რა ხდება ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე
ჩემპიონი და მეორე ადგილი გარკვეულია
გასარკვევია მესამე-მეოთხე ადგილებს შალკე და გლადბახი როგორ გაინაწილებენ.. შალკე 2 ქულას იგებს და მეტოქედ დარჩა ჰერტა სახლში, ვერდერი გასვლა. თავისუფლად შეიძლება 6 ქულის აღება. გლადბახის მატჩებია - შინ აუგსბურგი, გასვლაზე მაინცი; წესით ამათაც ორივე უნდა მოიგონ. მოკლედ მესამე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა იქნება .. შალკეს 1 ფრე და მოგებაც წესით უნდა ეყოს, რადგან ბურთების შეფარდება გლადბახთან შედარებით +3 აქვს.
მე-5-მე-6 ადგილები 99%-ით გადაწყვეტილია... თუმცა შტუტგარტი ლევერიდან რომელი დაიკავებს უფრო მაღალ ადგილს, რაც ევროპა ლიგაზე უფრო გვიან ჩართვის საშუალებას იძლევა, ჯერ გაურკვეველია
მე-7 ადგილზე ჰანოვერია და ყველაზე უკეთესი შანსი სწორედ მას აქვს ევროპა ლიგის მესამე საგზური მოიპოვოს, უკეთესი კალენდარიც აქვს მეტოქეებზე
ბოლო სამეულიც გამოიკვეთა.. თითქმის წარმოუდგენელია კიოლნი აუგსბურგს წამოეწიოს
ახლა განვიხილოთ გავარდნილ-გასავარდნები
კაიზერსლაუტერნი ოფიციალურად გავარდა
კიოლნი ჰერტას 2 ქულას უგებს...
თხებს დარჩენილი აქვთ მატჩები გასვლაზე უმოტივაციო ფრაიბურგთან და სახლში ასეთივე ბაიერნთან
ჰერტას გასვლა შალკეთან, სახლში ჰოფენჰაიმთან
ჩემი აზრით, ფავორიტი მე-16 ადგილისთვის ბრძოლაში კიოლნია, რომელმაც ამ ტურში საკმაოდ კარგად ითამაშა. ჰერტამ კი ამაზრზენად
ჰერტა თუ გავარდა... იმედია რამდენიმე ფეხბურთელი, კერძოდ ლასოგა, რამოსი, რაფაელი, ებერტი ბუნდესლიგაში დარჩებიან.. კიდევ 3-4 ფეხბურთელიც გამოადგებოდათ ბუნდესლიგის კლუბებს
კიოლნიდან ასეთები ვფიქრობ პირველ რიგში პოდოლსკი და კლემენსი არიან + ჯერომელი და იაიალოც; დანარჩენი დიდი არაფერი
მეორე ბუნდესლიგაში იმედია მესამე ადგილს ფორტუნა დაიკავებს და კიოლნთან მატჩში დიდად გულდასაწყვეტი არ იქნება თუნდაც იგივე კიოლნის გავარდნა იმ კუთხით, რომ საკმაოდ კარგი გუნდი ჩაანაცვლებს
მაყურებელთა და სტადიონების კუთხითაც უნდა ვთქვათ
ამ სეზონის ბოლოს რასაკვირველია კიდევ ერთი რეკორდი იქნება დასწრების კუთხით
რა იქნება მომდევნო სეზონში
კაიზერსლაუტერნის საშუალოდ 40 000 დასწრებიან ფრიც-ვალტერ შტადიონს შეცვლის 15 000-იანი ფიურტის ტროლი არენა.. ეს ნამდვილად ცუდია
სხვა მხრივ ბევრი არაფერი დაშავდება
ჰერტას ოლიმპიაშტადიონს, საშუალოდ 54 000-იანი დასწრებით, შეცვლის აინტრახტის კომერცბანკ არენა, რომელიც 52 500 მაყურებელს იტევს და საშუალო დასწრება სავარაუდოდ 50 000 მაინც იქნება
კიოლნის რაინენერჯი შტადიონს, საშუალო დასწრებით 47 000, თუ ვინმე შეცვლის, იმედია ეს მხოლოდ ფორტუნას ესპრიტ არენა იქნება, რომელიც 54 500 მაყურებელს იტევს და წესით მინიმუმ 50 000-იანი საშუალო დასწრება უნდა შემოგვთავაზოს
მოკლედ, ამ კუთხით კლება არსი, მაგრამ არა განსაკუთრებული...დაახლოებით 25 000-იანი კლება გამოდის
სანახაობის კუთხით კი... გვშორდება ყველაზე არასანახაობრივი კაიზერლაუტერნი და მას ცვლის საკმაოდ შემტევი და ლამაზად მოთამაშე ფიურტი
აი კიოლნი და ჰერტა კი შედეგიან და სანახაობრივ ფეხბურთს უზრუნველყოფდნენ, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ბევრს უშვებდნენ

მათ ნაცვლად მომავალი აინტრახტი საკმაოდ შემტევი და გამტანი გუნდია, თუმცა ბუნდელიგაში ალბათ მაინც უფრო მძიმე გუნდი იქნება
ფორტუნა კი ასევე შემტევი გუნდია..... ამ კუთხით გაუარესებსას არ უნდა ველოდოთ წესით
ინფორმაციისთვის.... ევროპის ტოპ ოთხი ჩემპიონატიდან ამ დროისთვის საშუალოდ ყვლაზე მეტი გოლი ისევ ბუნდსლიგაში გადის, თუმცა შედეგიანობა მნიშვნელოვნად დაცემულია
თუმცა პირველ წრესთან შედარებით კი მოიმატა გოლების რიცხვმა
საერთოდ შედეგიანობის ვარდნა წინა სეზონის მეორე წრიდან დაიწყო.... მანამდე საშუალოდ 3.15 გოლი გადიოდა მატჩში. ახლა კი 2.88-მდეა დასული
ამ სეზონის პირველ წრეში კიდევ ნაკლები იყო
თუმცა სხვა ტოპ ქვეყნებშიც იკლებს შედეგიანობა
მიმაგრებული სურათი