Nodrigues
გუშინ საოცრება იყო მეორე ტაიმი - ჩემი აზრით ურთულესია იიუვე არენადან ქულის წამოღება (გრანდებს ვგულისხმობ). აუუ 2 მსოფლიო დონი ტრანსფერი და ევროპისთვისაც მზად ვიქნებით მალე.
ბუფონი - არ არის ეს ჩვეულებრივი ადამიანი. როჯერ ფედერერთან ერთად ჩემი აზრიტ საუკეთესო სპორსტ,ენია. ვამაყობ მართლა ვამაყობ რომ იუვენტუსშია ჯიჯი და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ზოგისთვის მესი, ზოგისთვის კრისტიანო, რუნი და ა.შ მაგრამ ჩემთვის ესეთი არის ჯიჯი. თუ გახსოვთ მილანთან სათასო მატჩში (Yველამ რომ აღიარა იუვე წაგება

) როგორ ნერვიულობდაა - სულით და გულით იუვენტინოოოო !!
კასერესი - ძალიან საჭირო და კარგი შენაძენი. ფანტასტიურად ეწყპობა გუნდს და ძალიან დიდ საქმეს შეასრულებს მომავალში კასერესი.
ბარძალი - ძალიან მაგარია ანდრეა, მაგრამ ეტყობა რომ ფორმიდან ამოვარდა ცოტა და იმედია მალე ჩაჯდება ფორმაში.
კიელინი - ძალიან მოუმატა ჯორჯომ კონტეს ხელში - ძალია, მნამდვილ მებრძოლად იქცა და დაიხვეწა საოცრად.
დე ჩელიე - იგივეს ვიტყოდი პაოლოზეც, ძალიან განვითარდა და პროგრესირებს კონტეს ხელში პაოლო.
პეპე - უვარგისია.
ვიდალი - სიტყვები არ მყოფნის მართლა ამ ფეხბურთელის ასაღწერად რა. უნიჭიერესი და უზომოდ დიდი ძალა იუვენტუსისთვის, უნივერასლია ყველგან შეუძლია თამაში

მეფეა რა
პირლო - ლაპარაკი ზედმეტია ანდრეაზე - ერთ ეპიზოდში მთელი ინტერის 6 ფეხბურთელი რომ მისდევდა და კლასნად მოიშორა ყველა მაგ მომენტზე შოკში ვიყავი. ფანტასტიკაა ანდრეა
მარკიზიო - ძალიან ბევრს შრომობს და შავი სამუშაოს შესრულებაში ცოტა იკარგება წინ მაგრამ ძალიან საჭირო ფიგურაა ამ იუვეში კლაუდიო.
მირკო - თუ წაუვიდა თამაში გენიოსია, მაგრამ თუ არ წაუვიდა გვერით დელ პიერო უნდა ყავდეს რომ დაბალანსდეს სიტუაცია

მატრი - ძალიან არასტტაბილურია. ზამენაზე უნდა იყოს რა მატრი და წინ ერთი მსოფლიო დონის ცენტრფორვარდი გვინდა

დელ პიერო - უნდა უყურო და დატკბე ალეს თამაშით - სხვას ვერაფერს ვიტყვი მგოსანზე. სკუდეტოზე მეტად მინდა რომ დელ პიერო კიდევ დარჩეს ჩვენთან და მომავალ წელს ლიგაზე ითამაშოს

ბონუჩი - საღოლ ლეო, ძალიან მომეწონა გუშინ. პროგრესი უნდა განაგრძოს.
კონტე - დაგვანახა თავისი ნამდვილი ძალა, საოცრად კარგად წაიკითხა თამაში და პეპეს რომ ესე კარგად იყენებს ზამენაზე ძალიან კარგია. ადვილად გადააწყო გუნდი სრყლიად გამოუცნობ ტაქტიკაზე. ყველაფერს ველოდი მაგრამ თუ ბონუჩის და დელ პიეროს ერთად შემოიყვანდა ასეთ დროს არ ველოდი

მოულოდნელობის ეფექტიი

გულშემატკივარი - დაუვიწყარი გარემო იყო გუშინ იუვე არენაზე. ვამაყობ რომ იუვენტუსს ვგულშემატკივროოობ.