგმა შალკე გაანადგურა 4:1 და ამ მოგებით 90%-ით დადებითად გადაწყვიტა ლიგაში დარჩენა; ზალიანაც კარგი, იმსახურებდნენ უმაღლეს ლიგას
შალკეს მესამე ადგილს კი ჯერ-ჯერობით არაფერი ემუქრება
არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ორი გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა ნიურნბერგელმა დიდავიმ.... სასწაული პროგრესი აქვს ამ ბიჭს და მომავალ სეზონში შტუტგარტს ძალიან გამოადგება
მოკლედ ეს ნიურნბერგი ფეხბურთელის გასანათხოვრებლად და პროგრესისთვის იდეალური გუნდი ხდება
ჰოფენჰაიმმა 4:0 გაანადგურა ჰამბურგი და ევროპა ლიგაზე გასვლის პრეტენზიაც გაუჩნდა, მართალია დიდი შანსი არაა ამის, მაგრამ მაინც
ჰამბურგი კი საშინელ დღეშია..... თითქმის უმოტივაციო ჰოფესთან რომ ასე განადგურდები....
რამდენჯერაც ჰოფენჰაიმი მოიგებს, იმდენჯერ მინდება ჰერტას მენეჯერის, პრეეცის "მოკითხვა"
ჰანოვერმა კი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო ვოლფსბურგს, უშუალო კონკურენტს ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში და სერიოზული ნაბიჯი გადადგა ამ საქმეში... ვოლფებმა კი ზედიზედ მეორედ წააგეს, თუმცა დამთავრებული ამ ბრძოლაში არაფერია
გოლები კონანმა და დიუფმა გაიტანეს... მოკლედ ეს დიუფი მაგარი ვიღაც მოიყვანა ჰანოვერმა
4 ტური დარჩა მთავარი ბრძოლები ევროპა ლიგის საზგურუსითვის და გასავარდნ ზოსნასთანაა
გავარდნის კანდიდატები 4 გუნდამდე შევიწროვდა.. ფაქტიურად ფრაიბურგმა გადაირჩინა უკვე თავი
ეს ოთხი გუნდია ჰამბურგი, კიოლნი, აუგსბურგი, ჰერტა
ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამ ოთხიდან 3-ის გავარდნა საშინლად არ მინდა..... განსაკუთრებით კი ჰამბურგის და კიოლნის
ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. მე-17 ადგილზე აუგსბურგი და მისი პირდაპირ გავარდნა..... მე-16-ზე რომელიმე, მაგალითად ჰერტა და ვნახოთ ვის შეხვდებოდა გადათამაშებაში.. მაგრამ არ მაქვს დიდი იმედი ამ სცენარის..... ჰერტა და კიოლნი ჩანან მთავარ აუტსაიდერებად
ეს ზონა ძალიან ცუდად დაეწყო ამ სეზონში
მიმაგრებული სურათი