რავი პოტენციალით თანაბარი გუნდებია : )
ორივე ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებით სავსე გუნდია...პოზიციური ომი იქნება...მოედნის ცენტრში დედა შვილს არ აიყვანს ისეთი ჩეხაობა წავა....
ბაიერნი აუცილებლად შემტევი ტაქტიკით გამოვა აი ჩელსი რას იზავს ხზ...
თუ ჩელსი შემტევ ტაქტიკას აირჩევს დიდი ალბათობით წააგებს...ბაიერნი უფრო გამართული გუნდია და მუდამ მოწოდებული გახსნილი ფეხბურთისთვის....
თუ ჩელსი დაცვითი ტაქტიკით ითამაშებს და კონტრშეტევებზე სწრაფად გადავა, მუდმივი პრესინგი, სტანდარტულებს ყურადღებას მიაქცევს და მცირე შანსების გამოყენებაზე გააკეთებს აქცენტს ალბათ მოიგებს

....
მოკლედ გერმანელებთან სათამაშოდ იტალიურ ტაქტიკაზე კარგი არაფერია(ფეხბურთის დაარსებიდან დღემდე იტალიაა მაგათი მდღვნელი)....თუ დიმატეო პრემიერლიგურად შეუბერავს წააგებს...თუ იტალიურად მოიგებს...
ჩემი აზრით როგორც ყველა გამოუცდელი სპეციალისტი(შამფური მწვადის პრინციპით) ესეც სადღაც შუალედურს აარჩევს და წააგებს : )
წარმატებები ორივე გუნდს ორივე იმსახურებს : )