კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ წითლები არ აპირებენ რაჰიმ სტერლინგის დაჩქარებას და მის უკვე ძირითად შემადგენლობაში დაყენებას.
17 წლის სტერლინგს შაბათს, დებიუტი ჰქონდა უიგანთან მატჩში, ის ბოლო ცვლილების ხარჯზე შემოიყვანა კენი დალგლიშმა. მან დასკისრებულ საქმეს შესანიშნავად გაართვა საქმე და ფანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ძირითადი გუნდისთვის უკვე ბოლომდე მზადაა.
კენი დალგიშმა უკვე გადმოიყვანა ორი მცველი რეზერვებიდან, ჯერ რობინსონი და ჯონ ფლანაგანი, რომელთაც წინა სეზონში ხშირად ანდობდა მატჩებს, თუმცა კენი მიიჩნევს, რომ სტერლინგი ჯერ ბოლომდე ფსიქოლოგიურად მზად არაა.
“ჩვენ საღი აზრი გვჭირდება, პროფესიონალურად უნდა მოვეკიდოთ ყველა ბავშვის პირველ გუნდში გადმოყვანას.”-უთხრა დალგლიშმა კლუბის ოფიციალურ საიტს.
“ყველა ვინც აქ მოდის შანსი სჭირდება, რათა გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ ჩვენ უკეთეს შანსს მივცემთ მათ, თუ რეალურად შევხედავთ ამ საქმეს. მასთანაც რეალისტები უნდა ვიყოთ.”
“თუმცა ასაკსაც არ უნდა დავეყრდნოთ ბოლომდე, მთავარია, რამდენად მზად არიან ისინი დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად.”
“თუმცა რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე გადმოვიყვანეთ პირველ გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა. გასულ წელს ჩვენ ჯეკ რობინსონი და ჯონ ფლანაგანი გადმოვიყვანეთ, მაგრამ ისინი სტერლინგზე მეტად იყვნენ ფსიქოლოგიურად მზად. ყველა საქმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.”
აცალეთ ამ კაცმა იცის თავისი საქმე
=================
ისე მე მგონია რო ფას მოგების და არ მოგების შემთხვევაშიც კენი ერთი სეზონით უნდა დავტოვოთ კიდევ..
ოღონდ ტრანსფერები სხვამ უნდა იკისროს !ვაცალოთ ერთი სეზონი რას იზამს აი მაშინაც თუ ვერაფერი ქნა მაშინ აუთ მართლა.
მანამდე კი ინ კენი ვი თრასთ