ეხლა ვნახე ვიკიპედიაზე ფორბსის ლისტი ყველაზე ძვირადღირებული კლუბების
ხოდა:
2007-ში ლივერპული შეფასებული იყო 454 მილიონად,
2008-ში უკვე 1 მილიარდ 50 მილიონად(ოღონდ ამ მილიარდის 65% ვალი ჰქონდა),
2009-ში 1 მილიარდ 10 მილიონი (და 59% ვალი),
2010-ში 822 მილიონადაა კლუბი შეფასებული (და ვალი აქვს 47%),
2011-ში ლივერპული შეფასებულია 522 მილიონად, მაგრამ არ წერია ვალი რამდენი აქვს.
თუ არ ვცდები, ჰიკსი და ჯილეტი 2007 წელს მოვიდნენ და იქიდან მოყოლებული კლუბის ფასი მატულობს, მაგრამ აღებული ვალების ხარჯზე. ახლა, ყველა დიდ ვალს ისტუმრებს კლუბი, როგორც ცნობილია და უკვე წმინდა მოგებაც ბევრად უფრო გაიზრდება, მაგრამ თუ ეს მოგება დაუნინგებში დავხარჯეთ, ჯობია ისევ ვალების ეპოქას დავუბრუნდეთ

თანაც, თუ კლუბი ისევ წარუმატებლად იასპარეზებს, მოგება მნიშვნელოვნად შემცირდება.
მოკლედ, დღეს კლუბში სიტუაცია ყველანაირად მოითხოვს, რომ ლივერპული წარმატებულად ასპარეზობდეს და მაღალი დონის კლუბი იყოს, თუმცა ეს ასე არ ხდება. ზოგი იტყვით, რომ ერთ წელიწადში გუნდი ვერ აშენდებაო, მაგრამ ამ პერიოდში მინიმუმ რეგრესია უნდა შეჩერებულიყო და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ზრდა უნდა დაწყებულიყო.
ცუდად გამომივა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი კენია და რატომ ეხლა ამასაც ვიტყვი:
დალგლიში წლების განმავლობაში კლუბში ყველაზე დიდი ავტორიტეტია და როდესაც მისნაირ ადამიანს მთავარ მწვრთნელად ნიშნავ, თავიდანვე უნდა იცოდე, რომ უშუალოდ მთავარი მწვრთნელი პრეროგატივას აუცილებლად გასცდება, საკუთარ თავს ამის უფლებას მისცემს(და შენც მისცემ). ის თავად გადაწყვეტს, ვინ იყიდოს და ვინ გაყიდოს. ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი პიროვნული დამოკიდებულებიდან და ხედვიდან მომდინარეობს. ბრიტანელია? ბრიტანელ ფეხბურთელებს იყიდის. პორტუგალიელია? პორტუგალიელებს. ამაში ცუდი არაფერი არაა. პორტუგალიელ მწვრთნელს პორტუგალიელებთან მუშაობა უადვილდება. მაგრამ როდესაც ბრიტანეთის ბაზარზე გადიხარ, აქ სხვა ამბავია. ყველამ ვიცით, რომ აქ ფასები გაბერილია და ხარისხთან შესაბამისობაში თითქმის არასდროსაა. ამ დროს, კენი სარგებლობს თავისი ავტორიტეტით და მფლობელების ამ სფეროში უცოდინარობით და კატასტროფულ ფასად ყიდულობს ბრიტანელ ფეხბურთელებს. შედეგიც ნათელია: ეს ფეხბურთელები გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ, გუნდში რესურსის ნაკლებობაა და მფლობელებმაც ქამრები მოიჭირეს. ის ასი მილიონი, რომელიც ამ დილეტანტებმა ასე ადვილად და გაუფრთხილებლად გამოჰყვეს ტრანსფერებისთვის, სწორედ ახალი გუნდის ასაშენებელი ფული იყო და არა რეგულარულად გამოსაყოფი სატრანსფერო თანხა, რომელსაც შემდეგ ფანჯარაზეც მიიღებს დალგლიში. არადა, სწორი სატრანსფერო პოლიტიკისა და იმ ასი მილიონის სწორად ათვისების შემთხვევაში, ახლა მართლა საჩემპიონო გუნდი ვიქნებოდით.
მფლობელები კენის და მის ავტორიტეტს 100%-ით ენდნენ და ფაქტია, რომ ასეთმა პოლიტიკამ არ გაამართლა. შეიძლება სულაც არ იყოს დალგლიში ცუდი მწვრთნელი, მაგრამ თუ გუნდში დატოვებენ ნება იბოძოს და ტრაკი მთავარი მწვრთნელის სკამზე დააყენოს და თავის პრეროგატივას არ გასცდეს. ფერგიუსონის ასეთმა ქმედებამ გაამართლა, ვენგერისამაც გაამართლა, მაგრამ დალგლიში მათ დონემდე აშკარად ვერ ქაჩავს.
მე დალგლიშის მომავალს გუნდში პირველ ყოვლისა იმიტომ ვერ ვხედავ, რომ აშკარად ეტყობა, ძალიან კონსერვატორული შეხედულებების მქონე ადამიანია, რომელიც ჩემი აზრით პროგრესულ იდეებს კლუბს ნაკლებად შესთავაზებს. არადა, ახლა ლივერპულში სწორედ ნოვატორული აზრები და სიახლეებია საჭირო.ფაქტია, ამ ფორმაციის გუნდის პოტენციალი დღეს ნულია და მხოლოდ ჯერარდი+სუარესის დუეტის წყალობით შეძლებს ფონს გასვლას. ძლიერი მწვრთნელის გარეშე ვერაფერს მიაღწევს.
მისი ავტორიტეტისთვისაც და კლუბის განვითარებისთვისაც, აჯობებს რომ ზაფხულში კლუბი დატოვოს.
This post has been edited by გიუშა on 25 Mar 2012, 17:50