
ძალიან მომწონს ასეთი კარგი ინფრასტრუქტურა რომაა გერმანიაში, ევროპაში საუკეთესო
ამ მხრივ მაინც ხოა გერმანული საკლუბო ფეხბურთი პირველ ადგილზე

და საერთოდაც, თამაშის ყურებისას, სად როცა კარგ სტადიონზეა თამაში და სად ძველ მოუვლელ არენაზე
რაც არ უნდა მოსაწყენი თამაში მიდიოდეს, თავის ხიბლს მატებს ასეთი სტადიონი + საოცარი გულშემატკივრობა რაც გერმანიაში იციან
თანაც, გამართული ინფრასტრუქტურა გუნდის სერიოზულობაზეც მიუთითებს დიდწილად
იგივე აუგსბურგი, კი ვნატრობდი მის გავარდნას, მაგრამ აშკარად სერიოზულად უდგებიან მანდ საქმეს
ასეთმა პატარა კლუბმა მშვენიერი თანამედროვე სტადიონი ააშენა და შემდეგ პირველ ლიგაშიც გადმოვიდა, ახლა კი ადგილსაც ინარჩუნებს
როგორც ჩანს, კარგად გაწერილ პროექტს მიჰყვებიან მანდ.. თანაც ამ სტადიონის 40 000-მდე გაზრდასაც აპირებენ, რაც ძალიან მაგარი იქნება : )
ისევ სტადიონების თემაში რომ დავრჩეთ...
ბილეფილდის არმინია მენანება მესამე ლიგაში
ფინანსური პრობლემები შეექმნა ამ გუნდს, არადა რაღაცნაირად სიმპათიური გუნდია, ლამაზი ქალაქით და ასევე ლამაზი, კოხტა სტადიონით
მე ძალიან მომწონს შიუკო (თუ როგორცაა) არენა, 27 300 მაყურებელს იტევს
იმედია მალე დაბრუნდებიან მეორე ბუნდესლიგაში

კიდევ ერთი გუნდია, რომელიც მინდა ცოტა ზევით ამოიწიოს, მეორე ბუნდესლიგაში რომ ამოვიდეს
მაგდებურგი, ახლა მეოთხე ლიგაშია და წელს მანდვე დარჩება
ბოლო-ბოლო საკმაოდ ისტორიული კლუბია, თასების მფლობელთა თასიც კი აქვს მოგებული 1974 წელს
თან ამათაც ძალიან კარგი სტადიონი აქვთ

2006 წელს ააშენეს MDCC-Arena , 31 მილიონი დაუჯდათ და 27 300 მაყურებელს იტევს
ასეთ დაბალ ლიგაში მყოფი სუსტი გუნდი რომ ინფრასტრუქტურას ასე მიხედავს, დასაფასებელია
