არც შეთქმულების მომხრე ვარ და უმეტეს შემთხვევაში არც ის მგონია, რომ მსაჯები მიზანმიმართულად ძირავენ ხოლმე რომელიმე გუნდს
ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში ბანალურ შეცდომებთან გვაქვს საქმე (მსუბუქი იქნება ეს შეცდომა თუ მძიმე, სხვა საკითხია).... ანუ იგივე ბარსელონას სასარგებლოდ რომ ცდებიან ეს უფრო ჩანს, არადა მათ წინააღმდეგაც არაერთხელ დაუშვიათ საკმაოდ სერიოზული შეცდომები
არც ის მგონია დიდად, პლატინი იჯდეს და წყვეტდეს, ვინ გავიდეს ფინალში და ა.შ.
თუმცა რატომ დავწერე ეს... რატომღაც არ მასვენებს (

) პლატინის ამასწინანდელი განცხადება.... ბარსელონა-რეალი ლიგის ფინალში შესანიშნავი იქნებოდაო
ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ პირდაპირ დავალებას იძლევა, ეს გუნდები გაიყვანეთო, თუმცა ვფიქრობ ტურნირის ორგანიზატორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთ რაღაცას არ უნდა ამბობდეს
შეიძლება თავად არ დაავალოს. მაგრამ ის ხომ მაინც შეიძლება, მსაჯებზე ამან გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, მესიჯივით აღიქვან ან რამე ასეთი
არც ის იყო სწორი..... გუნდს, რომელსაც ნახევარფინალში ესპანური გუნდი ელის, მსაჯად ესპანელი რომ დაუნიშნეს, მაშინ როცა ყვითელი ბარათები შედეგის მანიპულაციისთვის დიდებული საშუალებაა
რაც ამ მეოთხედფინალებში გაფრთხილებები მივიღეთ. ნახევარი მაინც არ იყო გასაცემი; თუმცა ისიც ფაქტია, რომ დანარჩენ ნახევარში ბაიერნის ფეხბურთელები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ
მოკლედ ძალიან ვნერვიულობ ამ გაფრთხილებებზე.. ჩვენი 13 კაციანი გუნდისთვის ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს