მუაგარი თამაში იყო. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. ისეთი მოქოქილი თამაშობდა ინტერი, მეთქი ეგაა და თამაშის მოგებასთან ერთად სკუდეტოს ინაღდებენთქო

მეორე ტაიმშიც იგივე სცენარის სუნი უჩანდა და ბრახ კონტემ "ნაადრევი" შეცვლები გააკეთა, პირდაფჩენილი უყურებდი რა ქნა პეპეს/მატრის მოხსნით და ალე/ბონუჩის შემოგდებით. რა ქნა და დედა მოუდღნა ცენტრს. გრძელი გადაცემების გარდა უკვე ვეღარც გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე, და იქით კიდევ მართლა მომენტი მომენტზე იქმნებოდა, გოლამდეც, და გოლის შემდეგაც.
ამ მატრიმ გაატრაკა რა კიდე. ბრიტანელები რომ იტყვიან სუფთა "sitter" გამაზა კასოს პასის მერე. ვუჩომაც მაზა და საერთოდ უხასიათოდ იყო.
კიელომ რა იკისრა თავდასხმაში, მოტეხა ხალხი და ალესთვის უნდა ეპასა კვალიას მაგივრად. იქ სეზარმა რომ აუღო ხომ საერთოდ, გამოღლევდა; რამ გააგიჟაო ებაზრებოდა სამუელს მგონი.
ბუფონთან ნებისმიერი მოთამაშე მეკარის შედარება მკრეხელობაა, არაადამიანია!
კასომ მაგარი იკისრა, და ძალიან აქტიური იყო შეტევაში. დაცვაში ისე რა, ნუ სერიოზული შეცდომა რომ არ დაუშვია ფაქტია, მაგრამ რამოდენიმეჯერ მოადუნა ყურადღება ობიზე.
მეფა არტრური ჩვეულ ამპლუაშია, რამდენს დარბის, რა ატბორი, რა პასი. მოკლედ მამაა რა. დარტყმებზე ივარჯიშოს და ერთი ორი მაგან და მარკიზიონ დაუბრახუნონ ხოლმე რა შორიდან. მომენატრა შორიდან გატანილი გოლები

და ბოლოს მგოსანი. უბრალოდ მგოსანი... მეტი არაფრის დაწერა არაა საჭირო!

კარგ ხასიათზე დავდექი, გამოგიტყდებით და არ მეგონა თუ მოვიგებდით თამაშს. განსაკუთრებით გამიმწვავდა ეს გრძნობა პირველი ნახევრის შემდეგ. მაგრამ მეორე ნახევარმა ყველაფერს გადააჭარბა!
მშვენიერი დასასრული იყო.
ფორცა იუვე!
ერთი ეგაა, რომ გვიან გამოფხიზლდა კონტე. რახან რომასთან არ წააგო მილანმა, ეგ ქულების დამკარგავი აღარაა.
მოდი ეხლა მგოსანს რაც ეკუთვნის ეგეთი გაცილება მოვუწყოთ, და პლუს ეს წაუგებელი სერიაც გავაგრძელოთ. (ნუ შეეცით ამ კოპა იტალიას თამაშს. საბოლოო შედეგი მატჩის არის 2-2

)
პლუს ჩვენი ლაღი და პუბლიკის აღმაფრთოვანებელი თამაშიც გავაგრძელოთ.
This post has been edited by J_J on 26 Mar 2012, 02:00