ქრისტე აღსდგა!
პირველ რიგში გილოცავთ ყველას.
ეხლა დანარჩენი

თქვენ(უმეტესობა) მე გადამრევთ, საიდან დავიწყო არც კი ვიცი.
დავიწყოთ 11-მეტრიანით, სათამაშო ეპიზოდში მოწინააღმდეგეზე გამიზნულად ხელის კვრა არის თამაშის წესების დარღვევა(მიუხედავად ანგარიშისა, შემთხვევვის ადგილისა და.შ) და შესაბამისად თუ კუენკას მართლა კრეს ხელი(მე ეგრე დავინახე) პენალტი უნდა დანიშნულიყო. სხვა დროს სხვა როგორ მოიქც(ეოდ)ა და მსგავსი სისულელეები არაფერ შუაშია. ბურთს მაინც კაგრავდა, ინერციით წავიდა და ეგეთები ხო საერთოდ

თუ მანც დაკარგული აქვს ბურთი შე მამაცხონებული რაღაში გჭირდება ხელის კვრა? ეგ არის სიბოროტე, ძალიან არასპორტული საქციელი, გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ თამაშის წესების დარღვევა. სადაც მაისურის გახდაზე ყვითელია თქვენ თვითონ განსაჯეთ განზრახ ასეთ საქციელზე რით შეიძლება დასაჯო ფეხბურთელი.
ახლა რაც შეეხება ფეხბურთელების და გუნდის კრიტიკას.
ჯანსაღი კრიტიკა (მხილება) ძალიან კარგია ნამდვილად მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ ჯანსაღად აკრიტიკებთ ფეხბურთელებს?

ძაან ბევრი გამომივა ყველაზე რომ დავწერო მაგრამ მოდი აი მარტო კუენკა ავიღოთ.
თქვენი აზრით დებილია ეს გვარდიოლა ამ "უნიჭო" კუენკას რო უფრ და უფრო მეტ სათამაშო დროს აძლევს?
დავიჯერო ვერ ხედავს რო ერთფეროვანია?

დროის რა მონაკვეთიც ჩვენ გვიცხოვრია მაგდენი თუ მეტი არა გვარდიოლას მარტო ფეხბურთზე ფიქრში იქნება დახარჯული სავარაუდოდ, იქნებ გვეფიქრა და პირველ ეტაპზე მაინც გვეცადა მისი თვალებიტ დაგვენახა ყველაფერი და მისი გადაწყვეტლებებისგან გვესწავლა?
დაახლოებიტ ანალოგიურად კუენკაზეც, თქვენ რო 1000 რამეში ხარჯავდტ დროს ის ამ დროის განმავლობაში ვარჯიშობდა, ფეხბურთისთვის ძალიან ბევრ რამეს იკლებდა და ფეხბურთით ცოცხლობდა. სავარუდოდ ჩვენ რასაც ძნელად ვხედავტ და ვარჩევთ ფეხბურთში ეგ მისთვის ანბანია.
მოვიდა ბავშვი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, ხედავს მსოფლიოს საუკეტესო ფეხბურთელები როგორ ემორჩილებიან მწვრთნელს, აი რა გინდათ ამ დროს თვითონ, რომ გააკეთოს?
თუ გგოიათ რომ იმას არ აკეთებს რასაც გვარდიოლა ავალებს?
ჩვენ რო ერთს ვხედავთ და ვფიქრობთ, თვითონ ფეხბურთელები და მწვრთნელი გაცილებით მეტს აანალიზებს.
ვიფიქროთ ამაზე და შევეცადოთ მათი თვალებით დავინახოთ ყველაფერი, გააკეთა ჩვენთვის არამოსაწონი გადაწყვეტილება?
დავუშვათ მაინც, რომ ჩვენ არასწორები ვართ უბრალოდ ვიფიქროთ მაინც რატო ქნა ეს?
მით უმეტეს როცა ეს გადაწყვეტილება ამართებს (შედეგი მოაქვს)
ამ შემთხვევაში სიყვარულიც უფრო ხარისხიანი გახდება გუნდის და ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად კრიტიკაც და ჩვენი საფეხბურთო განათლებაც.
ალბათ ბევრი გამომრჩა მაგრამ არა უშავს.
ვივა ბარსა
