აბა აქ ვაქტიურობთ
ფან კლუბის დაბადებაეგრე ქენი 2 - 3 დღეც და მერე საეევროოო თემას გავხსნი (

)'
თავისი გაფორმებებით
Amadeoდღევანდელი ინფოეებით სხვა ამბებია დავაკოპირებ და წაიკითხე
კალჩიოკომისია : ბუფონი , დი მარტინო , რეჟინალდო … ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ჩემპიონატს და გადავწყვიტეთ არ შეგვეშალა მისთვის ხელი და მშვიდ გარემოში დაესრულებინათ გათამაშება ” იუვენტუსს ” და კონკრეტულად ანტონიო კონტეს . სიმართლე გითხრათ , კითხვის ნიშნის ქვეშ იმდენი მატჩია მოქცეული , რომ სუყველას გამოსაძიებლად უბრალოდ რესურსიც კი არ გვეყოფა ” .
” მილანეტოსთან დაკავშირებით სიტუაცია გაურკვეველია . ის ერთადერთი ფეხბურთელია , რომელიც აბსოლიტურად უარყოფს ყველა ჩვენს კითხვას . სამი მოთამაშიდან ორმა , დაიწყო პასუხების გაცემა , ამიტომ მილანეტოს დაბარება პროკურატურაში ისევ მოგვიწევს ” .
” ბუფონი ? არ ვაპირებთ იმ განცხადებების რაც ჯიჯიმ გააკეთა ფრედ დასრულებული მატჩების გამო , დაკითხვაზე დავიბაროთ . თუ მას თავის მხრივ რაიმე ფაქტების შესახებ შეუძლია საუბარი , დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებით ” .
” კონტე ? მესმის მისი რეაქციის . თუმცა , ის ისეთ სიტუაციაში იყო რომ უბრალოდ არ შეგვეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავით . არ შეიძლება რაიმე შეტყობინების გაგზავნა საქმის დაწყებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგე რეალურად გამოძიებას . მას არ ესმის ამის შესახებ . ჩვენ უბრალოდ იძულებულნი ვიყავით ეს ნაბიჯი გადაგვედგა ”
ბუფონის გვარმა სულ ცოტახნის წინ გაიჟღერა კალჩიოკომისიის საქმეში , მაგრამ საკმაოდ მალევე გახდა ცნობილი , რომ აძურის პირველი ნომრის მიმართ იტალიელ სამართალ დამცავებს არანაირი დაინტერესება არ გააჩნიათ . მიუხედავად ამისა , მასმედიის წარმომადგენლებმა მაინც გადაწყვიტეს ჯიჯისთან გასაუბრება …
მონტის სიტყვებზე რა კომენტარს გააკეთებთ ? იტალიის პრემიერ მინისტრმა კალჩოს შეჩერება პრობლემის გადაჭრის ვარიანტად განიხილა …
” ჩვენ ეხლა ისეთ პიროვნებაზე ვსაუბრობთ , რომელსაც აპენინებზე სერიოზული თანამდებობა უჭირავს და ავტორიტეტულ როლს ასრულებს ქვეყნის საქმიანობაში . ამიტომ , ვფიქრობ იფფ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მისი მისამართით , იდეალურად ასახავს ყველაფერს და ჩემი მხრიდან მეტის დამატებას არ ითხოვს ” .
კონტე ?
” არც კი ვნერვიულობ მის საქმეზე . რაც წავიკითხე და შემდეგ უშუალოდ პირადად მისგან მოვისმინე , პრობლემა თითქმის არ არსებობს ” .
პრობლემის გადაჭრას რაში ხედავ ?
” კონტრაქტში უნდა იყოს ჩადებული პუნქტი , რომ ფეხბურთელი სასტიკად დაისჯება თუ აღმოჩენილი იქნება გარიგებულ მატჩში , ან საერთოდ აკრძალონ ფსონების გაკეთება ” .
როგორი სიტუაცია სუფევს აძურიში ?
” მშვენიერი . კასანო დღითი დღე უფრო და უფრო კარგ ფორმაშია . ბალოტელიზეც იგივეს ვიტყვი . ნორმალური , სამხიარულო სიტუაცია და რაც მთავარია სრული სიმშვიდე , რადგან არცერთი ჩვენთაგანი იმ საშინელებაში არ არის რეალურად გარეული , რაც ეხლა ხდება კალჩიოკომიის საქმეში ” .
ეხლა კი მოვუსმინოთ რეჟინალდოს , რომელიც როგორც უკვე გითხარით ანტონიო კონტეს განკარგულებაში იყო მაშინ , როდესაც იუვეს ექს კაპიტანი , მოკრძალებული კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო . სწორედ რეჟინალდოსთან გვერდი გვერდ ასპარეზობდა კორობიოც , რომელიც ღიად ადანაშაულებს კონტეს გარიგებულ მატჩში ( სიენა -ნოვარა )
” როდესაც ამის შესახებ გავიგე , შოკში ჩავარდი . გამომდინარე იქიდან თუ რა გამოცდილება დავაგროვე კონტესთან მუშაობის დროს , ეს არის უდიდესი სისულელე რაც კი ოდესმე გამიგია ” .
როდისმე გქონია ისეთი გრძნობა , რომ კონტე გარიგებულ მატჩზე საუბრობდა ?
” სისულელეა ! მისგან ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი არ მომისმენია ამ ფაქტთან დაკავშირებით . მან მხოლოდ იცოდა შემდეგი ფრაზების თქმა : ” ჩვენ შეგვწევს ძალა შევცვალოთ თამაში ” .
თუ არ დაგეზარება წაიკითხე
http://forzajuve.ge/2012/05/31/%E1%83%99%E...%98/#more-32780 This post has been edited by tifoza on 31 May 2012, 20:58
В детстве я молил бога о велосипеде; потом понял что бог работает по-другому... Я украл велосипед и стал молить бога о прощении. (Аль Пачино)
ბონუჩის დედას ვტენე
come on red baron, your race isn't over