basti87შარშანდელი კატასტროფა არ უნდა განმეორდეს
პრინციპში ისეთი საშინელება შეუძლებელიცაა ისევ გააკეთონ
მაგრამ დიდად კარგი პირი არც წელს უჩანს სამწუხაროდ
ბევრი ვარსკვლავი მიდის
განსაკუთრებით მაშინ მეშლება ხოლმე ნერვები, გერმანელი ვარსკვლავები და ტალანტები რომ მიდიან უცხოეთში
თან რა ფასად : (
იგივე მარინი, ხო თითქოს დიდი არაფერი, ვერ გაბრწყინებული ტალანტი, მაგრამ მაინც ძალიან დამენანა გერმანიიდან გასაშვებად, მით უმეტეს ამ ფასად
7 მილიონად წაეყვანა ან გლადბახს, ან ვოლფსბურგს,
დარწმუნებული ვარ კლუბის გამოცვლა უშველის და ამ ორივე გუნდს იმას შემატებდა, რაც ჰაერივით ჭირდებათ. კრეატივს, სისწრაფეს
იგივე პოდოლსკი, სისე კიდევ ბევრი.. სასაცილო ფასად უშვებენ გერმანიიდან და ვინ მოჰყავთ
ვიდალი ცალკე სასაუბროა... ლამის გული გამისკდეს მაგის საოცარ თამაშებს რომ ვუყურებ ხოლმე იუვეში
კიდევ კარგი მართლა როისიც არ გაუშვეს საზღვარგარეთ და გიოცე ხანგრძლივად გაიფორმეს
კაგავა თუ წავიდა ძალიან დამწყდება გული
პეტრიჩის გამოყენებაც შეიძლება, უფასოა კაცი ამხელა გამოცდილებით და საკმაოდ მაღალი კლასით
იგივე დორტმუნდმა ერთი მაღალი კლასის ცენტფორვარდი რომ მოიყვანოს + პეტრიჩი დაიბრუნონ... თავდასხმის პრობლემას საბოლოოდ გადაწყვეტდნენ
მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე, წავა სადმე ესპანეთში უფასოდ
ჰოლანდიას და საფრანგეთს არ დავემსგავსოთ ვარსკვლავების ექსპორტით, იმის მეშინია
იქაურ კლუბებს არ აქვთ ფული ,ერთი-ორის გამოკლებით და ვერც გაამტყუნებ და აქ?
რას მიკეთებენ ამდენი ფულის პატრონები : (
ჰამბურგს როგორ ჭირდება გაძლიერება, რამდენი ფული აქვს და რუდნევსებს დასდევს
დორტმუნდმა მაღალი კლასის თავდამსხმელი თუ დაიმატა და როგორმე კაგავაც შეინარჩუნა (ან კარგი შემცვლელი მოუყვანა)... საბოლოოდ ვირწმუნებ, რომ ბაიერნს ღირსეული გუნდი უდგება გვერდით
სხვებზე რავიცი.. შალკემ თითქოს ვიყიდით კარგ ფეხბურთელებსო... და ამათი იმედი მაქვს
ვოლფსბურგის იმედიც ჯერ კიდევ მაქვს... როგორ ვაგინო ჯეკოს, ასეთი მაგარი რომ დადგა

ეგ პრეცენდენტი რომ არა, მაგათს შეიძლება აქამდეც დაეწყო ხარისხიან და ძვირიან ფეხბურთელებზე ააქცენტის გაკეთება
აქამდე კი ახალ ჯეკოებს ეძებდა ნაგავში
ნეტა დიეგო დაიბრუნოს ფელიქსამ
ლევერკუზენს ყველაზე ნაკლებად ეკუთვნის მგონი საყვედური.... სხვებზე მდიდარი არაა და აქაურობის კვალობაზე ძალიან კარგ ტრასნფერებს აკეთებენ და ფულიც არ ენანებათ
მოკლედ არ ვიცი. ბევრ გუნდს ჰყავს მაღალი კლასის ფეხბურთელი მოსაყვანი, განსაკუთრებით თავდასხმაში - გლადბახს, ლევერკუზენს, ჰამბურგს, დორტმუნდს
და ვნახოთ
სატრასფერო ფანჯრებს შიშით ვუყურებ ხოლმე... გაძლიერებას ვინ ჩივის, ვინც ჰყავთ ისინიც არ დაკარგონ მასიურად
იმედია წელს ჩვენი სკეპტიციზმი არ გამართლდება
მეტი ვარსკვლავი არავინ წავა და იქნებ ვეღირსოთ კარგ ტრასფერებს
არადა აიწია ბუნდესლიგის დონემ თან აშკარად და ამ სიძუნწით ისევ უკან არ დახიონ
ახალი სატელევიზო კონტრაქტებით მეტი ფული, ამდენი მაყურებელი, შემოსავლები და გაიღონ ფული წუწურაქებმა
ევროპაშიც, ლიგაზე უკეთ გამოვდივართ ბოლო დროს
2 წლის წინ ფინალი
შარშან ნახევარფინალი
წელს მინიმუმ ფინალი
უნდა გაგრძელდეს აღმასვლა და + ევროპა ლიგაც მოიგოს როგორმე რომელიმე გერმანულმა გუნდმა... ლევერის მეიმედება ამ კუთხით, თუ კარგი თავდამსხმელი იშოვეს
ბაიერნს კი ლოგიკურად რურელები უნდა ამოუდგნენ მხარში
რავიცი იმედის მეტი რა დაგვრჩენია.. ისე ვნერვიულობ ხოლმე სატრასფერო პერიოდში, მატჩების დროს არ ვნერვიულობ იმდენს მგონი