ფიურტის შემდეგ კიდევ ერთმა გუნდმა გაინაღდა უმაღლეს ლიგაში თამაში
აინტრახტი კუთვნილ ადგილზე დაბრუნდა
დღეს მოიგეს და გაინაღდეს გადმოსვლა, პირველ ადგილზეც გადავიდნენ
დამაჯერებლად ჩაატარეს მთელი სეზონი და დაიმსახურეს გადმოსვლა
სხვათაშორის ყველაზე მეტი გოლი ამათ გაიტანეს მეორე ბუნდესლიგაში
----------------------------
სტადიონებზე იყო ლაპარაკი და....
როგრო მინდა RB ლაიფციგი ამოიწიოს და საბოლოდ პირველ ბუნდესლიგაშიც მოხვდეს
არადა არ უჩანს სასიკეთო პირი
რამდენი ხანია მეოთხე ლიგაში (რეგიონლიგა) არიან გაჭედილები; ვერც წელს გადმოვლენ მესამე ლიგაში
არადა მეგონა სერიოზულად მოკიდებდნენ ხელს საქმეს და სწრაფი ტემპებით წამოვიდოდნენ ზევით
მეპატრონე ისეთი ჰყავთ....წესით კარგი გუნდი უნდა შემატებოდა გერმანულ ფეხბურთს, მაგრამ ჯერ სამაგისო არაფერი ჩანს
თითქოს მაგ დონისთვის საკმარისი რამდენიმე ასე თუ ისე ცნობილი ფეხბურთელიც ჰყავთ.. მაგალითად
ინგო ჰერცში, ალექსანდერ ჰაასი, პეგა ლაგერბლომი, ტიმო როსტი, ბასტიან შულცი
მაგრამ შედეგი არ ჩანს
არადა, რა ქალაქი და სტადიონი..... დაიწყონ მაინც იქითა სეზონიდან წინსვლა
ასეთი სტადიონი კარგ გუნდს არ იმსახურებს?



მიმაგრებული სურათი