ვერ გადამიწყვეტია, პირდაპირ ვისი გავარდნა მირჩევნია
აქამდე კიოლნს უფრო ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ახლა ჰერტასკენ ვიხრები
უპირველეს ყოვლისა, რაკი რანგნიკს ნიშნავენ...
კარგი იქნება ამ მწვრთნელის გუნდი მომდევნო სეზონში თუ პირველ ბუნდესლიგაში იქნება
მებრძოლ და კარგ გუნდს შექმნის, დარწმუნებული ვარ
მეორე იმიტომაც, რომ შემადგენლობა ჰერტას უკეთესი ჰყავს
კიოლნიდან პოდოლსკი წავა და ვინღა რჩება
ერთი კლემენსი მენანება მეორე ბუნდესლიგისთვის + ჟერომელი და იაიალოც წამოვლენ გუნდიდან, ალბათ ნოვაკოვიჩიც
მოკლედ, ალბათ ჯობია კიოლნი პირდაპირ გავარდეს და იმედია მალევე დაბრუნდებიან კაიზერთან ერთად
ჰერტა კი ვნახოთ ვის შეხვდება, იმედია ფორტუნასთან ექნებათ გადათამაშება, რომ ყველა შემთხვევაში ნორმალური გუნდი იყოს გადათამაშებიდან ბუნდესლიგაში შემდგომ სეზონში
ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია მეორე ბუნდესლიგაში... ფიურტი მასპინძლობს ფორტუნას და იმედია თავს არ მოიკლავს
მიმაგრებული სურათი