გილოცავ მრავალს დაესწარი.
=======================================================
ტოტენჰემის ამჟამინდენმა მთავარმა მწვრთნელმა,ჰარი რედნაპმა,კომენტარი გააკეთა დღევანდელ მატჩზე.გთავაზობთ მის ინტერვიუს:
"ჩვენთვის,ეს ტურნირში ბოლომდე გასვლის ბრწყინვალე შესაძლებლობაა.თუ ეს ჩვენი დღე იქნება, შევძლებთ ჩელსის დამარცხებას.სხვაობა ამ ორ კლუბს შორის არაა დიდი,მაგრამ მათი უპირატესობაა ჯილდოები.ჩვენ 1991 წლიდან მხოლოდ 2 თასი მოვიპოვეთ,ისიც ნაკლებად მნიშვნელოვან ტურნირებში,ჩელსი კი ამ მაჩვენებლით გვისწრებს.
ჩვენ გუნდს თუ აკრიტიკებთ,ჯერ ბევრი რამ უნდა გაიხსენოთ,თუნდაც ის ორი მოპოვებული თასი და პრემიერ ლიგაში საპატიო ადგილი.ახლა ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ.ვაღიარებ,გვქონდა წარუმატებლობა "ნორვიჩთან",მაგრამ მას შემდეგ ბევრი წარმატებული მატჩი ჩავატარეთ.
სამწუხაროდ ახლა ქულების დაკარგვა დავიწყეთ,"არსენალი" კი შეხვედრებს ზედიზედ იგებს.ამიტომაც გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან,რადგან თუ ამ სეზონს ასე კარგად არ დავიწყებდით,მეოთხე ადგილი საოცნებოც კი იქნებოდა,მაგრამ სეზონი კარგად ჩავატარეთ და მე-4 ადგილი არც თუ ისე სახარბიელოა ჩვენთვის.
ინგლისის ნაკრების თამაშებზე არ ვფიქრობ.სიმართლე გითხრათ,ახლა მთელი ყურადღება "ტოტენჰემზე" ,მაქვს გადატანილი.ვფიქრობ ინგლისის თასის ფინალზე,პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრაზე და სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ახლა ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით.კაბული,დოუსონი,კრანჩარი,ჰადლსტოუნი არ იქნებიან,საა და კინგი კითხვის ნიშნის ქვეშ არიან.განაცხადში შევიტან დევიდ ბენტლის,თუმცა ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება ,ამ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე 7 ფეხბურთელი გვეყოლება."