ჯერ ფორმულა ერთით დავიწყოთ
გერმანელებისთვის წარმატებული იყო ჩინეთის დიდი პრიზი
პირველი ადგილის მფლობელი გერმანელი ნიკო როზბერგი გახდა, რომელიც ასევე გერმანული გუნდის (მერსედესის) ღირსებას იცავს...ეს ამ რბოლელის პირველი გამარჯვებაა
მისი თანაგუნდელი მიხაელ შუმახერი, რომელიც საკვალიფიკაციოზე პირველი იყო. დასანანად მალევე გამოეთიშა რბოლას, გუნდის შეცდომის შედეგად
სხვა გერმანელებს რაც შეეხება. ფეტელი მეხუთეზე გავიდა და ესეც წარმატებად უნდა ჩავთვალოთ მისი მანქანის გადამკიდე, მით უმეტეს, რომ საკვალიფიკაციოზე მე-11 ადგილი დაიკავა
სხვა გერმანელებმა ქულები ვერ აიღეს... ჰულკენბერგი მე-15-ზე გავიდა, ხოლო გლოკი მე-19-ზე

ბუნდესლიგას რაც შეეხება...
გლადბახმა ძალიან მარტივად მოუგო გაუბედურებულ კიოლნს და მესამე ადგილის პრეტენზიაც სერიოზულად გაუჩნდა. იემდია ვერ შეწვდებიან.. ლიგა კი ფაქტიურად გაინაღდეს... შესანიშნავად ითამაშეს და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ
არანგო და როისი სუპერ
კიოლნი კი სავარაუდოდ გავარდება.. რა უნდა ეშველოს ამ გუნდს, ვერაფერს ვერ აკეთებენ, ყველა სხვა გუნდი იბრძვის ამათ გარდა
არადა როგორ მენანებიან თხები გასავარდნად
მეორე მატჩს რაც შეეხება, პირველი ტაიმის ყურება მოვახერხე და საკმაოდ ნორმალური თამაში იყო...თუმცა მომენტები ბევრი არ ყოფილა
პრინციპში ფრაიბურგმაც და ჰოფენჰაიმმაც ძირითადი ამოცანები წარმატებით შეასრულეს
ჰოფენჰაიმი ბაბელის ხელში როგორ დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს.. ძალიან პერსპექტიული მწვრთნელია
შტრახი კი უბრალოდ ბრავო!