მომავალ წელს როგორც ჩანს პრიმერა უფრო კონკურენტიანი იქნება.
100 ქულა და ამხელა ჰანდიკაპი არ ექნებათ სავარაუდოდ, მაგრამ რეალი-ბარსა მაინც წინ იქნებიან.
მთავარია არ დაიშალონ გუნდები და პირიქით გაძლიერდნენ.
ნაკრებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ბოსკეს უნდა შეეცვალა ბარსას სტილი, თორემ ძნელი იქნება.
თუმცა ძნელია შეცვლა როცა გუნდში ხავი ინიესტა გყავს.
ეს ტაქტიკა ამართლებს როცა თავდამსხმელი შერბის და თამაშგარის ზღვარზე თამაშობს.
ესეთი კომპაქტური კი მარტო სოლდადოა სასტავში.
ფლანგებს რაც შეეხება, საკმაოდ სწრაფი და კრეატიული ფლანგებია, იგივე მატა, ნავასი, კასორლა, სილვასაც შეუძლია, ინიესტასაც.
ცენტრიც მაინტერესებს, საყრდენი ცენტრი მაინტერესებს როგორი იქნება, ალონსოსაც ვერ დასვამს სკამზე და მარტო ალონსოსაც არ დააყენებს. მარტინესის ჭაჭანება არ იქნება ალბათ.
გამოდის რომ უნდა ითამაშონ ესე:
ბუსკვერცხი - ალონსო
ხავი
(ვინმე ფლანგზე) - ინიესტა
ტორესი (ლორენტე)
ანუ ტიპიური 4-2-1-2-1
თუმცა ორი თავდამსხმელითაც შეუძლიათ 4-4-2-ზე ან 4-4-1-1
რაული მეორე თავდამსხმელად
This post has been edited by gvamer on 10 May 2012, 10:20